
Back to Blog


FlyUIA კიევსა და თბილისს შორის 14 სიხშირით მოახდენს ოპერირებას
უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები "FlyUIA" საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება. არსებული ინფორმაციით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია კიევსა და თბილისს შორის ოპერირებას, კვირაში 14 სიხშირით მოახდენს.
FlyUIA თბილისის მიმართულებით ფრენებს სტანდარტულად ბაზირების, ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებს. მიმდინარე სეზონიდან FlyUIA-ს მგზავრებს კიევის გავლით უფრო მეტ მიმართულებაზე შეეძლებათ მოხვედრა. FlyUIA ფრენებს ასევე განაახლებს ნიუ-იორკსა და ტორონტოს მიმართულებით. ხოლო სიხშირეების რაოდენობას გაზრდის კიევი-დელი-კიევის მიმართულებაზე.
ივნისიდან FlyUIA კიევიდან ფრენებს განაახლებს ნიცას, ბრიუსელის, ჰელსინკის, კოპენჰაგენის, სტოკჰოლმის, ვარშავის, ვენის, ვენეციის, დიუსელდორფის, ციურიხის და ბუდაპეშტის მიმრთულებებზე, ხოლო ოდესადან ვილნიუსის მიმართულებაზე, ლვოვიდან კი თელ ავივის მიმართულებაზე.
Related Posts

Travel with just a 25% deposit on FLY.ge!
Turkish Airlines' exclusive mini-group offer – set prices in advance, fly cheap, and travel to 20+ destinations with friends!

mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში
mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში

350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა
350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა