ნახეთ დეტალურად უცხო ქვეყნების საზღვრის კვეთის მოთხოვნები

+2

ოთხი დღე მადრიდში – ყველაფერი, რაც აუცილებლად უნდა ნახოთ!

ორი ყველაზე გავრცელებული კითხვა მათთვის, ვინც მადრიდის მონახულებას გეგმავს: რამდენი დღე მჭირდება მადრიდში მოგზაურობისთვის და საკმარისია თუ არა ოთხი დღე ქალაქის დასათვალიერებლად? მიუხედავად იმისა, რომ მადრიდი, მეტისმეტად მიმზიდველი და საინტერესოა, იქ უფრო მეტი დროის გასატარებლად – პირველ ეტაპზე ოთხი დღე, ქალაქის აჩქარების გარეშე დასათვალიერებლად სრულიად საკმარისია.

ამ ბლოგში გაგიზიარებთ მადრიდელების და აქტიური მოგზაურების რეკომენდაციებს, თუ როგორ დაგეგმოთ თითოეული დღე, მოკლევადიან მადრიდულ თრიფში.

 

*თუ თქვენ, მადრიდში ვიზიტისთვის მხოლოდ უქმეები გაქვთ, ბლოგი დაგეხმარებათ შეარჩიოთ თქვენთვის პრიორიტეტული ლოკაციები და არ გამოგრჩეთ ყველაზე მთავარი, პირად სამოგზაურო მარშრუტში.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთში მოგზაურობა უკვე კოვიდ-ვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტითაა შესაძლებელი. ავიაბილეთებს კი საუკეთესო ფასად, აქ იპოვნით: Fly.ge

 

 

მადრიდული თავგადასავალი – დღე პირველი

მადრიდის სამეფო სასახლე – Palacio Real de Madrid

მადრიდის სამეფო სასახლე, მადრიდის ყველა ვიზიტორის მარშრუტში მოიძებნება. ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული და უდიდესი ნაგებობა, მნახველზე შორიდანვე ახდენს დაუვიწყარ შთაბეჭდილებას. თუმცა პირველი ეფექტი არაფერია – სასახლის კედლებს კარავაჯოს, გოიას, ველასკესის უნიკალური შემოქმედება ამშვენებს. მადრიდის სამეფო სასახლეშივე ნახავთ, სტრადივარიუსის ერთადერთ სიმებიან კვინტეტს.

“Must Visit” დანიშნულების ადგილებში, საპატიო ადგილს იკავებს,  სამეფო სამლოცველო იგივე „La Capilla Real de Madrid”  გიანკიტოს გასაოცარი ფრესკებით.

მადრიდის სამეფო სასახლის კომპლექსი შედგება რამდენიმე შენობის, პარკისა და ისტორიული მოდნისგან – Plaza de Oriente, Plaza de la Ameria და Almudena Cathedral, რომლებიც ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშნელოვან ისტორიულ ადგილს წარმოადგენენ.

თუ ესპანეთის მდიდარი ისტორიის და კულტურის გაცნობა და შესწავლა, თქვენთვის მნიშვნელოვანია, მაშინ პირველი დღის მთავარი ნაწილი, სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი ლოკაციების ათვისებაში უნდა დახარჯოთ. თუ სიმწვანე და რეკრეაციული ზონები გაინტერესებთ, „Campo del Moro”- სდა „Sabatini“-ის  ბაღები, თქვენზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენენ.

სასახლეში ვიზიტის დროებია:

  • ოქტომბრიდან მარტამდე – 10:00-18:00 საათი
  • აპრილი-სექტემბერი: 10:00-16:00 საათი
  • კვირა: 10:00-19:00 საათი

საინტერესო რჩევა: გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ მადრიდში მოგზაურობას, გაზაფხულსა და ზაფხულში დაგეგმავთ, სასახლის დათვალიერება ხალხმრავლობაში მოგიწევთ. უმჯობესია ვიზიტი დაგეგმოთ დილის საათებში, რომელიც საშუალებას მოგცემთ ხალხის დიდ ნაკადს თავი აარიდოთ და ღირსშესანიშნეობა შედარებით მშვიდად დაათვალიეროთ.

 

 

„Mercado San Miguel“

„Mercado San Miguel“ –  ერთ-ერთი უძველესი ბაზარი ქალაქში, სამეფო სასახლიდან სულ რაღაც 10 წუთის სავალზეა. აქ არამხოლოდ საკვები პროდუქტების შეძენა, არამედ დროის სასიამოვნოდ გატარება და უგემრიელესი, ადგილობრივი კერძების და სასმლის დაგემოვნებაც შეგიძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ  „Mercado San Miguel” ხალხმრავალი და ხმაურიანი ადგილია, ტურისტების საყვარელ სარელაქსაციო ადგილადაც ითვლება.

 

“La Plaza Mayor”

მას შემდეგ, რაც„Mercado San Miguel“-ის ბაზარში, ყველა სასურველ კერძს დააგემოვნებთ,   გირჩევთ მადრიდის კიდევ ერთ ხალხმრავალ და ცოცხალ მოედანს „La Piazza Mayor”-ს ეწვიოთ. მოედანზე და მის მიმდებარე ქუჩებზე, იპოვით ყველაფერს რაც შეიძლება წარმოიდგინოთ ან ვერ – ღია კაფეები, პატარა მაღაზიები, სამხატვრო გალერიები, ძველი შენობები საინტერესო არქიტექტურით და ულამაზესი ფასადებით .

რჩევა: თუ მადრიდს, საშობაო სეზონზე სტუმრობთ, მოედანზე მოწყობილ საშობაო ბაზარში აუცილებლად უნდა შეიაროთ

ნახეთ ვიდეო: ყველაფერი, რაც მადრიდში მოგზაურობისას არ უნდა გამოგრჩეთ

“La Puerta del Sol”

დღის ბოლოს, მადრიდის კიდევ ერთ მოედანს – „La Puerta del Sol“-ში  გადადით. ზემოთ ჩამოთვლილ მოედნებს შორის, აღნიშნული ყველაზე ხმაურიანია. მოედანს რამდენიმე მთავარი ქუჩა უერთდება და მსოფლიო ბრენდების უდიდესი მაღაზიებია განთავსებული.

 

ღამის ცხოვრება მადრიდში

ღამის ცხოვრების სიმდიდრე – მადრიდის ერთ-ერთი გამორჩეული და მომხიბვლელი მახასიათებელია, ზოგიერთი ტურისტის მოსაზრებით, მსგავსი როგორც ჰავანა და ნიუ იორკი. მადრიდელები ძალიან მხიარულები და სახალისოები არიან, საიმისოდ რომ მათთან ერთად, დაუვიწყარი საღამოები გაატაროთ. მრავალფეროვანი ცოცხალი შოუები, სეზონების მიხედვით იცვლება. გაგიზიარებთ რამდენიმე მათგანს:

 

  • ვახშამი, ცოცხალი ფლამენკოს ფონზე „Tablao Flamenco Las Tablas“- ში
  • ოპერეტა „Teatro de la Zarzuela“- ში
  • თანამედროვე თეატრალური დადგმები „Teatro Espanol“– ში
  • კოქტეილები, ქალაქის უძველეს ბარში – „Viva Madrid“
  • ცეკვის საღამო, ჯოი ესლავაზე(ყველაზე დატვირთული პედიოდი ღამის პირველი საათიდან

 

 

მადრიდული თავგადასავალი – დღე მეორე

მალასაია

მოგზაურობის მეორე დღე, კარგი იქნება დაუთმოთ ქალაქის ყოველდღიურობის გაცნობას და მისი ნამდვილი სულის შეცნობას. კარგია, თუ ეწვევით ისეთ ადგილებს, რომელთა შესახებაც ძალიან ცოტამ იცის.

საამისოდ, შესანიშნავი გადაწყვეტილება იქნება მალასაიას( Malasaña) – ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალურ და ცოცხალ უბანს ეწვიოთ, სადაც ყავის, ადგილობრივი მეწარმეების სამეურნეო კულტურის და თანამედროვე ბარების მრავალფეროვანი პროდუქტია წარმოდგენილი.

 

 „Barrio de las Letras“ – ლიტერატურული კვარტალი

„Barrio de las Letras“ – მადრიდის ლიტერატურული უბანია, სადაც სერვანტესი და ლოპე დე ლა ვეგა მეზობლად ცხოვრობდნენ. აღნიშნულ კვარტალში, ლიტერატურის ძალიან ბევრი საინტერესო და მნიშნელოვანი ნაწარმოები შეიქმნა.

2000 წლის წინანდელი ქვაფენილიანი ქუჩები, ძალიან ლამაზ ტერასამდე „Plaza de Santa Ana”-მდე მიგიყვანთ.

 

„Lavapies”

„Lavapies” – მადრიდის ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვანი უბანია, სადაც ერთ სივრცეში ცხოვრობენ მაროკოელები, ჩინელები, ინდოელები, კოლუმბიელები და ესპანელები. უბანში შეხვდებით განსხვავებული ხალხთა კულტურის დამახასიათებელ ტრადიციებს, რესტორნებს. თუ კარგი ფოტოს გადაღება გსურთ, შეიარეთ ზურიტას ქუჩაზე. „Lavapies”-თან ძალიან ახლოს არის “Museo Nacional Centro de Arte Reina Sofia”.

 

“La Latina”

მეორე დღე საინტერესოდ,  შეიძლება „ლა ლატინას“ ჰიპსტერულ უბანში დასრულდეს. ამ უბანში განთავსებულია ქალაქში საუკეთესო, რამდენიმე ბარი და რესტორანი:

 

  • Nina pasta bar
  • El Perro de Pavlov
  • Astor
  • La Taberna
  • Sanlúcar

 

მადრიდული თავგადასავალი – დღე მესამე

მესამე დღის საინტერესოდ გასატარებლად, კარგი იქნება ეწვიოთ ქალაქთან ახლომდებარე პატარა დასახლებებს. მადრიდთან ყველაზე ახლოს კი შემდეგი ქალაქებია: ტოლედო, სალამანკა, ალკალა, სეგოვია და სხვ.

კონკრეტული ლოკაცია  კი თქვენი გემოვნების შესაბამისად უნდა შეარჩიოთ – როგორი არქიტექტურა მოგწონთ? კულტურა ან ისტორია? თუ ელ გრეკოს ნახატების ნახვა გსურთ ეწვიეთ ტოლედოს, ესპანეთის ძველ ქალაქს, რომელშიც ერთდროულად იგრძნობა ქრისტიანული, მუსლიმანური და ებრაული კულტურის გავლენები.

სალამანკა და მისი ცნობილი მოედანი „Plaza Mayior”, ცნობილია ესპანური არქიტექტურის ულამაზესი ნიმუშებით. ქალაქში შეგხვდებათ უამრავი რესტორანი, მაღაზია და გასართობი ადგილი, საიმისოდ რომ დღე საინტერესოდ გაატაროთ.

ალკალას ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, ალკალას უნივერსიტეტი კი მსოფლიოში ცნობილი ესპანური ღირსშესანიშნაობა.

 

მადრიდიდან ტოლედოში ან სალამანკაში, უმჯობესია მატარებლით გაემგზავროთ. მადრიდიდან ტოლედოში მანძილს, მატარებელი 30 წუთში ფარავს, ხოლო ავტომობლი დაახლოებით ორ საათში.

თუ მადრიდს ზაფხულში სტუმრობთ და გსურთ ერთი დღე სანაპიროზეც გაატაროთ, ეწვიეთ ვალენსიას. სწრაფმავალი მატარებლით, ქალაქებს შორის მანძილს საათსა და 40 წუთში დაფარავთ.

 

 

მადრიდული თავგადასავალი – დღე მეოთხე

“Museo del Prado”

მადრიდში თქვენი მოგზურობის მეოთხე დღე, პრადოს მუზეუმის მონახულებით დაიწყეთ, სადაც ელ გრეკოს, ველასკესის, მურილიოს, რიბერას ზურბრაანის, მიროს, გოიას და პიკასოს შედევრების მონახულებას შეძლებთ. პრადოს მუზეუმი მადრიდის ბოტანიკური ბაღის გვერდით მდებარეობს. მუზეუმში წარმოდგენილია არამხოლოდ ესპანური შემოქმედება, არამედ ისეთი მხატვრების ნამუშევრებიც, როგორებიც არიან ტიციანი და ბოში.

მუზეუმი ღიაა ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, დილის 10:00-დან  20:00 საათამდე და კვირას დილის 10:00-დან  16:00 საათამდე.

 

მუზეუმში უფასო ვიზიტი შესაძლებელია:

  • ორშაბათი-შაბათი: 18:00-20:00 საათი
  • კვირ: 15:00-16:00 საათი

 

„La Puerta de Alcalá“

ნეო-კლასიკური არქიტექტურის საოცარ მაგალითს, დამოუკიდებლობის მოედანზე მდებარე „პუერტა დე ალკალა“ წარმოადგენს, რომელიც 1700-იანი წლებით თარიღდება. აქ საოცარი ფოტოების გადაღება შეგიძლიათ – დააკვირდით დეტალებს!

 

საუზმე/სადილი „ Perro y La Galleta“- ში

ხელოვნების საოცარი ნიმუშებით ტკბობის შემდეგ, საუზმე ან სადილით სიამოვნების დრო დგება – “El Perro La Galleta” შესანიშნავი ადგილია საიმისოდ, რომ გასაოცარი დიზაინის მქონე რესტორანში უგემრიელესი კერძები და სასმელი დააგემოვნოთ.

 

„Parque del Retiro“

ნუ წამოხვალთ მადრიდიდან, ამ საოცარი პარკის მონახულების გარეშე, რომელიც ძალიან ჰგავს ცენტრალ პარკს და სასიამოვნო დროის გატარება, სამი სეზონის განმავლობაშია შესაძლებელი. აქ შეგიძლიათ ისეირნოთ, მოაწყოთ პიკნიკი ან მოუსმინოთ ადგილობრივ მუსიკოსებს.

პარკში ასევე შეგიძლიათ ნიჩბოსნობა და მზის ჩასვლის ხედით ტკბობა.

გირჩევთ, პარკიდან  “Monumento a Alfonso XII” და “Palacio de Cristal”-ის ნახვის გარეშე არ წამოხვიდეთ.

 

მადრიდში გატარებული 4 დღის განმავლობაში თქვენ გექნებათ ბევრი დრო, რომ ქალაქს და მის მიმდებარე ტერიტორიებს გაეცნოთ. თუ დრო დაგრჩებათ, არ დაგავიწყდეთ შემდეგი ღირსშესანიშნაობების მონახულებაც:

სან ფრანცისკოს „El Grande Basilica“-ს და „San Pedro El Real”-ის ეკლესია.

ფეხბურთის მოყვარულთათვის, ბერნაბეუს სტადიონზე ვიზიტი, შეიძლება სამოგზაურო მარშრუტში პირველ ადგილსაც იკავებდეს.

 

ენები

ესპანეთის სახელმწიფო ენა ესპანურია. თუ თქვენ, მხოლოდ ინგლისურ ენას ფლობთ, ყოველი შემთხვევისთვის უკეთესი იქნება, რამდენიმე „სამოგზაურო ფრაზის“ შესწავლას, რომელიც მადრიდის არატურისტულ უბნებსა და ქალაქგარეთ გამგზავრებას გეგმავთ

 

ტრანსპორტი მადრიდში

აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე მისასვლელად, დაახლოებით 30 წუთია საჭირო.

მატარებლისა და მეტროს ღირებულება, ერთი მიმართულებით 3 ევრო ღირს. ქალაქში გადაადგილება შესაძლებელია ტაქსით. ტურისტები აქტიურად მოიხმარენ Uber-ს.

 

საუკეთესო დრო მადრიდის მონახულებისათვის

ისევე, როგორც ევროპის უმეტეს ნაწილში, ესპანეთშიც ყველაზე აქტიური სეზონი იწყება მაისსა და ივნისში და გრძელდება სექტემბრის ბოლომდე. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ შემოდგომა ან გაზაფხული ესპანეთში ნაკლებად შთამბეჭდავია.

 

შეგახსნებთ, რომ ავიაბილეთი თბილისი-მადრიდი, შემოდგომისთვის Fly.ge-ზე გასნსაკუთრებულ ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ!

თბილისი-მადრიდი: https://bit.ly/3sFhcxD

თქვენ უკვე იყავით მადრიდში? მოგვწერეთ, ბლოგში რაიმე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობა ხომ არ გამოგვრჩა?..