მარიამ ქვრივიშვილი ბრიტანეთთან პირდაპირ ფრენებზე საუბრობს
0

მარიამ ქვრივიშვილი ბრიტანეთთან პირდაპირ ფრენებზე საუბრობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა პარლამენტში განაცხადა, რომ ბრიტანეთთან პირდაპირი რეისების შესრულებაზე ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მინისტრის განცხადებით, მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია თუმცა ვითარებიდან გამომდინარე რთულდება რასაც საქართველოდან ბრიტანეთის მიმართულებით არასაკმარისი მგზავრთა ნაკადი განაპირობებს.

„ბრიტანეთი კვლავ არის იმ ქვეყნებს შორის, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ ვიზა. ასევე, საკმაოდ დიდ გზას გავდივართ იმისთვის, რომ დავარწმუნოთ ადგილობრივი ავიაკომპანიები, შეასრულონ ფრენები საქართველოში. ეს გზა გაგვიგრძელდა იქიდან გამომდინარე, რომ მსჯელობა მიდის, რამდენად იქნება საქართველოდან საკმარისი ნაკადები. ვიზის მოსაკრებელი არც თუ ისე მცირე თანხაა და რა თქმა უნდა, ჩვენ დაგვეხმარება ეკონომიკის სამინისტრო იმისთვის, რომ დაჩქარდეს ეს პროცესი, რადგან ყველა ავიაკომპანიას, რომელი მიმართულებიდანაც არ უნდა ოპერირებდეს, კომერციული, მდგრადობისთვის თვლიან და განიხილავენ მგზავრთნაკადის საკითხს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

Fly.ge – იაფი ავიაბილეთები მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით