ნახეთ დეტალურად უცხო ქვეყნების საზღვრის კვეთის მოთხოვნები

+3

როგორ ვიმოგზაუროთ შვეიცარიაში თითქმის უფასოდ?

შვეიცარიაში მოგზაურობისას, საკუთარი თავისთვის ბევრჯერ მოგიწევთ იმის შეხსენება, რომ ეს რეალობაა დ თქვენ ზღაპრულ სიზმარში არ ხართ. თუმცა გასაოცარი ბუნების და სილამაზის გარდა, ყველასთვის ცნობილია, რომ შვეიცარია, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ქვეყანაა. ამის ფონზე, ალბათ ძალიან გაგიკვირდებათ, როცა გეტყვით, რომ შვეიცარიაში ბიუჯეტურად მოგზაურობაც შესაძლებელია და მეტიც – შეიძლება ამ ქვეყანაში იცხოვროთ უფასოდ, იმგზავროთ უფასოდ და ა.შ.

კარგად გაეცანით ჩვენს ბლოგს. გაითვალისწინეთ ქვემოთ მოცემული რამდენიმე რჩევა და თამამად დაგეგმეთ შთამბეჭდავი მოგზაურობა: ჩაალაგეთ ბარგი, შეიძინეთ იაფი ავიაბილეთი და გაემგზავრეთ თქვენთვის საოცნებო ქვეყანაში.

 

საცხოვრებელი შვეიცარიაში

ალბათ ბევრჯერ წარმოგიდგენიათ, თუ როგორი შეიძლება იყოს, თქვენი საცხოვრებელი ადგილი შვეიცარიაში მოგზაურობისას – ალპების შუაგულში, მდიდრული აპარტამენტი და აგიზგიზებული ბუხარი. კარგად ჟღერს არა? დაივიწყეთ! ამ წარმოსახვას თქვენი  ბიუჯეტური მოგზაურობის განადგურება შეუძლია. შვეიცარიაში სასტუმროები და ჰოსტელები ძალიან ძვირია. ყველაზე იაფ ჰოსტელში ღამის გათევა, ერთ პერსონაზე 40 დოლარი ღირს, ხოლო ყველაზე იაფი სასტუმრო 230 დოლარია.

მაგრამ ჩვენ თქვენთვის ძალიან საინტერესო, სამი შეთავაზება გვაქვს:

  1. რამდენად გასაოცარიც არ უნდა იყოს, თქვენ შეგიძლიათ უფასოდ იცხოვროთ შვეიცარიაში.

პოპულარულ პლატფორმაზე „trustedhousesitters.com“, აღმოაჩენთ უამრავ შეთავაზებას, როდესაც შვეიცარიელები საკუთარ საცხოვრებელს სრულიად უსასყიდლოდ გთავაზობენ, სახლში დარჩენილ შინაურ ცხოველებზე ზრუნვის სანაცვლოდ. ბევრ მეპატრონეს, დროებით ქალაქიდან გასვლის შემთხვევაში, საერთოდ არ სურს, თავისი შინაური ცხოველი, საცხოვრებელ გარემოს მოსწყვიტოს და ცხოველთა სასტუმროში განათავსოს.

  1. თუ ამ ტიპის შეთავაზება თქვენთვის მისაღები არ არის, შედარებით დაბალბიუჯეტური საცხოვრებლის მოძებნა Airbnb-ზე შეგიძლიათ.
  2. თუ შვეიცარიის საზღვართან ახლოს იმყოფებით, შეგიძლიათ საცხოვრებელი მეზობელ ქვეყანაში დაჯავშნოთ და ძალიან დიდი დანაზოგი გააკეთოთ.

 

კვება შვეიცარიაში მოგზაურობისას

ისევე, როგორც თითქმის ყველაფერი აქ, შვეიცარიაში რესტორნებიც ძალიან ძვირი სიამოვნებაა(მაგ. ყველაზე იაფი პასტა, 30 დოლარი; ბურგერი 6 დოლარი და ა.შ.). ყველაზე კარგი გამოსავალი, საკვები პროდუქტების სუპერმარკეტში შეძენა და საჭმლის სახლში მომზადებაა.

იმ შემთხვევაში კი, თუ გარეთ მირთმევა თქვენთვის უფრო სასურველია, შედარებით ბიუჯეტურად, უცხო ქვეყნების სამზარეულოს დაგემოვნება შეგიძლიათ – ეწვიეთ ინდურ, ლიბანურ, ჩინურ და სხვ. რესტორნებს.

 

სასმელი შვეიცარიაში მოგზაურობისას

რაოდენ მომხიბვლელიც არ უნდა იყოს, შვეიცარიის ღამის ცხოვრება, თუ ბიუჯეტური მოგზაურობა გაქვთ დაგეგმილი, უმჯობესია ამ ტიპის გართობისგან თავი შეიკავოთ. გამაგრილებელი და ალკოჰოლური სასმლის შეძენა, სუპერმარკეტებში გაცილებით იაფად შეგიძლიათ. გაითვალისწინეთ, რომ ქვეყანაში საკმაოდ ძვირი ღირს ჩამოსხმული წყალიც. თან იქონიეთ ბოთლი ან მათარა, რომლის შევსებასაც ნებისმიერ ქუჩაზე განთავსებული, სასმელი წყლის შადრევნებიდან შეძლებთ, რომელიც გაცილებით გემრიელია, ვიდრე ჩამოსხმული წყალი დახლიდან.

 

საუკეთესო დრო, შვეიცარიაში მოგზაურობისას

ბიუჯეტური მოგზაურობის დასაგეგმად საუკეთესო პერიოდია აპრილიდან ივნისამდე და სექტემბრიდან ოქტომბრამდე. სხვა თვეებში შვეიცარიაში, ტურისტული სეზონი დუღს და ფასებიც შესაბამისად მაღალია.

 

ისარგებლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით

შვეიცარიას  საზოგადოებრივი ტრანსპორტის საოცარი და უსაფრთხო  სისტემა აქვს,  ზოგიერთ ქალაქში კი – უფასოც. შეამოწმეთ „Google”-ში, გთავაზობთ თუ არა თქვენი მასპინძელი ქალაქი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებას უსასყიდლოდ. ყოველ შემთხვევაში, ის გაცილებით იაფია, ვიდრე ტაქსი.

 

დაუთმეთ დრო ფეხით სიარულსა და ლაშქრობას

შვეიცარია ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა, რომელიც მის აღმოჩენას ფეხით სეირნობის და ლაშქრობით მოგანდომებთ. გარდა ქვეყნის შთამბეჭდავი პეიზაჟებით ტკბობისა, გადაადგილების ეს ფორმა ფინანსებსაც დაგიზოგავთ.

 

იმოგზაურეთ შვეიცარიაში მატარებლით

თუ თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ, იმოგზაუროთ არა ერთ, არამედ რამდენიმე ქალაქში, ქვეყნის შიგნით გადაადგილების საუკეთესო საშუალება მატარებელია. მინდა მოგიყვეთ ერთი ძალიან კარგი შესაძლებლობის შესახებ.

„Eurail Pass”-ის დახმარებით, ევროკავშირის 31 ქვეყანაში მატარებლით გადაადგილება, ერთჯერადად შეძენილი „ბილეთით“ შეგიძლიათ, რომელიც მნიშვნელოვნად დაზოგავს თქვენს დროს და ბიუჯეტსაც – მგზავრებს 27 წლის ასაკიდან, შეუძლიათ მუდმივად განახლებადი ფასდაკლების სისტემებით სარგებლობა.

 

შეიძინეთ იაფი ავიაბილეთი

უახლოესი ინფორმაციით, შვეიცარიის საზღვრის კვეთა, საქართველოს მოქალაქეებს უკვე კოვიდ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტითაც შეუძლიათ. თუ თქვენ გადაწყვეტთ, ამ გასაოცარ ქვეყანაში მოგზაურობას, ავიაბილეთის შეძენას 6-8 კვირით ადრე გირჩევთ.

ჩვენს პლატფორმაზე, შვეიცარიის სამი ქალაქისკენ , ავიაბლეთები განსაკუთრებულ ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ:

თბილისი-ჟენევა – 378 ლარიდან

თბილისი-ციურიხი – 457 ლარიდან

თბილისი-ბაზელი – 559 ლარიდან