
Back to Blog



"აშშ-სთან პირდაპირი ფრენები შესაძლოა წლის ბოლოს დაიწყოს" – ირაკლი ბაიდაშვილი
აშშ-სთან პირდაპირი ფრენები შესაძლოა წლის ბოლოს დაიწყოს
„როგორც ვიცი, უკვე არის რამდენიმე ძალიან საინტერესო პროექტი, რომ ამერიკიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენები შესრულდეს. ეს დიდ სტიმულს მისცემს საქართველოში ტურისტების ზრდას. ამერიკელი ტურისტი ერთ-ერთი საუკეთესოა, იმის გათვალისწინებით, თუ რა თანხას გაიღებს და რამდენად სარგებლობს სხვადასხვა დამატებითი მომსახურებებით. ამერიკასა და საქართველოს შორის პირველი საცდელი ფრენები, შესაძლოა, წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში შესრულდეს“, – აღნიშნა ირაკლი ბაიდაშვილმა, ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა. მისი განცხადებით, მეტი ამერიკელი ტურისტის მოსაზიდად შესაბამისმა კომპანიებმა აშშ-ის ბაზარზე უნდა იმუშაონ და საქართველო, როგორც კარგი ტურისტული მიმართულება და საიმედო ბიზნესპარტნიორი, უკეთესად წარმოაჩინონ.
Related Posts

Travel with just a 25% deposit on FLY.ge!
Turkish Airlines' exclusive mini-group offer – set prices in advance, fly cheap, and travel to 20+ destinations with friends!

mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში
mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში

350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა
350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა