ნახეთ დეტალურად უცხო ქვეყნების საზღვრის კვეთის მოთხოვნები

0

ერევანი და კიშინიოვი – “Flyone” და “Flyone Armenia”-ს საქართველოს მიმართულებით ოპერირებას იწყებენ

მოლდოვური ავიაკომპანია “Flyone”, შვილობილ ავიაკომპანია “Fly Armenia”-სთან ერთად, საქართველოს საჰაერო სივრცეში ოპერირებას იწყებს. “Fly Armenia” ფრენებს მიმდინარე წლის დეკემბრიდან, ხოლო “Flyone” 2022 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან დაიწყებს.

 

ავიაკომპანია “Flyone Armenia” ავიარეისებს ერევნიდან ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით  განახორციელებს. ფრენები ერევანი-თბილისი-ერევანი, კვირაში სამი სიხშირით ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება, ხოლო ერევანი-ქუთაისი-ერევან კვირაში ორი სიხშირით – ხუთშაბათს და კვირას.

 

რაც შეეხება Flyone-ს ზაფხულის სანავიგაციო ავიარეისებს, დაგეგმილია ავიარეისები კიშინიოვიდან ბათუმის და თბილისის მიმართულებით. კიშინიოვი-თბილისი-კიშინიოვის ავიარეისები, მთელი წლის განმავლობაში, ხოლო კიშინიოვი-ბათუმი-კიშინიოვი, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე შესრულდება.