
თბილისი-ოდესა - დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია "Bees Airline" ახალ მიმართულებას ამატებს
უკრაინული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია "Bees Airline" 22 ოქტომბრიდან, კვირაში ერთი სიხშირით ოდესა-თბილისი-ოდესა, რეგულარულ ავიარეისებს განახორციელებს.
"Bees Airline" საქართველოს ავიაბაზარზე, 2021 წლის გაზაფხულზე შემოვიდა. ამ დრომდე ავიაკომპანია, რეგულარულ ავიარეისებს, კიევიდან და ხერსონიდან ახორციელებდა. მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ "სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ" ავიაკომპანიას, ახალი მიმართულებით ოპერირების უფლება უკვე მიანიჭა.
“უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ტურისტული სამიზნე ბაზარია, საიდანაც ყოველწლიურად ვიზიტორთა მზარდი დინამიკა გვაქვს. 2021 წლის მონაცემებით, უკრაინა ტოპ-სამულშია საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მხრივ. "Bees Airline"-ის გადაწყვეტილება დადებითად აისახება საქართველოს ტურისტულ სექტორზე, როგორც ტრადიციულ ტურისტულ ადგილებზე, ასევე ახალ მიმართულებებზეც,” – განაცხადა, ეკონიმიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.
იაფი ავიაბილეთები უკრაინისკენ:
თბილისი-ოდესა
თბილისი-კიევი
მსგავსი და რელევანტური სტატიები

რჩევები
მგზავრობა მხოლოდ 25%-იანი დეპოზიტით FLY.ge-ზე!
Turkish Airlines-ის მინი ჯგუფების ექსკლუზიური შეთავაზება – დააფიქსირე ფასები წინასწარ, გადადი იაფად და იმოგზაურე 20+ მიმართულებით მეგობრებთან ერთად!
რჩევები

რჩევები
მოგზაურის ბლოგი: მაკუნა შულაიას პარიზი
მაკუნა შულაია, პარიზში შემოდგომის მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს და იმ აქტივობებსა და ადგილებზე გვიყვება, რომლებიც პარიზის გეოგრაფიულ თუ კულტურულ სახეს, ხელისგულზე გადაგიშლით.
რჩევები

ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია - ზაფხულის პორტო და ლისაბონი
ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია - ზაფხულის პორტო და ლისაბონი