MVNO – Mobile Virtual Network Operator – მობილური ვირტუალური ოპერატორი კომპანია, რომელიც არ ფლობს მობილური ოპერირებისთვის საჭირო ტექნიკურ ინფრასტრუქტურას, თუმცა შეუძლია გაყიდოს მობილური სატელეფონო მომსახურება განსხვავებული ბრენდის სახელით. ეს ტექნოლოგია, კომპანიებს საშუალებას აძლევს, ვიწრო სამიზნე აუდიტორიისთვის შექმნას ისეთი სერვისი და მომსახურება, რომელიც ზუსტად პასუხობს კონკრეტულად ამ აუდიტორიის მოთხოვნებსა და საჭიროებებს.
მომხმარებლებისთვის, განსაკუთრებით კი ქართველი მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების გარდა, გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენას კონკრეტულად მის საჭიროებებზე და სურვილებზე მორგებული სერვისები და მომსახურება ახდენს.
2022 წლიდან MVNO – Mobile Virtual Network Operator, რატი ახვლედიანის და მარიამ კაკაბაძის ინიციატივით და ხელმძღვანელობით, საქართველოში MobineX-ის სახელით შემოვიდა. mobineX Travel SIM კი სამოგზაურო ბარათია, რომლის საშუალებითაც მოგზაურებს, ევროპის მასშტაბით, მობილურ ინტერნეტზე ხარისხიან და ბიუჯეტურ წვდომას სთავაზობს. www.fly.ge -ზე ავიაბილეთის შეძენის შემთხვევაში კი, მობილური ინტერნეტის პაკეტებზე, მომხმარებელი სპეციალურ ფასდაკლებას მიიღებს.
ჩვენი ბლოგის მკითხველებისთვის კი კიდევ ერთი სიურპრიზი გვაქვს. მხოლოდ ორი კვირით, მობინექსის ინტერნეტ პაკეტებზე, Fly.ge X mobineX 5%-იანი ფასდაკლების კუპონს გჩუქნით, პრომოკოდით: flyge5refferal
mobineX Travel SIM-ის შესახებ, რატი ახვედიანი და მარიამ კაკაბაძე გვესაუბრებიან.
– რა არის მობინექსის ბარათი და რომელ ქვეყნებში მოგზაურობის დროს შეგვიძლია გამოვიყენოთ?
Რატი:
– დიდ ბრიტანეთში mobineX უკვე ოპერირებს, როგორც სრულყოფილი მობილური ოპერატორი და მის მომხმარებლებს სთავაზობს მობილური სატელეფონო მომსახურების სრულ სპექტრს, როგორციაა ზარები, SMS და მობილური ინტერნეტი. ჩვენ გვაქვს მოპოვებული ბრიტანეთში უმსხვილეს მობილურ ოპერატორ EE-ზე წვდომა, შესაბამისად გვაქვს საუკეთესო ხარისხის მობილური მომსახურება. Სწორედ ბრიტანეთში ოპერირებამ მოგვცა საშუალება, შეგვექმნა ქართულ აუდიტორიაზე მორგებული პროდუქტი mobineX Travel SIM – სამოგზაურო ბარათი, რომელსაც მომხმარებელი საქართველოში, მოგზაურობის დაწყებამდე იღებს და ევროპაში ჩასვლისას უსწრაფეს ინტერნეტს იყენებს. აღსანიშნავია, რომ იმ ქვეყნებში სადაც მხარდაჭერილია 5G ინტერნეტი, ჩვენი მომხმარებებლებიც სარგებლობენ ამ ტექნოლოგიით.
mobineX Travel SIM-ით სარგებლობა შესაძლებელია ევროკავშირში შემავალ ყველა ქვეყანაში და ევროპის ისეთ დიდ ქვეყნებში, როგორებიცაა ისალნდია, შვეიცარია, ნორვეგია და თავისთავად დიდი ბრიტანეთი.
– რა არის მობინექსის უპირატესობა და რა ტიპის პაკეტების შეძენა შეუძლია მომხმარებელს?
Მარიამი:
– mobineX Travels SIM-ს რამდენიმე მნიშველოვანი უპირატესობა აქვს:
Ხარისხი – როგორც უკვე ვახსენეთ ჩვენ ვართ დიდ ბრიტანეში მოქმედი მობილური ოპერატორები. Ჩვენი სერვისის მომწოდებელი მთავარი პარტნიორი “EE” კი არა მხოლოდ ბრიტანეთში, არამედ მსოფლიოში გამოირჩევა, როგორც თანამედროვე და ინოვატორი მობილური ოპერატორი. აღსანიშნავია, რომ სწორედ “EE” იყო პირველი კომპანია, რომელმაც დიდ ბრიტანეთში 5G ინტერნეტ-ტექნოლოგია დანერგა. შესაბამისად, ხარისხის კუთხით mobineX Travel SIM-ის მომხმარებლები იღებენ უმაღლესი ხარისხის, უსწრაფეს მობილურ ინტერნეტს.
ფასი – ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშველოვანი იყო, რომ ქართული აუდიტორიისთვის ხარისხიან სერვისთან ერთად შეგვეთავაზებინა კონკურენტული ფასი, საბოლოო ჯამში, mobineX Travel SIM არის ყველაზე იაფი მობილური ინტერნეტი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ევროპის მასშტაბით.
მოქნილობა – ჩვენი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა მოქნილობაა. mobineX Travel SIM -ის შეძენა უმარტივესადაა შესაძლებელი სრულიად ონლაინ. შეძენის შემდეგ კი მომხმარებელის სურვილიდან გამომდინარე შესაძლებელია როგორც ბარათის ადგილზე მიტანა, ისე საქართველოს დიდ ქალაქებში, ჩვენი გატანის წერტილებიდან SIM ბარათის აღება. გარდა ამისა, აღსანიშნაია ისიც, რომ ჩვენი პაკეტები არის 1 თვიანი და განსხვავდება მხოლოდ მობილური ინტერნეტის მოცულობით, გვაქვს როგორც საბაზისო პაკეტი, რომელიც მოიცავს 1GB ინტერნეტს, ასევე 100 GB – ფაქტობრივად ულიმიტო პაკეტი. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს არ სჭირდება სხვადასხვა ქვეყნისთვის, სხვადასხვა პაკეტის შეძენა. ერთი პაკეტით შესაძლებელია იმოგზაურო ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და 1 თვის განმავლობაში ისარგებლო მობილური ინტერნეტით.
– Რომელი პაკეტია ერთკვირიანი მოგზაურობისთვის ოპტიმალური?
Რატი:
– Როგორც ვახსენეთ, ჩვენი პაკეტები ერთმანეთისგან მხოლოდ ინტერნეტის მოცულობით განსხვავდება. პაკეტის არჩევა დამოკიდებულია მომხმარებლის ხასათსა და ქცევაზე. გააჩნია, რა სიხშირით და რა საჭიროებით მოიხმართ მობილურ ინტერნეტს. არჩევანის გასამარტივებლად, ჩვენს პაკეტებს დავარქვით შესაბამისი კრეატიული სახელები და მოკლედ ავღწერეთ თუ რა ტიპის ადამიანისთვისაა შესაფერისი თითოეული მათგანი. მაგალითად:
- ბეიზიქ პაკეტი აი ისეთი პაკეტია, მთლად უინტერნეტოდ რომ არ იქნები – 1 GB – 14 ლარი
- ნორმ პაკეტი, თუ WiFI-საც მიაშველებ მგზაურობისას გეყოფა – 3 GB – 19 ლარი
- კაი პაკეტი, აი მართლა კარგად რომ გეყოფა – 10 GB – 34 ლარი
- გულუხვი პაკეტი, ისეთია, რომ სხვებსაც გაუზიარებ – 30 GB – 49 ლარი
- გრიალა პაკეტი, ფაქტობრივად ულიმიტოა რა – 100 GB – 89 ლარი
დეტალურად პაკეტების შესახებ ინფორმაციას აქ ნახავთ – https://mobinex.ge/ka/packages
– Სად შეიძლება სიმის შეძენა და როგორია მიწოდების სისტემა?
Მარიამი:
– სიმის შეძენა შესაძლებელია ონლაინ ვებ-გვერდზე www.mobinex.ge. მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს როგორც მიწოდების სერვისით, ისე შეარჩიოს მისთვის სასურველი გატანის წერტილი საქართველოს დიდ ქალაქებში და გაიტანოს მისთვის სასურველ დროს.
Რატი:
– ყველას გვქონია შემთხვევა, როცა მოგზაურობას ვიწყებთ, დამღლელი ფრენის შემდეგ თვითმფრინავი აეროპორტში ეშვება და აეროპორტშივე ვიწყებთ Wi-Fi-ს, ან ადგილობრივი მობილური ოპერატორის დახლის ძებნას. დანიშნულების ადგილზე მისასვლელად, ღირშესანიშნაობების აღმოსაჩენად, გემრიელი წერტილების საპოვნელად, მოგზაურობისას ყოველწამიერად გვჭირდება ინტერნეტთან წვდომა, მარტივად რომ ვთქვათ სულ ხაზზე ყოფნა. Სწორედ mobineX Travel SIM არის საუკეთესო, თანამედროვე გამოსავალი, იმისათვის რომ თქვა – სულ ხაზზე ვარ. Რაც შეეხება Fly.ge-ს მომხმარებლებისთვის, სპეციალური პირობების შეთავაზებას, ლოგიკურია – 10 წლიანი გამოცდილების მქონე პლატფორმას, რომელსაც უკვე ათასობით მომხმარებელი ენდობა, პარტნიორებისთვისაც სანდო და საინტერესოა.