Napoli-roma, 29JAN, Fly.ge,
0

ნაპოლი–რომა, უგულშემატკივრე ხვიჩა კვარაცხელიას და მის გუნდს მნიშვნელოვან მატჩზე

 www.fly.ge  გთავაზობს, გაემგზავრო თბილისიდან ნეაპოლში პირდაპირი რეისით. ისარგებლო შენზე მორგებული გადახდის პირობით. ბიუჯეტის ოპტიმიზაციისათვის ისარგებლო თიბისის ან საქართველოს ბანკის განვადებით.

შესაძლებლობა გაქვს დაესწარო ლეგენდარული ნაპოლი – რომას თამაშს. უგულშემატკივრო  ხვიჩა კვარაცხელიას და მის გუნდს ამ მნიშვნელოვან მატჩზე!

 

📅 28-31 იანვარი – 3 ღამე
 საგზურის ღირებულება – 4100
ღირებულება მოცემულია ერთი ადამიანისათვის, ორადგილიან ნომერში, და მოიცავს:
განთავსებას ორადგილიან ნომერში სასტუმროში Royal Continental Naples (BB)
 ორმხრივ ავიბილეთს ჩარტერულ რეისზე (თბილისინეაპოლითბილისი) 20 კგ ჩასაბარელი ბარგით, 5 კგ ხელბარგით
 ორმხრივ ტრანსფერს : აეროპორტისასტუმროაეროპორტი
 ორმხრივ  ტრანსფერს : სასტუმროდიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონისასტუმრო
 ფეხბურთის მატჩის ბილეთს – 29 იანვარი 
 სამახსოვრო საჩუქარს 
ამოგზაურო დაზღვევას

 

ხვიჩა კვარაცხელია, Naples, პირდაპირი რეისი თბილისი–ნეაპოლი

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ:

თბილისის „დინამო“

2012 წლიდან თამაშობდა თბილისის „დინამოს“ აკადემიასა და ახალგაზრდულ გუნდებში. კვარაცხელიამ საკლუბო კარიერა 2017 წელს, თბილისის „დინამოში“ დაიწყო. კლუბის ძირითად შემადგენლობაში მისი დებიუტი იმავე წლის 29 სექტემბერს გამართულ შეხვედრაში შედგა. დინამოელთა მაისურით მან მხოლოდ ოთხი მატჩი ითამაშა და ერთი გოლი შეაგდო. მომდევნო წელს „რუსთავში“ გადავიდა, რომლის მაისურითაც 18 შეხვედრა ჩაატარა და სამი ბურთი გაიტანა.

 

მოსკოვის „ლოკომოტივი“

2019 წლის 15 თებერვალს, კვარაცხელია იჯარით მოსკოვის „ლოკომოტივში“ გადავიდა.მისი დებიუტი რუსეთის პრემიერ ლიგაში 2019 წლის 10 მარტს, მაჰაჩყალის „ანჟის“ წინააღმდეგ შედგა, როდესაც შეხვედრის 86-ე წუთზე ჯეფერსონ ფარფანი შეცვალა.

2019 წლის 1 ივლისს, იჯარის ვადის გასვლის შემდეგ კვარაცხელიას „ლოკომოტივის“ დატოვება მოუწია. კლუბის მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ იმედგაცრუებული იყო ხვიჩას გუნდიდან წასვლის და „რუსთავისგან“ არგამოსყიდვის გამო.

 

ყაზანის „რუბინი“

2019 წლის 6 ივლისს, კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინთან“ ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 2019 წლის 15 ივლისს, მან ყოფილ კლუბს, მოსკოვის „ლოკომოტივს“ გაუტანა, ხოლო მომდევნო გოლი „რუბინის“ მაისურით, 2019 წლის 30 ნოემბერს, გროზნოს „ახმატის“ კარში შეაგდო. 2020 წლის ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქული „გალათასარაი“ მზად იყო მის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა.

კვარაცხელია 2020 წლის აგვისტო-სექტემბერ-ოქტომბერში გულშემატკივრებმა ზედიზედ სამჯერ დაასახელეს გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად. 2020 წელს საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 2021 წლის აპრილში კვლავ დაასახელეს გუნდის თვის საუკეთესო ფეხბურთელად.

2021 წლის დასაწყისში L’Equipe-მა გამოაქვეყნა XXI საუკუნეში დაბადებული 50 საუკეთესო ფეხბურთელის სია, რომელშიც ხვიჩა რუსეთის პრემიერ ლიგის ერთადერთი წარმომადგენელი იყო.

 

ბათუმის „დინამო“

2022 წლის 7 მარტს ფიფამ ოფიციალურად განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, რუსეთში მყოფ ლეგიონერებს შეეძლოთ ცალმხრივად გაეწყვიტათ კონტრაქტები და უფლება ეძლეოდათ რუსეთის ფარგლებს გარეთ არსებულ კლუბებს 2022 წლის 30 ივნისამდე შეერთებოდნენ. 2022 წლის 24 მარტს ყაზანის „რუბინის“ პრეს-სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კვარაცხელიამ და კლუბმა ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე გადაწყვეტილება მიიღეს მათ შორის არსებული კონტრაქტის შეჩერების შესახებ.[13] ამავე დღეს ის ბათუმის „დინამოს“ შეუერთდა.

კვარაცხელიამ ბათუმის „დინამოს“ მაისურით 11 მატჩი ჩაატარა, სადაც 8 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. ამასთან ერთად, ივნისის ბოლოს ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

 

ნაპოლი

2022 წლის 1 ივლისს ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურად „ნაპოლის“ ფეხბურთელი გახდა, მისმა სატრანსფერო ღირებულებამ კი 10–12 მილიონი ევრო შეადგინა. მისი დებიუტი სერია A-ში 15 აგვისტოს, პირველივე ტურის გასვლით შეხვედრაში, ვერონას „სტადიო მარკანტონიო ბენტეგოდიზე“ „ელას ვერონას“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში შედგა, სადაც ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლელებმა პირველი ბურთი საკუთარ კარში მიიღეს, შეხვედრის დარჩენილი პერიოდი აღმავლობით ჩაატარეს და მასპინძლებს დიდი ანგარიშით (5–2) მოუგეს. 21 აგვისტოს „მონცასთან“ მატჩში კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა, ხოლო ნაპოლიმ „მონცა“ ანგარიშით 4–0 დაამარცხა.

3 სექტემბერს კვარაცხელიამ გამარჯვების გოლი გაუტანა „ლაციოს“ (2–1). 4 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით იგი სერია A-ს ბომბარდირთა სათავეში მოექცა. შედეგად, კვარაცხელია სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

სერია A-ს მე-7 ტურში „ნაპოლი“ „სან სიროზე“ მოქმედ ჩემპიონს „მილანს“ დაუპირისპირდა და 2–1 გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ როდესაც ანგარიში იყო 0–0, ხვიჩამ „ნაპოლის“ სასარგებლოდ პენალტი მოიპოვა, რომელიც მატეო პოლიტანომ უშეცდომოდ შეასრულა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. „მილანთან“ გამარჯვების შემდეგ სპალეტის გუნდი 17 ქულით „ატალანტასთან“ ერთად სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა.

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე პირველად 7 სექტემბერს „ლივერპულის“ წინააღმდეგ გამოვიდა მოედანზე. შეხვედრა ნეაპოლში, „დიეგო არმანდო მარადონაზე“ გაიმართა და მას 51 793 მაყურებელი დაესწრო. მასპინძლებმა იურგენ კლოპის გუნდი ანგარიშით 4–1 დაამარცხეს. ხვიჩა კვარაცხელიამ კი ერთი საგოლე პასი მიითვალა თავის აქტივში, როდესაც ორი ლივერპულელი მისთვის ჩვეულ სტილში ერთმანეთის მიყოლებით ჩამოიცილა და მეტოქის კარის გასწვრივ ჩააწოდა, სადაც დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა ჯოვანი სიმეონემ მისი გადაცემა გოლად გარდასახა.

4 ოქტომბერს „ნაპოლის“ მაისურით მან თავისი პირველი გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, ეს მოხდა ამსტერდამის „აიაქსთან“ სტუმრად გამართულ შეხვედრაში, რომელიც ნეაპოლელებმა დიდი ანგარიშით 6–1 მოიგეს. თავისი მეორე გოლი ამავე ტურნირზე 12 ოქტომბერს კვლავ „აიაქსის“ კარში, ამჯერად ნეაპოლში, „დიეგო არმანდო მარადონაზე“ გამართულ მატჩში, თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა. შეხვედრა კვლავ ნეაპოლელთა გამარჯვებით 4–2 დამთავრდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო კი ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა. ამ გამარჯვების შემდეგ ნეაპოლელებმა ტურნირის მერვედფინალის საგზური ოფიციალურად გაიფორმეს.

სერია A-ს მე-10 ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ „ბოლონიას“ წინააღმდეგ მორიგი შეხვედრა ჩაატარა, რომელიც „დიეგო არმანდო მარადონაზე“ გაიმართა და ნეაპოლელთა გამარჯვებით 3–2 დასრულდა. კვარაცხელიამ 69-ე წუთზე კონტრშეტევაზე შესანიშნავად ითამაშა — საუცხოო პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა ვიქტორ ოსიმენი, რომელმაც მისი საგოლე გადაცემა გოლად გარდასახა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა იტალიური და ევროპული გამოცემების მაღალი შეფასება დაიმსახურა.

ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა 23 ოქტომბერს, რომში, სერია A-ს მე-11 ტურის პრინციპულ შეხვედრაში ჟოზე მოურინიოს „რომას“ წინააღმდეგ. მატჩი, რომელიც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ტურის ცენტრალურ დაპირისპირებად მოიაზრებოდა და რომელიც სტუმრებმა ვიქტორ ოსიმენის გოლით 1–0 მოიგეს, La Gazzetta Dello Sport-მა სპალეტის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებად შეაფასა. „რომასთან“, „სტადიო ოლიმპიკოზე“ შეკრებილი მაყურებლის თვალწინ მიღწეული გამარჯვებით „ნაპოლიმ“ მიმდინარე სეზონში წაუგებელი სვლა განაგრძო და 29 ქულით გათამაშების ცხრილში ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა. ეს იყო ნეაპოლელთა მიერ მოპოვებული ზედიზედ მე-11 გამარჯვება ყველა ტურნირის ჩათვლით.აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ასეთი შთამბეჭდავი მაჩვენებელი „ნაპოლის“ 1986 წლის შემდეგ არ ჰქონია.

29 ოქტომბერს, სერია A-ს მე-12 ტურის საშინაო მატჩში „სასუოლოს“ წინააღმდეგ, რომელიც მასპინძლებმა 4–0 მოიგეს, ხვიჩა კვარაცხელიამ ორი საგოლე გადაცემით ჯერ ვიქტორ ოსიმენს შეასრულებინა დუბლი, ხოლო შემდეგ მარიო რუის საგოლე გადაცემა თავად გარდასახა გოლად. ეს იყო ნეაპოლელთა მიერ მოპოვებული ზედიზედ მე-13 გამარჯვება ყველა ტურნირის ჩათვლით, რაც სარეკორდო მაჩვენებელია კლუბის ისტორიაში.

2023 წლის 13 იანვარს, სერია A-ს მე-18 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში გათამაშების ლიდერმა „ნაპოლიმ“ შინ, „დიეგო არმანდო მარადონას“ სახელობის სტადიონზე გასამართ, სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მყოფი „იუვენტუსი“ მიიღო და დიდი ანგარიშით 5–1 დაამარცხა. მათ შორის სხვაობა ათ ქულამდე გაზარდა. ხვიჩა კვარაცხელიამ მასპინძელთა მიერ გატანილი ხუთი გოლიდან ოთხში მიიღო მონაწილეობა. პირველი ბურთი სტუმართა კარში კვარაცხელიას ეფექტური დარტყმის შემდეგ, რომელიც ტურინელთა მეკარე შჩესნიმ მოიგერია, ოსიმენმა დასწრებაზე თამაშის დროს თავით გაიტანა. მეორე ბურთი ოსიმენის პასით თავად ხვიჩამ შეაგდო. მესამედ „იუვენტუსის“ კარი ხვიჩას მოწოდებული კუთხურის შემდეგ ნეაპოლელთა მცველმა ამირ რაჰმანიმ აიღო, ხოლო მეოთხე გოლი კვლავ ხვიჩას საგოლე გადაცემის შემდეგ ისევ ვიქტორ ოსიმენის ზუსტი თავური დარტყმის შედეგად გავიდა. კვარაცხელიამ შეხვედრის დასრულებისას ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 15 შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა 7 გოლი, 7 საგოლე პასი და 2 გამომუშავებული პენალტი. ხოლო საერთო ჯამში, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 20 მატჩში — 9 გოლი, 10 საგოლე გადაცემა და 3 მოპოვებული პენალტი აქვს აქტივში, უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე კი 5 მატჩში — 2 გოლი, 3 საგოლე პასი და ერთი მოპოვებული პენალტი.