აბ

ბათუმიდან 94 კმ-ში, "რიზე-ართვინის" ზღვაში აშენებული აეროპორტი გაიხსნა

14 მაისს თურქეთში, ბათუმიდან 94 კმ-ში, რიზე-ართვინის ზღვაში აშენებული აეროპორტი გაიხსნა. „ეს პროექტი, რომელსაც მე მივიჩნევ გასული 20 წლის განმავლობაში თურქეთის პროგრესის სიმბოლოს, განსაკუთრებით საჰაერო ტრანსპორტის მიმართულებით, ასევე არის იმის ნიშანი, რომ ვერც ზღვები და ვერც მთები ვერ დაუდგება ჩვენს მონდომებას ქვეყნის მსახურებაში“, – განაცხადა ერდოღანმა, რომელიც აეროპორტის გახსნის ცერემონიალზე იმყოფებოდა. პრეზიდენტი ამატად აღნიშნავს, რომ მსოფლიოში ზღვაზე გაშენებული ხუთი აეროპორტიდან, ორი თურქეთშია.   აერპორტისკენ, პირველი ფრენა, თურქული ავიაკომპანია "Turkis Airline"-სის სამგზავრო თვითმფრინავმა, სტამბოლის აეროპორტიდან შეასრულა. TK 2538 სტამბოლის აეროპორტიდან, 14 მაისის 08:30 საათზე აფრინდა და რიზე-ართვინის აეროპორტში 10:35 საათზე დაჯდა.     რიზე-ართვინის აეროპორტს, 3 ათასი მეტრი სიგრძის და 45 მეტრი სიგანის ასაფრენი ბილიკი აქვს. ასაფრენი ბილიკის და აეროპორტის ინფრასტრუქტურის ასაშენებლად, მშენებლებმა შავი ზღვისი ნაწილი ამოავსეს.

მსგავსი და რელევანტური სტატიები

რჩევები
მგზავრობა მხოლოდ 25%-იანი დეპოზიტით FLY.ge-ზე!
Turkish Airlines-ის მინი ჯგუფების ექსკლუზიური შეთავაზება – დააფიქსირე ფასები წინასწარ, გადადი იაფად და იმოგზაურე 20+ მიმართულებით მეგობრებთან ერთად!
რჩევები
რჩევები
მოგზაურის ბლოგი: მაკუნა შულაიას პარიზი
მაკუნა შულაია, პარიზში შემოდგომის მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს და იმ აქტივობებსა და ადგილებზე გვიყვება, რომლებიც პარიზის გეოგრაფიულ თუ კულტურულ სახეს, ხელისგულზე გადაგიშლით.
რჩევები
ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია - ზაფხულის პორტო და ლისაბონი
ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია - ზაფხულის პორტო და ლისაბონი