
Back to Blog


2023 წლიდან ევროკავშირში უფასო მოგზაურობის დრო სრულდება
2023 წლის მაისიდან შენგენის ქვეყნებში გამგზავრების მსურველთათვის “ETIAS”-ის სავიზო პროგრამა ამოქმედდება, ხოლო ევროპის მონახულება "ფასიანი" გახდება. სისტემაში ინფორმაციის შევსება ონლაინ იქნება შესაძლებელი. განაცხადის შესავსებად, ბიომეტრიული ინფორმაციის შევსება არ არის აუცილებელი გახდება. “ETIAS” არ არის იგივე, რაც ვიზა. ის უფრო სწრაფია, მისი გაკეთება შესაძლებელია ონლაინ და არ საჭიროებს ბიომეტრიული ინფორმაციის შევსებას.
18-დან 70 წლამდე ასაკის პირებისთვის, “ETIAS” სისტემაში განაცხადის დარეგისტრირების ღირებულება 7 ევრო იქნება. მოგზაურობის მსურველს სისტემაში ავტორიზაციის შემდეგ, სამწლიანი პერიოდი აქვს. ავტორიზებულმა მოგზაურებმა, სტანდარტული იმიგრაციის წესები უნდა დაიცვან.
ვროკავშირის მიერ გამოცემული ახალი მემორანდუმის თანახმად, განაცხადის პროცესი გაივლის “ძირითადად ავტომატიზებულ IT სისტემას”, რომლის დამტკიცება საჭიროებს “წუთებს” განმცხადებელთა დაახლოებით 95%-სთვის. დამტკიცებისთვის საჭირო მაქსიმალური დრო შეიძლება ერთ თვემდეც გაიწელოს. ხოლო ნებისმიერი პირი, რომლის განაცხადიც უარყოფილი იქნება, გასაჩივრების უფლებას მიიღებს.
იმ შემთხვევაში კი, თუ პირს გასაჩივრების შემდგომაც ვერ გაივლის ავტორიზაციას, შენგენის ქვეყნების საზღვრის გადასაკვეთად, საელჩოში, სტანდარტული სავიზო პროცედურების გავლა დასჭირდება.
Related Posts

Travel with just a 25% deposit on FLY.ge!
Turkish Airlines' exclusive mini-group offer – set prices in advance, fly cheap, and travel to 20+ destinations with friends!

mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში
mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში

350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა
350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა