ნახეთ დეტალურად უცხო ქვეყნების საზღვრის კვეთის მოთხოვნები

წესები და პირობები

fly.ge-ის მომსახურების ძირითადი პირობები და დებულებები (შემდგომში მოხსენიებული, როგორც ,,წესები“)

fly.ge-ის ელექტრონულ ვებ-გვერდზე https://www.fly.ge რეისების ავტომატური ძიებისა და დაჯავშნის სისტემის გამოყენებამდე და გამოყენებისას, მომხმარებელი იღებს პასუხისმგებლობას ყურადღებით გაეცნოს და დაიცვას ქვემოთ მოცემული წესები. თუ მომხმარებელი არ ეთანხმება წინამდებარე წესებს, მან თავი უნდა შეიკავოს იმ მომსახურებებით სარგებლობისაგან, რომელსაც სთავაზობს ვებ-გვერდი https://www.fly.ge. მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის https://www.fly.ge სარგებლობა მიიჩნევა წინამდებარე წესების ყველა პირობაზე მომხმარებლის მიერ გამოხატულ თანხმობად.

1. ტერმინთა განმარტებები

1.1. წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გამონაკლისის სახით სხვაგვარად არ არის მითითებული:

1.2. ტერმინები, რომლებიც არ არის მითითებული მოცემულ წესებში, რეგულირდება საქმიანობის მარეგულირებელი შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით.

2. ძირითადი დებულებები

2.1. სერვისის მომწოდებელი აძლევს შესაძლებლობას მომხმარებელს, სერვისის მომწოდებლის ავტომატური სისტემისა და ინტერნეტ-გვერდის https://www.fly.ge მეშვეობით, მოიძიოს, დაჯავშნოს და მიიღოს შესაბამისი მიმართულების რეისის ბილეთი და, სურვილისამებრ, შეუკვეთოს ის დამატებითი მომსახურებები, რომელსაც სთავაზობს მას მომწოდებლის სერვისი. მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს მომწოდებლის ავტომატური სისტემისა (ბილეთების მოძიება, დაჯავშნა, მიღება) და, შესაბამისად, მის მიერ შეკვეთილი დამატებითი მომსახურებების გამოყენების გადასახადი, დეკლარირებული წესებისა და სპეციალური პირობების შესაბამისად.
2.2. მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ მის მიერ შეყვანილი ინფორმაცია არის მისი, არის ნამდვილი და სწორი და იგი აგებს პასუხს წინამდებარე გარანტიის მცდარობის/დარღვევის ყველა შედეგზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მომხმარებლის სახელი/გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართები, დანიშნულების ადგილები, თარიღები და სხვა მონაცემები.
2.3. სერვისის მომწოდებლის სისტემაში ბილეთების დაჯავშნისას და სხვა მომსახურებების შეკვეთისას, მომხმარებელი იღებს პასუხისმგებლობას, თავად გადაამოწმოს სისტემაში შეყვანილი პირადი მონაცემები და ჯავშნის დეტალები (მაგალითად, სახელისა და გვარის მართლწერა, რეისის მიმართულება, თარიღები, ღირებულება და სხვა).
2.4. დაჯავშნისა და გადახდის შემდეგ, ხდება ბილეთის გამოწერა. მომხმარებელს ბილეთი ეგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე.
2.5. მომხმარებელი ვალდებულია რეისთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის (ბილეთი და სხვა საბუთები) მიღებისას, დაუყოვნებლივ გადაამოწმოს მათი სისწორე. ასევე, მომხმარებელი ვალდებულია, გადაამოწმოს რეისის პირობები (ხომ არ ჰქონდა ადგილი რაიმე სახის ცვლილებებს).
2.6. მომხმარებელი პასუხისმგებელია მასზედ, რომ შეამოწმოს, შეინახოს და დაიცვას ბილეთში დაცული ინფორმაცია.
2.7. მომხმარებელი აცხადებს, რომ სავალდებულოდ შესავსები ველების შევსებით, აძლევს თავის მონაცემებს, მისი თანხმობითა და ნებით, სერვისის მომწოდებელს: მხოლოდ მომსახურების გაწევის მიღების მიზნით, წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, მომხმარებლის განცხადების განსახილველად, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის, ხარისხის მართვისა და გაუმჯობესებისათვის, მომსახურებასთან დაკავშირებით რჩევებისა თუ რეკომენდაციების მისაღებად, საჩივრებზე რეაგირების მოსახდენად. მომხმარებელს უფლება აქვს უარი განაცხადოს მარკეტინგული მიზნებით მისი ინფორმაციის დამუშავებაზე.
2.8. მომხმარებელი/მგზავრი თანხმობას აძლევს სერვისის მომწოდებელს, რომ მისი მონაცემები, გადაეცეს ავიაგადამზიდავს მომსახურების გაწევის მიზნით, წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, მომხმარებლის/მგზავრის განცხადების განსახილველად, ხარისხის მართვისა და გაუმჯობესებისათვის, მომსახურებასთან დაკავშირებით რჩევებისა თუ რეკომენდაციების მისაღებად, საჩივრებზე რეაგირების მოსახდენად.
2.9. მომხმარებლის მიერ ელექტრონული ბილეთის გამოწერა ადასტურებს, რომ მომხმარებელი გაეცნო ავიაგადამზიდავის ტრანსპორტირების პირობებს და დაეთანხმა აღნიშნულ პირობებს ბილეთის შეძენამდე.

3. სერვისის მომწოდებლის მომსახურების პირობები

3.1. სერვისის მომწოდებელი, სერვისის მომწოდებლის ავტომატური სისტემის დახმარებით, ეხმარება მომხმარებელს ბილეთების მოძიებასა და მიღებაში, ასევე, დამტებითი მომსახურებების შეკვეთაში.
3.2. სერვისის მომწოდებელი თავად არ უზრუნველყოფს მგზავრთა გადაზიდვებს; ბილეთში მითითებულ გადაზიდვებს აწარმოებს (აწარმოებენ) ავიაგადამზიდავი (ავიაგადამზიდავები); სერვისის მომწოდებელი არ არის პასუხისმგებელი ბილეთში მითითებულ გადაზიდვისა ან/და დამატებით შეკვეთილ მომსახურებაზე, რომელსაც სთავაზობს მომხმარებელს ავიაგადამზიდავი.
3.3. სერვისის მომწოდებელი, იტოვებს უფლებას, დააწესოს/შეცვალოს თავისი მომსახურების ტარიფები საკუთარი შეხედულებებისამებრ. თუ მომხმარებელი იძენს სერვისის მომწოდებლის მომსახურებას ტარიფების ცვლილებამდე, შემდგომში განხორციელებული ცვლილებები მას უკვე აღარ შეეხება.

4. მხარეთა განცხადებები და გარანტიები

4.1. მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:
4.1.1. მის მიერ შეყვანილი ინფორმაცია ეკუთვნის თავად მას, არის ნამდვილი და სწორი და იგი აგებს პასუხს წინამდებარე გარანტიის მცდარობის/დარღვევის ყველა შედეგზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4.1.2. თუ იგი მოქმედებს მგზავრის დავალებით, არის პასუხმგებელი მონაცემების კანონიერი გზით, მგზავრის ნების შესაბამისად, მოპოვებასა და მხოლოდ კანონიერი მიზნების შესაბამისად მოქმედებაზე;
4.1.3. მას გააჩნია ავიაბილეთის დაჯავშნის/შეძენის, წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების, შემდგომი ტრანზაქციების უფლებამოსილება და ყველა შესაბამისი დოკუმენტი/ნებართვა/უფლება/ლიცენზია და იგი აგებს პასუხს წინამდებარე გარანტიის მცდარობის/დარღვევის ყველა შედეგზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4.1.4. მისი მოქმედებით არ ირღვევა სხვა პირთა უფლებები და თავისუფლებები და იგი აგებს პასუხს წინამდებარე გარანტიის მცდარობის/დარღვევის ყველა შედეგზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4.1.5. მას სურს გრძელვადიანი ურთიერთობის ფარგლებში ვებ-გვერდით სარგებლობა ან/და მომსახურების მიღება და ამ მიზნით დებს წინამდებარე გარიგებას და იგი აგებს პასუხს წინამდებარე გარანტიის მცდარობის/დარღვევის ყველა შედეგზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4.1.6. თუ მას აღარ სურს გრძელვადიანი ურთიერთობის ფარგლებში საიტით სარგებლობა ან/და მომსახურების მიღება ან/და შეძენა იგი თავად მოახდენს რეგისტრაციის გაუქმებას (მისი არსებობის შემთხვევაში) და იგი აგებს პასუხს წინამდებარე გარანტიის მცდარობის/დარღვევის ყველა შედეგზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4.1.7. მის მიერ საიტზე შეყვანილ ინფორმაციას, პაროლს, პრომოკოდს, მიღებულ რაიმე სხვა კოდს/ინფორმაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეინახავს საიდუმლოდ, დაიცავს, გაუფრთხილდება, მიიღებს ყველა შესაბამის ზომას მათი გამჟღავნებისაგან თავის დასაცავად და იგი აგებს პასუხს წინამდებარე გარანტიის მცდარობის/დარღვევის ყველა შედეგზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4.1.8. პასუხს აგებს მისი რეგისტრაციით/ანგარიშით განხორციელებულ ყველა აქტივობაზე.
4.2. სერვისის მომწოდებელი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ
4.2.1. პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს მხოლოდ მომსახურების ფარგლებში მისაღწევი აუცილებელი და კანონიერი მიზნებისთვის იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად;
4.2.2. თავისი საქმიანობიდან ან/და მიზნებიდან გამომდინარე, არ არსებობს მონაცემთა არამიზნობრივი დამუშავების საფრთხე;
4.2.3. მონაცემთა დასაცავად მიიღებს ყველა საჭირო და შესაბამის ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომას;
4.2.4. დავის წარმოშობის შემთხვევაში, მომხმარებლის/მგზავრის მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ გადასცემს მომხმარებელს/მგზავრს მის ხელთ არსებულ მონაცემებს;
4.2.5. წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყვეტს მონაცემთა დამუშავებას;
4.3. სერვისის მომწოდებელი და მომხმარებელი აცხადებენ და გარანტიას იძლევიან, რომ მიიღებენ ყველა საჭირო ზომას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნებისა და პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების დასაცავად.

5. მომხმარებლის უფლებები და მოვალეობები

5.1. მომხმარებელი ვალდებულია, ფლობდეს დაზუსტებულ ინფორმაციას იმ საბუთების შესახებ, რომელიც მას ესაჭიროება მგზავრობისას (მაგ. ესაჭიროება მას პასპორტი თუ პირადობის მოწმობა მგზავრობისას, პასპორტის მოქმედების ვადები, ვიზის აუცილებლობა დანიშნულების ადგილას ან სატრანზიტო გადაჯდომებისას, არასრულწლოვანთა მგზავრობის პირობები მშობლებთან თუ მეურვეებთან ერთად, კოვიდპასპორტის აუცილებლობა საზღვრის გადაკვეთისას, PCR ტესტის შედეგები და ა.შ,). მგზავრობისას, მგზავრმა თან უნდა იქონიოს მგზავრობისათვის აუცილებელი ყველა დოკუმენტი და დაექვემდებაროს ავიაგადამზიდავის მიერ საბუთში მითითებულ წესებსა და პირობებს. სერვისის მომწოდებელი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.
5.2. მომხმარებელი თავად იღებს პასუხისმგებლობას ნებისმიერ სახის ხარჯზე, რომელსაც, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სატრანზიტო აეროპორტში.
5.3. ავიაბილეთის შეძენის შემდეგ, ავიაბილეთის გაცვლა/დაბრუნებაზე მოქმედებს ავიაგადამზიდავის მიერ დადგენილი წესები და პირობები. თუ ბილეთის პირობებში არ არის მოცემული განმარტება ზემოაღნიშნულის თაობაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ გადამზიდავის წესებისა და პირობების თანახმად, ბილეთი გაცვლას/დაბრუნებას არ ექვემდებარება.
5.4. ბილეთში მითითებულ პირობებთან დაკავშირებით, მომხარებლის საფუძვლიანი პრეტენზიის შემთხვევაში, სერვისის მომწოდებლის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მხოლოდ საფუძვლიანი პრეტენზიის ავიაგადამზიდავისთვის მიწოდებით.
5.5. წარმატებული დაჯავშნის შედეგად, მომხმარებელი მიიღებს ჯავშნის ნომერს. ჯავშნის ნომრის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და გამოიყენება მხოლოდ მომხმარებლის ან მგზავრის იდენტიფიცირებისათვის.
5.6. ვებ-გვერდზე შეძენილი სერვისის მოწოდებასთან დაკავშირებული პრეტენზიის შემთხვევაში, მომხარებელი უფლებამოსილია, გამოიყენოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები.

6. სერვისის მომწოდებლის უფლებები და მოვალეობები

6.1. სერვისის მომწოდებელი ვალდებულია დაექვემდებაროს წინამდებარე წესებს.
6.2.სერვისის მომწოდებელი, ვალდებულია გაითვალისწინოს ავიაგადამზიდავის მოთხოვნები ავიაბილეთების დაჯავშნასთან დაკავშირებით.
განსაკუთრებული პირობა: სერვისის მომწოდებელი არ არის პასუხისმგებელი ავიაგადამზიდავის მიერ, მომხმარებლისათვის ან მგზავრისათვის გაწეული სერვისის ხარისხზე.
6.3. სერვისის მომწოდებელი არ არის პასუხისმგებელი იმ ხარვეზებზე (შეცდომები ბილეთის ღირებულების მითითებისას, ტექნიკური პრობლემები, მონაცემთა ბაზის შეცდომები, ცვლილებები GDS-ის ან ავიაგადამზიდავის სისტემებში), რომელთაც, შესაძლოა, ჰქონდეს ადგილი ავიაგადამზიდავის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შედეგად, კერძოდ და არა მხოლოდ, ავიაგადამზიდავმა ვერ მოიძია ჯავშნის შესახებ ინფორმაცია თავის ინფორმაციულ სისტემაში, მაგრამ გაააქტიურა ბილეთი სერვისის მომწოდებლის სისტემაში, ავიაგადამზიდავმა შეცდომით მიანიშნა თავისუფალი ადგილების რაოდენობა ან გადაზიდვის პირობები და ა.შ.
6.4. სერვისის მომწოდებელი არ არის პასუხისმგებელი მგზავრის ბარგის დაზიანებაზე, ბარგის გაცემის დაგვიანებაზე ან დაკარგვაზე, რეისის გაუქმებაზე, რეისის ფრენის დროსა და თარიღის ცვლილებაზე და სხვა საკითხებზე, რომლებიც შედის ავიაგადამზიდავის კომპეტენციაში და წარმოადგენს მის პასუხისმგებლობას. ავიაგადამზიდავსა და მგზავრს შორის ურთიერთობა წარმოადგენს დამოუკიდებელ ურთიერთობას.
6.5. სერვისის მომწოდებელი ვალდებულია მოახდინოს მომხმარებლის ელექტრონული ინფორმირება, მომხმარებლის მიერ მიწოდებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ავიაგადამზიდავის ფრენის განრიგში მომხდარი ცვლილებების შესახებ;
6.6. სერვისის მომწოდებელი არ არის პასუხისმგებელი იმ შემთხვევებზე, როდესაც ტექნიკური მიზეზებისა თუ დროებითი ხარვეზის გამო, მომხმარებელმა ვერ შეძლო ჯავშნის გაკეთება (დაჯავშნის პროცესის დასრულება) ან ბილეთის აქტივაციის ფაქტის დამოწმება.
6.7. სერვისის მომწოდებელი უფლებამოსილია, შეცვალოს ან/და შეავსოს წინამდებარე წესები თავისი შეხედულებების შესაბამისად და მინიმუმ უზრუნველყოს აღნიშნულის ვებ-გვერდზე/მომხმარებლის გვერდზე გამოქვეყნება. ცვლილებები და/ან დამატებები ძალაშია მათი გასაჯაროების დღიდან და სავალდებულოა შესასრულებლად.

7. საიტზე Fly.ge შეძენილი ბილეთის გადაცვლის და გაუქმების პირობები

7.1. საიტზე Fly.ge შეძენილი ავიაბილეთის გადაცვლის ან გაუქმების პირობები დამოკიდებულია იმ ავიაკომპანიის წესებზე, რომლის ბილეთიც შეიძინეთ და განსხვავდება,თითოეული ავიაკომპანიის შემთხვევაში.ბილეთის გადაცვლის ან გაუქმების საჭიროებისას წინასწარ დაუკავშირდით FLY.GE-ის დახმარების ჯგუფს ჩატში ან საიტის გვერდზე მითითებულ ნომერზე.
შენიშვნა: გაითვალისწინეთ რომ თანხის დაბრუნება უნდა შეუთანხმდეს ავიაკომპანიას და შეიძლება გაგრძელდეს 3 თვე.გახსოვდეთ რომ თქვენი ბილეთი გაუქმდება მას შემდეგ რაც დაეთანხმებით გაუქმების პირობებს და მომსახურების საკომისიოს გადახდას(ასეთის არსებობის შემთხვევაში)
ავიაბილეთის მოთხოვნის შეტანისას თქვენ დაგიბრუნდებათ თანხა თქვენს მიერ ამ თანხის დადასტურების შემდეგ და ავიაკომპანიის გადაწყვეტილების შესაბამისად.
თუ ავიაკომპანია არ დაადასტურებს ჯარიმების გარეშე დაბრუნების შესაძლებლობას, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ დაბრუნება სატარიფო წესების მიხედვით.
7.2. თანხის დაბრუნების მომსახურების საფასური და გადახდის საკომისიოები არ ბრუნდება დაბრუნების თანხა გამოითვლება მგზავრის მიერ თანხის დაბრუნების მოთხოვნის დღეს დადგენილი კურსით
შენიშვნა: გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ თანხის დაბრუნებისთვის წარდგენილი საბუთების მიმართ მოთხოვნებს ადგენენ ავიაკომპანიები, ხოლო სააგენტო არის მხოლოდ შუამავალი მგზავრსა და ავიაკომპანიას შორის. ამგვარად, ავიაკომპანიის ნებისმიერ მოთხოვნას თქვენ შეგატყობინებთ ჩვენი კლიენტთა მომსახურების სამსახური.
ბილეთისთვის გადახდილი თანხის დაბრუნებისთვის შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი დოკუმენტები: რეისის გაუქმება ან 3+ საათი ფრენის გადადება: თანხის დაბრუნების მოთხოვნასთან ერთად, რეისის გადადების / გაუქმების ოფიციალური დადასტურებაა საჭირო; შეგიძლიათ მიიღოთ ავიაკომპანიის წარმომადგენლისაგან აეროპორტში;
7.3. მგზავრის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა / სიკვდილი, რომელსაც უნდა ემოგზაურა მგზავრთან ერთად: ამ შემთხვევაში აპლიკაციას უნდა დაურთოთ სამედიცინო / გარდაცვალების მოწმობა*, დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ოჯახურ კავშირს მგზავრებს შორის; ადგილზე არ გამოცხადება ან ფრენაზე დაგვიანება (თუ ადგილები უკვე არ გააუქმა ავიაკომპანიამ ან FLY.GE-ის აგენტმა მგზავრის მოთხოვნით გამგზავრებამდე): მგზავრის არგამოცხადების ან დაგვიანების ფაქტი უნდა მიეთითოს თანხის დაბრუნების მიზეზად .
კოვიდ ინფიცირების შემთხვევაში კოვიდ დადებითის დამადასტურებელი დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან ქართულ და ინგლისურ ენაზე.

8. დამატებითი დებულებები

7.1. ვებ-გვერდით სარგებლობისას მომხმარებელი იხდის მომსახურების ღირებულებას იმ მეთოდების გამოყენებით, რომლებიც მითითებულია სერვისის მომწოდებლის მიერ.
7.2. ვებ-გვერდზე სერვისების ღირებულების ანაზღაურების საშუალებებია:
7.2.1. საბანკო ბარათი - ფიზიკური პირის შემთხვევაში;.
7.2.2. საბანკო ბარათი და საბანკო გადარიცხა - იურიდიული პირის შემთხვევაში.
7.3. გადახდა ჩაითვლება შესრულებულად მხოლოდ მას შემდეგ, რაც თანხა აისახება სერვისის მომწოდებლის სისტემაში.
7.4. სერვისის მომწოდებელს აქვს უფლება განახორციელოს შემომავალი გადახდების მონიტორინგი და იმ შემთხვევაში თუ გაჩნდა ეჭვი იმისა, რომ ადგილი აქვს თაღლითურ ქმედებას, უარი თქვას მომხმარებლისათვის სერვისის მიწოდებაზე და მიმართოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს
7.5. ბილეთის შეძენისას გაიცემა შესყიდვის დამადასტურებელი საბუთი მომწოდებლის მიერ.
7.6.სერვისის მომწოდებლისთვის გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.

9. სერვისის მომწოდებლის პასუხისმგებლობა

8.1. სერვისის მომწოდებელი პასუხს არ აგებს მომხარებლის მიერ წესების დარღვევასა და უგულვებელყოფაზე და მისით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე.
8.2. სერვისის მომწოდებელი პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ არაზუსტი, არასწორი ინფორმაციის მოწოდებასა და მისით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე.
8.3. სერვისის მომწოდებელი პასუხს არ აგებს მომხარებლის მიერ წესების უგულვებელყოფის შედეგად, მესამე პირების მიერ მომხარებლის მონაცემების მოპოვებასა და მისით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე.
8.4. სერვისის მომწოდებელი და მომხმარებელი თანხმდებიან, რომ ყველა პრეტენზია ავიაგადამზიდავის შეთავაზებასა თუ პირობებზე წარედგინება ავიაგადამზიდავს. მომხარებელი აცხადებს, რომ მისთვის მკაფიოდ და ცალსახად არის ცნობილი, რომ სერვისის მომწოდებელი ავიაგადამზიდავის მიერ მომსახურების შესრულებასა და მის ხარისხზე პასუხისმგებელი არ არის.

10. ფორს-მაჟორი

9.1. სერვისის მომწოდებელი არ არის პასუხისმგებელი რაიმე სახის დანაკარგზე, რომელიც გამოწვეულია ფორს-მაჟორული გარემოებით, მათ შორის და არა მხოლოდ, ბუნებრივი კატაკლიზმებით, საომარი მოქმედებებით, გაფიცვებით და მსგავსი გარემოებებით დანიშნულების ადგილას ან მის გვერდით, სერვისის მომწოდებლის მიერ არაკონტროლირებად გარემოში.
9.2. სერვისის მომწოდებელი მოქმედებს იმ წესებსა და გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით, რომლებიც შემუშავებულია კონკრეტული ავიაგადამზიდავის მიერ ფორს-მაჟორული სიტუაციებისათვის.

11. დასკვნითი დებულებები

10.1. წინამდებარე წესებზე დაყრდნობით, იმ შემთხვევაში თუ მგზავრი განაცხადებს პრეტენზიას სერვისის მომწოდებლის მიმართ შეთავაზებული სერვისების არაჯეროვნად შესრულებისათვის, მგზავრის პრეტენზია დაუყოვნებლივ გადაეცემა სერვისის მომწოდებლის საპრეტენზიო სამსახურს, რომელიც ვალდებულია, საჩივრის მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში მოამზადოს წერილობითი პასუხი (თუ სხვა პირობები არ იქნა წინასწარ განსაზღვრული).
10.2. მხარეთა შორის წარმოშობილი დავა წყდება ურთიერთშეთანხმებით, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას განიხილავს სასამართლო, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დავის განხილვის ადგილია ქალაქი თბილისი, გამოსაყენებელი სამართალია - საქართველოს კანონმდებლობა.
10.3. ინფორმაცია ნებისმიერი პრობლემისა და კრიტიკული სიტუაციის შესახებ, დაკავშირებული, ბილეთთან, მგზავრების გადაყვანასთან, მიეწოდება ავიაგადამზიდავს.