0

რა უნდა გაითვალისწინოთ თუ აბუ-დაბიში მოგზაურობა გაქვთ გადაწყვეტილი

დაგეგმე შენი დაუვიწყარი მოგზაურობა აბუ-დაბიში, Fly.ge-სთან ერთად



არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი აბუ-დაბი, მოსახლეობის მხრივ სპარსეთის ყურეში მეორე უდიდესი ქალაქია. ის მოგზაურებისთვის ყოველთვის ასოცირდებოდა ადგილთან, სადაც ტურისტული ლოკაციები და მრავალფეროვანი თავგადასავლების პერსპექტივა, საკმაოდ დიდია.


დღევანდელ ბლოგში მოგიყვებით, რამდენიმე ისეთ ტურისტულ ლოკაციაზე, როგორიცა კასრ ალ ვატინის სასახლე, თავისი არქიტექტურით და თანამედროვე ელფერებით; შეიხ ზაიდის დიდი მეჩეთი და აბუ-დაბის კულტურული გულისცემა – მუზეუმი ლუვრი; გიამბობთ კაიაკის ტურზე, აბუ-დაბის დასავლეთ სანაპიროზე; წყლის კრუიზზე, უდაბნოს დიუნებსა და სერ ბანი იას ნაკრძალზე.


გაგიზიარებთ რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას და რეკომენდაციას, რათა მაქსიმალურად ჩაეფლოთ ქალაქის ღირშესანიშაობებსა და კულტურაში, გაითვალისწინოთ ადგილობრივი ადათ-წესები და მიიღოთ განსაკუთრებული გამოცდილება, დაუვიწყარ მოგონებებთან ერთად.

ქასრ ალ ვატანი (Qasr Al Watan) – აბუ დაბი

მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზეს სასახლე ქასრ ალ ვატინიში, საგანმანათლებლო და ინსპირაციული ტურის მოწყობა შეგიძლიათ და არაბეთის ტრადიციული და ბრწყინვალე არქიტექტურის უკეთ გაცნობა. უფრო ღრმად შეძლებთ რეგიონის მხატვრული მემკვიდრეობის შეფასებას, როდესაც იხილავთ მდიდრულ დერეფნებს, სასახლის დიდ დარბაზს და მის ცენტრალურ გუმბათს, სასახლის ორნამენტებსა და მოზაიკურ ნამუშევრებს. სასახლეში თქვენს მზერას ვერ გამოეპარება უზარმაზარი ბიბლიოთეკა, სადაც არაბული მეცნიერების მასშტაბებს გაეცნობით. 


ქასრ ალ ვატინში ადგილობრივი გაერთიანებული საემიროების მმართვე3ლთა კაბინეტები და ფედერალური უმაღლესი საბჭოს შეხვედრების დარბაზები მდებარეობს.


ქასრ ალ ვატინის სასახლე შესანიშნავი ადგილია სამახსოვრო სურათების გადასაღებად. გირჩევთ, არ გამოტოვოთ, საღამოს 7 საათზე გამართული თვალწარმტაცი განათებების შოუ, რომლის ფონზეც სასახლე განსაკუთრებით დიდებულია.

 

 


შეიხ ზაიდის დიდი მეჩეთი (Sheikh Zayed)

თეთრ მარმარილოში შემოსილი, ულამაზესი შეიხ ზაიდის დიდი მეჩეთი, აბუ-დაბის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირშესანიშნაობაა.
მეჩეთი აერთიანებს მამელუკის, ოსმალეთისა და ფატიმიდური დიზაინის ელემენტებს, რომელიც ქმნის ჰარმონიულობას თანამედროვეობასთან. ინტერიერი შედგება მინის ნაკეთობების და რთული ჩუქურთმებისას. სასახლის მშენებლობა ოცი წელი გრძელდებოდა.

მნიშვნელობა არ აქვს თქვენს რელიგიას და რწმენას, შესაძლებლობა გექნებათ, მოინახულოთ მეჩეთის ყველა უბანი, მათ შორის ბიბლიოთეკაც. ადგილზე ასევე შესაძლებლობა გექნებათ შეურთდეთ უფასო ტურებსაც.

 



 

აბუ-დაბის ლუვრი (Louvre of Abu Dhabi)

ახლო აღმოსავლეთის ყველაზე საოცარი მუზეუმი, ლუვრი აბუ-დაბი ასახავს კაცობრიობის მხატვრული მიღწევების მთელ ისტორიას, ნეოლითიდან დღემდე.
მუზეუმში გამოფენილია ხელოვნების სიმდიდრე და მრავალფეროვნება დაწყებული ძველი ეგვიპტური ქანდაკებებიდან, დამთავრებული პიკასოს ცნობილ ნახატებამდე. მუდმივ კოლეციებთან ერთად, მუზეუმი დროებით სამუზეუმო ექსპონანტებსაც მასპინძლობს.

თქვენს თვალს არ გამორჩება მუზეუმის თანამედროვე არქიტექტურა თავისი გალერეებით, რომლებიც ვერცხლის უზარმაზარი გუმბათის ქვეშაა თავმოყრილი.

კაიაკის ტური

აბუ-დაბიში საშუალება გექნებათ, შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი კაიაკის ტური, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დონის გამოცდილების მქონეთათვის და ასაკისთვისაც.

 

 

გირჩევთ, მზის ჩასვლამდე გაემგზავროთ მანგროს ტყეებისკენ, რომელებიც ჯერ კიდევ აკრავს კუნძულბეს და შექმენით დაუვიწყარი თავგადასავლები.


აიღეთ ასევე ეკო-ტური და შეისწავლეთ მანგროვის მნიშვნელოვანი ეკოლოგია.

დასავლეთ სანაპირო (Saadiyat Beach)

მოგზაურობის პერიოდში აუცილებლად გაემგზავრეთ აბუ-დაბის დასავლეთ სანაპიროსკენ, სადაც თეთრი ქვიშის პლაჟი, მოსასვენებელი ჰამაკები, კაფეები და ოქროსფერი მზე თქვენი დაუვიწყარი მოგონებების შესაქმნელადაა.
დასავლეთ სანაპიროზე, დამატებითი თავგადასავლებისთვის და დღის სასიამოვნოდ გასატარებლად, შესაძლებლობა გექნებათ იქირაოთ კაიაკიც.

 



წყლის ტური

სხვადასხვა ბიუჯეტის ფარგლებში, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი წყალზე გასვლითი ტური და იხილეთ აბუ-დაბის ბრჭყვიალა ცათამბჯენები შორი მანძილიდან, რომელიც ტურისტებს, განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს, მზის ჩასვლის პერიოდში უქმნის.

 



მოგზაურობა უდაბნოს დიუნებში

ყველაზე მღელვარე ერთდღიანი მოგზაურობა ან ღამისთევა ქალაქ აბუ-დაბიდან სამხრეთით უდაბნოს დიუნებისკენ, ლივა ოაზისისკენ ან ალ-ხატიმისაკენ გელოდებათ.
მოინახულეთ მსოფლიოში ყველაზე დიდი ქვიშის დიუნები, მოიწყვეთ აქლემებით ლაშქრობა და ღამით უყურეთ ვარსკვლავებით მოჭედილ ზღაპრულ ცას.

 

 

თუ დროში შეზღუდული ხართ, აიღეთ საამიროს უდაბნოში 6 საათიანი ტური მაღალი გამავლობის ავტომობილით. ტურში ასევე შევა სადილი ბანაკში და მუცლის ცეკვის წარმოდგენა.
ბანაკში მისვლისას შესაძლებლობა გექნებათ, მიიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა უფასო აქტივობებშიც, შემდეგ კი დაბრუნდეთ თქვენს სასტუმროში, რომელიც ტურის მომსახურებაში შევა და არ მოიგიწევთ დამატებით თანხის გადახდა.

სერ ბანი იას ნაკრძალი

აბუ-დაბიდან სერ ბანი იას უზარმაზარ ნაკრძალში გაემგზავრეთ, სადაც საშუალება გექნებათ, მოინახულოთ გაერთიანებული საამიროების ველური ბუნება.
ძირძველი არაბეთის ველური ბუნებიდან კი შეხვდებით ცხოველებს, როგორიც არის გაზელები და გადაშენების პირას მყოფი არაბული ორიქსი. ასევე შემოყვანილი ჟირაფები და ლეოპარდები.
თუ ნაკრძალში ძვირადღირებულ ტურს აიღებთ, შესაძლებლობა გექნებათ, გაისეირნოთ მაღალი გამავლობის ავტომობილით, ასევე მიიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა აქტივობებში, როგორიც არის  ფეხით და ცხენით ლაშქრობა, მთის ველოსიპედებით გასეირნება და კაიაკი.

ჩაცმულობა აბუ-დაბიში

აბუ-დაბიში ადგილობრივი მოსახლეობა ტრადიციულ სამოსს ატარებს, მაგრამ თქვენ ამაზე ღელვა არ გჭირდებათ, რადგან იგივეს გაკეთებას არავინ მოგთხოვთ. მიუხედავად ამისა, მოკრძალებულად ჩაცმას ნამდვილად გირჩევთ, განსაკუთრებით კონსერვატიულ და საჯარო ადგილებში, როგორიცაა სავაჭრო ცენტრები და პარკები. ატარეთ თავისუფალი სტილის სამოსი, რომელიც დაგიფარავთ მხრებს და მუხლებს.
სასტუმროს აუზზე და პლაჟზე ჩაიცვით სპორტული სტილის საცურაო კოსტუმი.
მეჩეთის მონახულებისას კი გაითვალისწინეთ, რომ ქალებს მოეთხოვებათ აბაიას ტარება, რომელსაც ადგილზე ხშირად უფასოდ გადმოგცემენ.

ფოტოგრაფია

მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც საჯარო სივრცეშია, არ ნიშნავს, რომ მათი გადაღება და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნება შეგიძლიათ.
მოერიდეთ ისეთი სურათების გადაღებას, რაც უკავშირდება ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი ნებართვა არ გაქვთ, რადგან ადამიანებისთვის სურათების გადაღება მათი მკაფიო და პირდაპირი თანხმობის გარეშე განიხილება პირადი კომფიდენციალურობის დარღვევად და შესაბამისად შეურაწყოფადაც. ეს კი განსაკუთრებით ეხება ქალებს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ზოგადად ეხება ყველას.
ყურადღება მიაქციეთ ფოტოში ფონს, თუ უკანა პლანზე ადგილობრივი მოსახლება აღმოჩნდება, მათი იდენტიფიცირება არ უნდა მოხდეს.
ასევ გაითვალისწინეთ, სამთავრობო შენობების, სამხედრო ინფრასტუქუტურისა და თვითმფრინავების გადაღებაც აკრძალულია.




სასმელი

აბუ-დაბიში საჯაროდ დალევა აკრძალულია, თუმცა არის სასტუმროები, სადაც ალკოჰოლის მიღებას ლეგალურად შეძლებთ, მაგრამ ქალაქში იქამდე არ გამოხვიდეთ, სანამ სრულიად არ გამოფხიზლდებით, რომ თავიდან აიცილოთ შესაძლო ინტოქსიკაცია, რაც ასევე აკრძალულია.

სიყვარულის საჯარო გამოხატვა

ქალაქში შეხვდებით უმარავ ნიშანს, სიყვარულის საჯარო გამოხატვის აკრძალავის შინაარსით, რაც აბუ-დაბიში საზოგადოებრივი წესებისა და ზნეობის კანონია.
მიუხედავად იმისა, რომ დაქორწინებული წყვილებისთვის საჯაროდ ხელის ჩაჭიდება მისაღებია, კოცნა და ჩახუტება წესების შეურაცხყოფად ითველბა და შეიძლება პატიმრობაც გამოიწვიოს.


არაბეთის გაერთიანებული საამირეობიდან აბუ-დაბი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული ადგილია, თავისი ღირშესანიშნავი არქიტექტურით, ბუნებით, პლაჟებით, გასართობი ცნეტრებით, ბრწყინვალე უდაბნოს დიუნებით, კულტურითა და ტრადიციებით.