ნახეთ დეტალურად უცხო ქვეყნების საზღვრის კვეთის მოთხოვნები

qutaisis aeroporti
+2

ქუთაისის აეროპორტი – ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, იგივე დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი ან (კოპიტნარი) – ქალაქ ქუთაისიდან 14 კილომეტრით დასავლეთით მდებარეობს. განახლების შემდეგ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ხელახლა აშენდა, გაიხსნა და რეგულარული ფრენები დაიწყო 2012 წლის სექტემბერში.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რეგიონში ერთადერთი აეროპორტია, რომელიც მომხმარებლებს დაბალბიუჯეტიან ავიარეისებს სთავაზობს. აეროპორტის ასაფრენი ბილიკის სიგრძე 2 600 მეტრია. აეროპორტი აღჭურვილია თანამედროვე მეტეოროლოგიური და სანავიგაციო სისტემებით და სრულად შეესაბამება გლობალურ სტანდარტებს.

გამომდინარე იქედან, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, რეისის მართვა ნებისმიერი ამინდის და ხილვადობის პირობებშია შესაძლებელი, აეროპორტი სათადარიგო და ამავდროულად საკვანძო მნიშვნელობის მქონე აეროპორტია, რომელიც უკავშირდება თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს.

ქუთაისის აეროპორტი

ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან

Რეისები ქუთაისის აეროპორტიდან – საერთაშორისო ფრენები:

ქუთაისის აეროპორტიდან შესრულებულ ავიარეისებზე, ავიაბილეთების ღირებულება განსაკუთრებით იაფია. მგზავრს შეუძლია ისარგებლოს, რეგულარული ფრენებით შემდეგ მიმართულებებზე:

 

ქუთაისის აეროპორტის უპირატესობები

დაბალბიუჯეტიანი ფრენები, აეროპორტის დაბალი მოსაკრებელი და შეღავათიანი ფასები, შეუზღუდავი ღამის რეისები, „ღია ცის პოლიტიკა“ ევროკავშირთან ECAA-ს (ევროპის ერთიანი საჰაერო სივრცე) ხელშეკრულების  წევრი:

  • თვითმფრინავის მომსახურების დრო: 29  წუთი 
  • ტერმინალის შენობა: 4,200 კვ.მ
  • ასაფრენ-დასაფრენი ზოლი: 2.500 მ
  • თვითმფრინავის სადგომების რაოდენობა:
  • გასასვლელების რაოდენობა: 3

მიწისზედა მომსახურება აღჭურვილია თანამედროვე TLD ტექნიკით და ოპერირებს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მომსახურების არეალი: ½ სთ სავალი დროის ფარგლებში – 0.5 მლნ. 1 სთ სავალი დროის ფარგლებში – 2.0 მლნ. 2.5 საათი სავალი დროის ფარგლებში – 4.0 მლნ.

 

 

ავიაკომპანიები ქუთაისის აეროპორტში:

  •                 „Wizz Air“

  •                 „Vanilla Sky “

  •                 „UIA“

  •                  „Scat Airlines“

  •                 „S7 Airlines“

  •                „Ural Airlines“

 

რეგისტრაცია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში

დროული და შეუფერხებელი რეგისტრაციისთვის, სასურველია მგზავრი ქუთაისის აეროპორტში, ფრენამდე 2 საათით ადრე გამოცხადდეს. სარეგისტრაციო დახლის გახსნა-დახურვის დრო, მითითებულია მგზავრის ავიაბილეთში.

გთხოვთ, გაითვალსწინოთ! რეგისტრაციისთვის განკუთვნილი დროის გასვლისა და სარეგისტრაციო დახლის დახურვის შემდგომ, მგზავრები რეისზე არ დაიშვებიან.

იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი რეგისტრაციის პროცესს, ე.წ. Check inn-ს ავიაკომპანიის ვებ საიტზე ონლაინ განახორციელებს, ქუთაისის აეროპორტში მან აუცილებლად უნდა წარმოადგინოს ჩასხდომის ბარათი, ბეჭდური სახით. გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული სერვისი აეროპორტში ფასიანია.

 

რეგისტრაცია ქუთაისის აეროპორტში

საბაჟო კონტროლი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში

საერთაშორისო რეისის მგზავრები, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრენისას, ექვემდებარებიან საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლს. თუ ტვირთი საჭიროებს დეკლარირებას, მგზავრმა ჩამოფრენის დარბაზში მდებარე, შემოსავლების სამსახურის ოთახს უნდა მიმართოს

ქვემოთ მოცემულ ცხრილში, ჩამოთვლილია დეკლარირებას დაქვემდებარებული ტვირთის სახეობები და რაოდენობები:

  • 500 ლარის ღირებულების და 30 კგ საერთო წონის მქონე საკვები პროდუქტები
  • 3 000 ლარის ღირებულების და 30 კგ საერთო წონის მქონე ტვირთი (გარდა საკვები პროდუქტებისა)
  • 400 ცალი ან მეტი სიგარეტი, ან 50 სიგარა / სიგარილო, ან 250 გრამი ნებისმიერი ტიპის თამბაქოს მცენარე
  • 4 ლიტრზე მეტი ნებისმიერი სახის ალკოჰოლური სასმელი
  • იარაღი და ფეთქებადი ნივთიერებები
  • პრეპარატები და ფსიქოტროპული საშუალებები
  • ანტიკვარული ნივთები და ხელოვნების ნიმუშები
  • ტოქსიკური ნივთიერებები
  • მაღალი სიხშირის რადიომოწყობილობები და საკომუნიკაციო საშუალებები
  • მცენარეები და ცხოველები (ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩათვლით)
  • მაღალი სიხშირის რადიომოწყობილობები და საკომუნიკაციო საშუალებები
  • რადიოაქტიური მასალა (აუცილებელია შესაბამისი მოწმობა / ნებართვა)

საბაჟო და შემოსავლების სამსახური მდებარეობს ჩამოფრენის დარბაზში

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სერვისები

 

ტრანსპორტი და პარკირება ქუთაისის აეროპორტში

პარკინგი: ქუთაისის აეროპორტში, საპარკინგე ზონა გათვლილია 124 ავტომობილზე. საპარკინგე ადგილის საფასური ან/და საჯარიმო სანქციები, განსხვავებულია მსუბუქი ავტომობილებისთვის, ავტობუსი და მიკროავტობუსებისთვის.

ტრანსპორტი: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, თბილისიდან 200 კმ-ის, ხოლო ბათუმიდან 120 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. მგზავრს, ქუთაისის აეროპორტამდე მგზავრობა, როგორც მის მფლობელობაში მქონე ავტომობილის, ასევე ორი კერძო კომპანიის ავტობუსითა და მიკროავტობუსით შეუძლია, რომელთა ბილეთების შეძენაც ონლაინ ან სატელეფონო ზარის საშუალებით შეუძლიათ.

Duty Free qutaisis aeroportshi

ბარგი: ბარგის შეფუთვის აპარატი, განთავსებულია გაფრენის დარბაზში. ერთი ჩემოდნის შეფუთვის ღირებულება, შეადგენს 10.00 ლარს.  დაგვიანებით ჩამოსული ან დაკარგული ბარგის პრობლემის აღმოსაფხვრელად, მგზავრმა უნდა მიმართოს ქუთაისის აეროპორტის დაკარგული ბარგის ოფისს.

ბანკები და ბანკომატები: ქუთაისის აეროპორტში, მგზავრს შეუძლია ისარგებლოს ლიბერთი ბანკის, თიბისი ბანკისა და ქართუ ბანკის ბანკომატებით, რომლებიც მდებარეობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის საერთო ზონაში.