
13 სასარგებლო რჩევა წმინდა მიწაზე მოგზაური პილიგრიმებისთვის
ავიაბილეთების შეძენა ქართულად ონლაინ, შეგიძლიათ old.fly.ge-ზე

ისრაელში მოგზაურობა დროში ფრენას გავს. ამ მიწაზე ყველაფერს შეხვდებით.
ივლით და მოივლით ბიბლიურ ადგილებს. თქვენს წარმოსახვაში გაცოცხლდება ძველი და ახალი აღთქმა…
საკუთარ თავში აღმოაჩენთ რწმენას, ძალას და შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც სამუდამოდ დაიდებენ ბინას თქვენს გულში.
განსაკუთრებით დიდებულია წმინდა მიწის მოლოცვა აღდგომის დღესასწაულზე. ამ დროს, მთელი მსოფლიოდან ცდილობენ პილიგრიმები, თუ ტურისტები იქ მოხვედრას.
• ვნების კვირა წმინდა მიწაზე.

• ღვთისმშობლის საფლავი.

• წითელი პარასკევი- “ვია დოლოროსა გოლგოთა”.
იერუსალიმი 2 ნაწილად შეგვიძლია დავყოთ. წარმოიდგინეთ, ძველი და ახალი ქალაქი. ძველი იერუსალიმი გალავნით არის გამოყოფილი და მას რამდენიმე ჭიშკარი აქვს. პარასკევ დღეს პილიგრიმები “ვია დოლოროსა გოლგოთას” ანუ ტანჯვის გზას გადიან. გზას, რომელიც იესო ქრისტემ ჯვარცმამდე გაიარა. გადმოცემის თანახმად, ქრისტე რამდენიმე ადგილზე შეჩერდა. დღეს აქ 14 გაჩერებაა მონიშნული. ტრადიციულად, მსვლელობა ლომების ჭიშკრიდან იწყება ხოლმე. წითელ პარასკევს ბევრ მორწმუნეს სურს ამ გზის გავლა. დასაწყისში შეგხვდებათ სალოცავი და წარწერა, სადაც წერია რომ ამ სახლში დაიბადა მარიამ ღვთისმშიბელი ( birth place of virgin Mary”). შემდგეგ ნახავთ ადგილებს, სადაც იესოს განაჩენი გამოუტანეს, გაშოლტეს, ეკლის გვირგვინი დაადგეს.. აქ ყველა ბიბლიური ამბავი ცოცხლდება. ყველა ქვას და ქუჩას დიდი ისტორიული დატვირთვა აქვს. ვია- დოლოროსა გოლგოთა სრულდება უფლის აღდგომის ტაძრით. ამ დიდ ტაძარში მოქცეულია ჯვარცმისა და გარდამოხსნის ადგილები. ბოლოს კი ყველაზე მთავარი- უფლის საფლავი. ვერ გეტყვით და ვერ გადმოგცემთ საფლავთან მიახლების შეგრძნებას. თქვენი იქ ყოფნა შეიძლება სულ 5 წუთითაც არ გაგრძელდეს, მაგრამ უფლის საფლავთან შეხება ყველა ფიქრს ამოატრიალებს, იმ ქაოსშიც კი, თქვენ მხოლოდ საკუთარი გულის ხმა ჩაგესმებათ… როცა პირველად მოვხვდი ამ გზაზე, გაოცებას ვერ ვმალავდი. მლოცველების მსვლელობა, გალობა და ვაჭრებით სავსე არაბული ვიწრო ქუჩები. დიახ, ძველი იერუსალიმი გამოირჩევა არაბული სიჭრელით, სადაც ერთნაირი წარმატებით შეგიძლიათ შეიძინოთ ჯვარი, ხატი, ოქრო, ჩანთა, ტკბილეული თუ სამკაული. ჩემი უმთავრესი რჩევაა რომ იყოთ ფრთხილად პირად ნივთებთან. არაბებს ძალიან უყვართ ვაჭრობა. შეგძლიათ იქონიოთ დოლარი, შეკელი და ევროც.


• დიდი შაბათი და ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი.
ბევრი მორწმუნე ქრისტიანისთვის უმნიშვნელოვანესია ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი. ძირითადი ცერემონია იწყება 12 საათიდან. თუმცა, თუ ტაძარში მოხვედრა გსურთ ბევრად ადრე უნდა მიხვიდეთ. იაფოს ჭიშკრიდან ჯერ შედიან დელეგაციებია. გადმოცემის მიხედვით, ამ რიტუალს აუცილებლად უნდა დაესწრონ მართლმადიდებელი არაბები, რომლებიც ხმამაღლა, ყიჟინით ადიდებენ უფალს. ისინი სამჯერ შემოუვლიან კუვუკლიას(უფლის საფლავის სალოცავს). თუ თქვენ გსურთ ცეცხლის გარდამოსვლაზე ტაძარში ყოფნა, ამაზე წინასწარ უნდა იზრუნოთ. არსებობს ოფიციალური საშვები და სწორედ მათი საშუალებით შეგიძლიათ დაესწროთ ცერემონიას. პირადი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ რომ საშვის გარეშეც მოვხვედრილვარ. თუმცა, ეს არ არის უსაფრთხო საშუალება. ამ გზის გავლა ძალიან დამღლელია, მაგრამ რაც შაბათ დღეს ტაძარში ხდება, ნამდვილად დაგავიწყებთ ყველა დაღლასა და პრობლემას. სულ ბოლოს, უფლის საფლავთან მობრძანდება იერუსალიმის პატრიარქი. სპეციალური შემოწმების შემდეგ, ის შედის კუვუკლიაში და აღავლენს ლოცვას.


• პალესტინა.
ცნობილია რომ, ისრაელში, საზღვარზე შესვლისას უამრავი პროცედურა და დაკითხვა უნდა გაიაროთ. შეკითხვებს შორის ხშირად არის - აპირებთ თუ არა, პალესტინის ტერიტორიაზე გადასვლას. ეს კითხვა ფორმალურია მხოლოდ. თქვენ უნდა უთხრათ რომ არ აპირებთ. თუმცა, ყველა ტურისტულ მარშრუტში წერია პალესტინის სიწმინდეების მოლოცვა და თქვენ ნამდვილად მოხვდებით იქ. მე ჯგუფთან ერთად ვმოგზაურობ ისრაელში და კომპანიები თვითონ უზრუნველყოფენ პალესტინაში ჩვენს უსაფრთხოებას. ბეთლემი, საბაწმინდის სავანე, თეოდოსი დიდის ლავრა და სხვა დიდი სიწმინდეები, სწორედ პალესტინის მხარეს არის და თქვენ შეგიძლიათ ამ საოცარი ტაძრების მოლოცვა. ბეთლემის შობის ვარსკვლავი და უძველესი მოზაიკა. ნახავთ და მოილოცავთ ბაგას, სადაც ქრისტე იშვა. დატკბებით ბეთლების შობის ტაძრის სიმშვიდითა და სიმყუდროვით. აუცილებლად მოხვდებით იერიქონშო. ეს არის მსოფლიოში უძველესი ქალაქი. აქ არის განცდის მთა, სადაც, ბიბლიური გადმოცემის თანახმად, იესო ქრისტემ 40 დღე გაატარა მარხვასა და ლოცვაში. ამ მთაზე ასვლა სიცხეში ცოტა რთულია. ყველგან იყიდება წყალი და არ დაგავიწყდეთ, სულ თან გქონდეთ. გზის ნაწილის გავლა, საბაგიროს საშუალებითაც შეგიძლიათ. ტურისტულ კომპანიებს აქვთ გათვლილი დრო, რომ მიგიყვანონ, სპეციალურად მოწყობილ გაჩერებებთან. თქვენ გექნებათ საშუალება შეიძინოთ სამახსოვროდ საჩუქრები, სუვენირები, მკვდარი ზღვის პროდუქცია და ფინიკიც, რომელიც მრავალად შეგხვდებათ პალესტინის მიწაზე.




• გალილეის მხარე.
პალესტინის უდაბნოსგან სრულებით განსხვავდება სურნელოვან ყვავილებში ჩაფლული გალილეის მხარე. სახარებიდან ვიცით, რომ ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების დიდი ნაწილი აქ აქვს გატარებული მოწაფეებთან ერთად. იესო ნაზარეთიდან იყო, ამიტომ უწოდებდნენ მას ნაზარეველს. ბევრი მნიშვნელოვანი სიწმინდეა ამ მხარეს. მაგალითად, ხარების ტაძარი, სადაც მთავარანგელოზმა ღვთისმშობელს ახარა, რომ ის შობდა მესიას. აქვე, რამდენიმე ქუჩის მოშორებით ძალიან საინტერესო რამ შეგიძლიათ ნახოთ. ტაძრის ეზოში ყველა ქვეყნის ღვთისმშობლის ხატია წარმოდგენილი, მათ შორის ქართულიც. ძალიან ლამაზია და გირჩევთ არ გამოტოვოთ. ბიბლიური გადმოცემის მიხედვით პეტრე მოციქული იყო მებადური. სწორედ, აქ, გალილეის ტბაში თევზაობდა ხოლმე ის თავის მეგობრებთან ერთად. დღეს, ტურისტებსა და პილიგრიმებს აქვთ საშუალება ტბის პირას მომზადებული გემრიელი თევზი მიირთვან, სიმბოლურად მას “პეტრეს თევზს” უწოდებენ. გალილეის კანა- ადგილი, სადაც, ქორწილში, სტუმრად მისულმა იესომ წყალი ღვინოდ აქცია. ამ სასწაულის გამო, კანას ღვინოს განსაკუთრებით სიმბოლური დატვირთვა აქვს. თუმცა, უნდა გითხრათ რომ გემო არ აქვს ტრადიციული ღვინის. მისი შეძენა ტაძრის გარშემო, სუვენირების მაღაზიაში შეგიძლიათ. გალილეას ისე არ დატოვებთ რომ არ ნახოთ კაპერნაუმი. ეს არის 12 მოციქულის სახელობის ულამაზესი ტაძარი. ტაძრის ეზო ნამდვილი ედემია. უშუალოდ ნაგებობა კი გამორჩეულია თავისი არქიტექტურითა და მხატვრობით.• ქალაქი ლოდი.
ყველა ტურისტულ და მომლოცველობით ჯგუფს ინფივიდუალური განრიგი აქვს. თქვენ ჩაფრინდებით ისრაელის ბენ გურიონის აეროპორტში და დაიწყებთ მოგზაურობას. აეროპორტთან ახლოს, არის ქალაქი ლოდი, სადაც წმინდა გიორგის საფლავია. ქართველებისთვის განსაკუთრებით საყვარელი და ძვირფასი ტაძარი. აქ თქვენ მოხვდებით ან იერუსალიმისკენ მიმავალ გზაზე, ან მაშინ, როცა აეროპორტისკენ გაემგზავრებით გამოსაფრენად. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება დიდებული შთაბეჭდილება და მოგონება, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებთ.

მსგავსი და რელევანტური სტატიები

რჩევები
მგზავრობა მხოლოდ 25%-იანი დეპოზიტით FLY.ge-ზე!
Turkish Airlines-ის მინი ჯგუფების ექსკლუზიური შეთავაზება – დააფიქსირე ფასები წინასწარ, გადადი იაფად და იმოგზაურე 20+ მიმართულებით მეგობრებთან ერთად!
რჩევები

რჩევები
მოგზაურის ბლოგი: მაკუნა შულაიას პარიზი
მაკუნა შულაია, პარიზში შემოდგომის მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს და იმ აქტივობებსა და ადგილებზე გვიყვება, რომლებიც პარიზის გეოგრაფიულ თუ კულტურულ სახეს, ხელისგულზე გადაგიშლით.
რჩევები

ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია - ზაფხულის პორტო და ლისაბონი
ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია - ზაფხულის პორტო და ლისაბონი