Skip to content
გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “Eurowings”–ი  2022 წლის ზაფხულში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალ მიმართულებას შტუტგარტს დაამატებს
Back to Blog

გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “Eurowings”–ი 2022 წლის ზაფხულში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალ მიმართულებას შტუტგარტს დაამატებს

დუსელდორფის მიმართულებამ აჩვენა, რომ რეისები საკმაოდ დატვირთულია, გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “Eurowings”-ი  2022 წლის ზაფხულში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალ მიმართულებას შტუტგარტს დაამატებს – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ არჩუაძემ. "Eurowings"-ი საქართველოს ავიაბაზარზე 2021 წლის 4 ივლისიდან შემოვიდა და დუსელდორფსა და თბილისს შორის კვირაში 2 სიხშირით ოპერირებს. 2022 წლის 19 ივლისიდან შტუტგარტი-თბილისი-შტუტგარტის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია კვირაში ორი სიხშირით, "AIRBUS A320" ტიპის საჰაერო ხომალდით იფრენს. "Eurowings"-ის სატარიფო პოლიტიკა "BASIC", "SMART" და "BIZclass" სახის ავიაბილეთებზეა გათვლილი.

Related Posts