ნახეთ დეტალურად უცხო ქვეყნების საზღვრის კვეთის მოთხოვნები

0

“British Airways” ჰითროუს აეროპორტიდან, ფრენების შემცირებას განიხილავს

ბრიტანული ავიაკომპანია, “British Airways” ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან, ფრენების შემცირებას განიხილავს.

 

აღნიშნული განცხადება, ავიაკომპანიის ადმინისტრაციამ, მას შემდეგ გააჟღერა, რაც გაერთიანებული სამეფოს სამოქალაქო ავიაციის ორგანომ(CCA) განაცხადა, რომ აეროპორტს ავიაკომპანიებისთვის თითოეულ მგზავრზე საკომისიო გადასახადის გაზრდა, 70%-მდე შეუძლია და გამოაქვეყნა გეგმა, რომლის თანახმადაც საკომისიო დანამატი 19,60 ფუნტიდან, შესაძლოა 24,50-34,40 გაიზარდოს.

 

ავიაკომპანია “British Airways”-ის დამფუძნებელი ჰოლდინგის “IAG”-ში აცხადებენ, რომ ჰითროუს აეროპორტი უკვე მსოფლიოს ერთ-ერთი უძვირესი აეროპორტია და ეტაპობრივად უფრო და უფრო ძვირდება.

 

 

 

 

რეკომენდაცია – იაფი ავიაბილეთები

ბიუჯეტის ოპტიმიზაციისთვის, შეიძინეთ ავიაბილეთები ფრენამდე 6-8 კვირით ადრე

შეამოწმე და შეიძინე ავიაბილეთები აქ: თბილისი-ლონდონი | ლონდონი-თბილისი