ხშირად დასმული კითხვები
თუ ვერ იპოვე შენს კითხვაზე პასუხი, დაგვიკავშირდი და ჩვენი გუნდი უმოკლეს დროში გიპასუხებს
ვებ-გვერდზე Fly.ge ბილეთის შესაძენად, შეარჩიეთ სასურველი კატეგორია და შეავსეთ, ვებ-გვერდის მიერ მოთხოვნილი მონაცემები. ავიაბილეთის ღირებულების გადახდა, შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათის საშუალებითა და Pay Pal ანგარიშით.
გადახდის პროცესის დასრულების შემდეგ, თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოიგზავნება შემდეგი ინფორმაციები:
ელექტრონული ბილეთის შეძენის დამადასტურებელი შეტყობინება
ელექტრონული ბილეთი
ინფორმაცია ბილეთის შეძენის პროცესში, წარმოქმნილი პრობლემის(ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ
აეროპორტში მისვლამდე, ელ.ფოსტაზე მიღებული ელექტრონული ბილეთი შეგიძლიათ ამობეჭდოთ. ავიაბილეთის წარდგენა შეგიძლიათ, მობილური ტელეფონის საშუალებითაც.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ! მობილური ტელეფონის ეკრანი, არ უნდა იყოს დაზიანებული და ეკრანის განათება, უნდა იყოს მაქსიმალური.
საიტზე Fly.ge შეძენილი ბილეთის გადაცვლის პირობები, დამოკიდებულია იმ ავიაკომპანიის წესებზე, რომლის ბილეთიც შეიძინეთ და განსხვავდება, თითოეული ავიაკომპანიის შემთხვევაში. ბილეთის გადაცვლის საჭიროებისას, წინასწარ დაუკავშირდით Fly.ge-ს დახმარების ჯგუფს, ჩატში. ჩვენ ვეცდებით, მაქსიმალურად სწრაფად და ოპტიმალურად მოვახდინოთ ავიაკომპანიასთან კომუნიკაცია და დაგეხმაროთ.
აეროპორტში ამობეჭდილი ბილეთის წარდგენაც შეგიძლიათ, თუმცა აუცილებლობას არ წარმოადგენს. შეძენილი ბილეთი, შეგიძლიათ მობილური ტელეფონით წარადგინოთ. მხოლოდ, გაითველისწინეთ - მობილური ტელეფონის ეკრანი არ უნდა იყოს დაზიანებული და ეკრანის განათება მაქსიმუმამდე უნდა იყოს აწეული!
საიტზე Fly.ge შეძენილი ბილეთის დაბრუნების პირობები, დამოკიდებულია იმ ავიაკომპანიის წესებზე, რომლის ბილეთიც შეიძინეთ და განსხვავდება, თითოეული ავიაკომპანიის შემთხვევაში. ბილეთის დაბრუნების საჭიროებისას, წინასწარ დაუკავშირდით Fly.ge-ს დახმარების ჯგუფს, ჩატში. ჩვენ ვეცდებით, რომ ავიაკომპანიასთან კომუნიკაცია, მაქსიმალურად სწრაფად მოვახდინოთ და დაგეხმაროთ.
დიახ, შეგიძლიათ.
ავიაბილეთის გადაცემა სხვა მგზავრისათვის, უმეტეს შემთხვევაში, შეუძლებელია. განსაკუთრებულ შემთხვევებში(გამონაკლისის სახით), საკითხს განხილავს და წყვეტს ავიაკომპანია.
ბილეთის სხვა მგზავრისათვის გადაცემის სურვილის შემთხვევაში, წინასწარ დაუკავშირდით Fly.ge-ს დახმარების ჯგუფს, ჩატში. ჩვენ ვეცდებით, რომ ავიაკომპანიასთან კომუნიკაცია, მაქსიმალურად სწრაფად მოვახდინოთ და დაგეხმაროთ.