London-Fly.ge
+1

25 შთამბეჭდავი ობიექტი ანა გვალიას ბრიტანული გასტროთავგადასავლიდან

ბრიტანული გასტროთავგადასავალი

 

პირველად ლონდონში 2003 წელს ოჯახთან ერთად ჩამოვედი. მახსოვს ჰაიდ პარკში ციყვები, ფოტოსესია კენსინგტონის სასახლესთან უმცროს დასთან ერთად, სხვადასხვა ფერის ერთნაირი სამოსით. სამეფო ოჯახის მემორიალები – ჩემი რჩეული პრინც ვილიამი იყო.

 

ათი წლის შემდეგ, ლონდონის ეკონომიკის სკოლაში ზაფხულის კურსებზე ჩამოვედი ბოსტონიდან, ჩემს დასთან ერთად – ახლა უკვე ნამდვილად სხვადასხვა ფერის, სხვადასხვა სამოსით. და სტუდენტური ზაფხული გავატარე.

 

დღეს, პირველი ვიზიტიდან 20 წლის შემდეგ (ახლა ვხვდები რამდენი დრო გავიდა), მასტერის პროგრამების შესასწავლად გაზაფხულს ლონდონში ვატარებ.

London-Fly.ge

დღეებს საუზმით, სადილით და ვახშმით ვიხალისებ. ძველ და ახალ მეგობრებს ვხვდები. სექტემბრისთვის ვემზადები. ჩემი პირადი ინსტაგრამით @agvalia ბევრი ჩემი უცნობი და ნაცნობი მეგობარი “შევაწუხე” რელიგიურად ყველა ჩემი გასტროთავგადასავალის გამოფენით. ბევრმა მთხოვა სია გამეზიარებინა, ჰოდა შევქმენი ახალი ინსტაგრამი @hmappetite  (Her Majesty Appetite – მისი  უდიდებულესობა აპეტიტი) გიზიარებთ ჩემს მასტერ სიას – ნაწილი პირველი.

  1. Hide (85 Piccadilly)მიშელინის ვარსკვლავის მფლობელი სამსართულიანი სივცრცე, უგემრიელესი კერძებით. მე ლანჩზე ვიყავი და ძალიან ვისიამოვნე. ბავშვებით ვიყავით და ძალიან კარგად მიგვიღეს.
  2. Langan’s Brasserie (Stratton Street)
    25 შთამბეჭდავი ობიექტი ანა გვალიას ბრიტანული გასტროთავგადასავლიდან 25 შთამბეჭდავი ობიექტი ანა გვალიას ბრიტანული გასტროთავგადასავლიდან 25 შთამბეჭდავი ობიექტი ანა გვალიას ბრიტანული გასტროთავგადასავლიდან
    განსაკუთრებულად დადებითი შთაბეჭდილება დატოვა ვახშმისას. ძალიან ტრენდული ადგილია. გემრიელი სტეიკებით, ღვინის–კოქტეილის მენიუთი და მყუდრო ბარით.
  3. The Foyer & Reading Room (Claridge’s Hotel)ლონდონის განუყოფელი ნაწილია. უგემრიელესი ფენქეიქები და ბენედიქტი. ერთ საღამოს დრინქებზეც მოვედი სასტუმროს ბარში და ნასიამოვნები დავრჩი არჩევანით და სერვისით
    claridges-foyer-Restaurant
  4. Mayfair 34 (34 Grosvenor Square)
    იდეალური ადგილი მეიფეარზე სეირნობისას ლანჩისთვის, გემრიელი სტეიკებით და დესერტებით
  5. The Wolseley (160 Piccadilly Street)
    ნამდვილი ლონდონური საუზმე. დიდებულ არტ დეკოს სტილის შენობაში.
  6. Sexy Fish (Berkeley Square House)
    მხიარული პარასკევი ვახშმის ადგილი. გემრიელი აზიური სამზარეულოთი და კოქტეილებით. თუ გასართობად მოდიხართ, ჩემი რეკომენდაცია იქნება 10-ის მერე დაჯავშნოთ მაგიდა.
  7. Daisy Green Collection (20 Seymour Street)
    ავსტრალიური ქეჟუალ საუზმის ადგილი, რომელსაც რამოდენიმე კაფე აქვს ლონდონში. გემრიელი ყავით და კარგი ჩაის არჩევანით.
    25 შთამბეჭდავი ობიექტი ანა გვალიას ბრიტანული გასტროთავგადასავლიდან
  8. Chiltern Firehouse (1 Chiltern Street)
    იდეალური ადგილი უცნობი ნაცნობების სანახავად. მე საუზმეც გავსინჯე, სადილიც და ვახშამიც – როდესაც სამეზობლოში იქნებით აუცილებლად დააგემოვნეთ.

    anagvalia-Fly.ge Chiltern-Firehouse-Fly.ge Chiltern-Firehouse-Fly.ge

  9. Bob Bob Richard (1 Upper James Street)
    რუსული კულტურით ინსპირირებული ადგილი სადაც სპეციალური ღილაკია რომლის დაჭერის შემდეგ შამპანიური მოაქვთ. სავახშმოდ პირველი სართული მიუთითეთ და მოემზადეთ სამეფო ვახშმისთვის.
  10. Lanesborough Afternoon tea (Hyde Park Corner)
    შუადღის ჩაის რიტუალი ბრიტანული კულტურის განუყოფელი ნაწილია. ის შეიქმნა მაშინ როდესაც დედოფალ ვიქტორიას ძალიან დიდი ხანი ელოდებოდნენ სტუმრები ვახშმისთვის. მე ბევრი სხვადასხვა ადგილი ვნახე და ლეინსბოროს სასტუმრო ავარჩიე ჰაიდ პარკთან. ასევე რეკომენდაციას გავუწევდი მანდარინ ორიენტალის და სკეტის შუადღის ჩაის.bacchanalia.co.uk
  11. Bacchanalia (1 Mount Street)
    უგემრიელესი ბერძნული სამზარეულო და მომხიბვლელი დეკორი. რეზერვაციის დროს მიუთითეთ პირველი სართული და არ დაგავიწყდეთ საპირფარეშოში სტუმრობა – ადგილზე მიხვდებით რასაც ვგულისხმობ.
  12. Gymkhana (42 Albemarle Street)
    ინდური სამზარეულოს მშვენიერი მაგალითი. მე ლანჩის მენიუ მივირთვი მეგობრებთან ერთად. განსაკუთრებით პილპილის ლიმონათით მოვიხიბლე.
  13. Nobu (Nobu Portman Square)
    ლონდონის ნობუ უფრო ქეჟუალ არის ვიდრე მალიბუს ნობუ მაგრამ თაფლითმოჭიქული “კოდი” (ვირთევზა) მაინც ძალიან გემრიელია.
  14. LPM (53-54 Brook’s Mews)
    ფრანგული რესტორანი – იდეალური რომანტიული შეხვედრებისთვის. განსაკუთრებით გემრიელად მახსენდება ტარტარი და ხახვის პური.
  15. Hovarda (24 Rupert Street)
    კიდევ ერთი ბერძნული რესტორანი, რომელიც ღამის საათებში კლუბად იქცევა. ვახშმის დროს სავსეა ახალგაზრდებით, რომლებიც გემრიელ კოქტეილებს მიირთმევენ.
  16. Roka (30 N Audley Street)
    ნობუს ნაკლებად ძვირი ბიძაშვილი, რომელიც მე დუბაიში გავსინჯე და შევიყვარე. ლონდონში ცენტრალურ ადგილზეა განთავსებული და გამოირჩევა განსაკუთრებით კარგი სერვისით.
  17. Scott’s (20 Mount Street)
    ხშირად ვერიდები აღმატებით ხარისხში საუბარს, მაგრამ ჩემი გამოცდილებით, სკოტსი საუკეთესო ზღვის პროდუქტების ადგილია ლონდონში.
  18. Trullo (300 St. Paul’s Road)
    პატარა კუსკუსა იტალიური რესტორანი გემრიელი პასტით და ხელმისაწვდომი ღვინის მენიუთი.
  19. Beast (3 Chapel Pl)
    სახელის შესაბამისად, ბისტი სერიოზული სტეიკების და ზღვის პროდუქტების არჩევანს გვპირდება. დიდი კომუნალური მაგიდები ნამდვილი ლხინის შთაბეჭდილებას ტოვებს. ნამდვილად თავგადასავალია.
  20. Cecconi’s (5A Burlington Gardens)
    ეს იტალიური რესტორნების ქსელი იმედგაცრუებულს არც ერთ კონტინენტზე არ დაგტოვებს. უგემრიელესი სტარტერები და დამახასიათებელი მწვანე დეკორი – არ ვიცი უკეთესი რა უნდა გინდოდეს წვიმიან შუადღეს.
  21. The Clove Club (Shoreditch Town Hall) 

    25 შთამბეჭდავი ობიექტი ანა გვალიას ბრიტანული გასტროთავგადასავლიდან 25 შთამბეჭდავი ობიექტი ანა გვალიას ბრიტანული გასტროთავგადასავლიდან 25 შთამბეჭდავი ობიექტი ანა გვალიას ბრიტანული გასტროთავგადასავლიდან 25 შთამბეჭდავი ობიექტი ანა გვალიას ბრიტანული გასტროთავგადასავლიდან  25 შთამბეჭდავი ობიექტი ანა გვალიას ბრიტანული გასტროთავგადასავლიდანთუ გასტრონომია სამყაროს შეცნობის ერთ-ერთი ხერხია, კლოვ კლაბში აუცილებლად ბევრ რამეს შეიცნობთ. მე შვიდ კერძიანი ვახშამი მივირთვი, თავისი ღვინის აკომპანიმენტით და საოცრად ნასიამოვნები დავრჩი.

  22. La Brasseria Milanese (42 Marylebone High Street)
    მარტივი ლანჩის ადგილი გემრიელი პასტით და მეგობრული სტაფით.
  23. Caviar Kaspia (1a Chesterfield Street)   anagvalia-Fly.ge
    პარიზის მოდის კვირეულის ნამდვილი ვარსკვლავი, ლონდონში როგორც საწევრო კლუბი ისე მუშაობს. უგემრიელესი პასტა ტრიუფელით და ხიზილალით აუცილებლად გასასინჯია. პირველ სართულზე პეწიანი – ბარია. ვახშამზე ადრე მისვლაც კარგი იდეაა .
  24.  Sketch (9 Conduit Street)
    ყველას ინსტაგრამზე ერთხელ მაინც მოხვედრია სკეჩი – იქნება ეს ვახშამი, შუადღის ჩაი თუ კვერცხის ფორმის საფირფარეშოები. ამ ჯერზე ბარში ვიყავი უგემრიელესი კოქტეილების გასასინჯად.
  25. Chotto Motto (13 Frith Street)
    გემრიელი აზიური სამზარეულო და საცეკვაო მუსიკა – იდეალური ადგილი სოჰოში პარასკევი საღამოს გასატარებლად.

 

ჩემი ბრიტანული გასტრო თავგადასავალი გრძელდება. მასტერ სიის მეორე ნაწილსაც მალე დაგაწევთ. მანამდე თუ რამე კითხვები გექნებათ კითხეთ @hmappetite-ს.

 

გაამოთ!