აბ

რა დოკუმენტაცია სჭირდება არასრულწლოვანს საზღვრის გადასაკვეთად და როგორ დავამოწმოთ დოკუმენტი ნოტარიულად ონლაინ?

თუ შვილთან ერთად საზღვარგარეთ გამგზავრება გადაწყვიტეთ ან ის დამოუკიდებლად გადის ქვეყნის საზღვრებს გარეთ, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უნდა დაიცვათ რიგი პროცედურები, რომელთა შესახებაც დღევანდელ ბლოგში მოგითხრობთ. როგორც სრულწლოვან, ისე არასრულწლოვან მოქალაქეს საზღვრის გადასაკვეთად საერთაშორისო ბიომეტრიული პასპორტი ესაჭიროება, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც პირი მიემგზავრება ისეთ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს გამარტივებული სავიზო რეჟიმი აქვს. არასრულწლოვანზე პასპორტი გაიცემა მისი კანონიერი წარმომადგენლების (ანუ ორივე მშობლის) ადგილზე თანხმობის საფუძველზე. თანხმობა შეიძლება გამოიხატოს წერილობით, ნოტარიულად დადასტურებული ფორმით. თანხმობა შეიძლება ასევე გამოიხატოს სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით.   არასრულწლოვან პირზე, საერთაშორისო პასპორტის გაცემა, მხოლოდ ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, დასაშვებია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
  • თუ არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია 
  • თუ არასწრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი 
  • თუ მეორე კანონიერი წარმომადგენელი, სასამართლოს მიერ მიჩნეულია მხარდაჭერის მიმღებ პირად 
  • მეორე კანონიერი წარმომადგენელი, მიჩნეულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან/და გამოცხადებულია გარდაცვლილად 
  • თუ მეორე კანონიერ წარმომადგენელს, სასამართლოს მიერ შეჩერებული, შეზღუდული ან ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება 
  • მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით 
  • მეორე კანონიერ წარმომადგენელს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არ შეუძლია ნების გამოხატვა, რაც უნდა დადასტურდეს შესაბამისი ძალის მქონე ცნობით 
  • არასრულწლოვნის საქართველოდან დროებით გასვლა საჭიროა მისი მკურნალობის მიზნით ან აუცილებელია მისი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის და მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია ან იგი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების საწინააღმდეგოდ არ იძლევა პასპორტის გაცემაზე ნებართვას.
  არასრულწლოვანი შვილისთვის, საერთაშორისო პასპორტის აღების დროს, მშობლები სპეციალურ ფორმას ავსებენ. ფორმის შევსებისას მათ გააზრებული უნდა ჰქონდეთ, რომ საერთაშორისო პასპორტი სამგზავრო დოკუმენტია, რომლის გაცემითაც ერთ მშობელს ეძლევა უფლება, შვილი საზღვრებს გარეთ მეორე მშობლის ნებართვის გარეშე გაიყვანოს. თუმცა მათ თახმობის უკან გატანა/გამოთხოვაც შეუძლიათ, რის შემდეგაც საერთაშორისო პასპორტი გაუქმდება და არასრულწლოვანი პირი, ორივე მშობლის თანხმობის გარეშე, საზღვარს ვერ გადაკვეთს.    

საჭიროა თუ არა თანხმობის ნოტარიულად დამოწმება?

თუ საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქე ქვეყნიდან, საერთაშორისო პასპორტის საშუალებით გადის და მას ახლავს ერთ-ერთი მშობელი, მეორე მშობლის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი საჭირო არ არის, თუმცა აუცილებელია კანონიერმა თანმხლებმა თან იქონიოს ბავშვის დაბადების მოწმობის დამოწმებული თარგმანი, მშობლობის დადასტურების მიზნით. ქვეყნიდან გასვლის წინაპირობად, ერთ-ერთი მშობლის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომელშიც აუცილებლად უნდა იყოს მითითებული, ქვეყანა, რომელშიც არასრულწლოვანი მიემგზავრება და მოგზაურობის თარიღები, საკმარისია მაშინ, როცა 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი ქვეყნიდან, სხვა სრულწლოვანი პირის თანხლებით, დროებით გადის ან დამოუკიდებლად ტოვებს ქვეყანას. თანხმობასთან ერთად, სასაზღვრო დეპარტამენტს უნდა წარუდგინოთ დაბადების მოწმობა და მშობლების პასპორტის ასლები. აუცილებელია ყველა დოკუმენტი გადათარგმნილი იყოს ინგლისურ ენაზე, შემდგომ კი ნოტარიულად დამოწმებული და სხვა დოკუმენტები, რომლებიც იმ ქვეყნის საზღვრის გადასაკვეთადაა საჭირო, რომელშიც არასწრულწლოვანი მიემგზავრება. მაგ. ვიზა, სამოგზაურო დაზღვევა, მოწვევა, სასტუმროს ჯავშანი და სხვ.  

როგორ ვთარგმნოთ და დავამოწმოთ არასრულწლოვნის მიერ საზღვრის გადაკვეთისთვის საჭირო დოკუმენტაცია?

  არასრულწლოვანი პირისთვის საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტაციის თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება, სწრაფად და ხარისხიანად უკვე სახლიდან გაუსვლელად, ონლაინაა შესაძლებელი. ამ გამარტივებულ, დისტანციურ სერვისს ქართული პლატფორმა online.translate.ge მომხმარებელს უკვე წელიწადზე მეტია სთავაზობს. პლატფორმაზე კვალიფიციური თარჯიმნების მიერ თარგმნილი დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმებაც შესაძლებელია; საჭირო დოკუმენტაციის სასურველ მისამართზე უმოკლეს ვადაში მიიღებთ. online.translate.ge-ზე ნებისმიერი სირთულის ქართულენოვანი დოკუმენტი,  ცხრა ენაზე შეგიძლიათ თარგმნოთ. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ არასრულწლოვანი პირის მიერ, საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტაცია ინგლისურენოვანი და ნოტარიულად დამოწმებული უნდა იყოს.   პანდემიურ პერიოდში ციფრული სერვისებით სარგებლობა, უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტიაა, თუმცა ამას გარდა, ტრადიციული ბენეფიტი დროის დაზოგვა გახლავთ, რომელიც მოგზაურობის დაგეგმვისას, განსაკუთრებით ბევრია საჭირო. სანამ Online.translate.ge-ს დიპლომირებული თარჯიმნები, თქვენს დოკუმენტს თარგმნიან და ნოტარიულად დაამოწმებენ, თქვენ მშვიდად შეძლებთ ჩაალაგოთ ბარგი, საჭიროების შემთხვევაში გაიაროთ რეგისტრაციის პროცედურა(Check inn) და თვალი გადაავლოთ თქვენი ფრენის თუ მოგზაურობის გეგმას.     ლინკები, რომლებიც გამოგადგებათ: დოკუმენტების თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება: online.translate.ge კანონი არასრულწლოვანი პირის მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის შესახებ

მსგავსი და რელევანტური სტატიები

რჩევები
მგზავრობა მხოლოდ 25%-იანი დეპოზიტით FLY.ge-ზე!
Turkish Airlines-ის მინი ჯგუფების ექსკლუზიური შეთავაზება – დააფიქსირე ფასები წინასწარ, გადადი იაფად და იმოგზაურე 20+ მიმართულებით მეგობრებთან ერთად!
რჩევები
რჩევები
მოგზაურის ბლოგი: მაკუნა შულაიას პარიზი
მაკუნა შულაია, პარიზში შემოდგომის მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს და იმ აქტივობებსა და ადგილებზე გვიყვება, რომლებიც პარიზის გეოგრაფიულ თუ კულტურულ სახეს, ხელისგულზე გადაგიშლით.
რჩევები
ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია - ზაფხულის პორტო და ლისაბონი
ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია - ზაფხულის პორტო და ლისაბონი