0

დუბაი საჰაერო ტაქსების გაშვებას აპირებს

ელექტრო თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანია “Eve Holding” და აბუ-დაბიში დაფუძნებული “Falcon Aviation Services”-ი ერთობლივი პროექტის ფარგლებში, პირველი VTOL მფრინავი ტაქსის გაშვებას გეგმავენ.

კომპანიებმა ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერეს. 35 ცალი “VTOL” მინი-თვითმფრინავი დუბაიში, ხელოვნურ კუნძულ პალმ ჯუმეირაზე მდებარე სასტუმრო “Atlantis”-დან ფრენებს 2026 წელს დაიწყებენ.

„კონცეპტის გაშვება სრულად შეესაბამება “Smart Dubai Vision”-ს და დაეხმარება დუბაის, როგორც მდგრადი ურბანული საჰაერო ტრანსპორტის გლობალურ ლიდერად პოზიციონირებაში“, – განაცხადა “Falcon”-ის დირექტორმა რამანდიპ ობეროიმ. ანალიტიკოსები კი ამბობენ, რომ პროექტი რევოლუციური იქნება.

“Eve Holding” და “Falcon” ასევე ეძებენ პარტნიორებს სხვა ადგილობრივ ოპერატორებთან და ხელისუფლებასთან, რათა მხარი დაუჭირონ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ურბანული საჰაერო მოძრაობის ეკოსისტემის განვითარებას.