
Back to Blog


ისრაელმა საქართველო "ნარინჯისფერი" ქვეყნების ჯგუფში გადაიყვანა
ისრაელის მთავრობის განცხადებით, საქართველომ „წითელი“ ქვეყნების ჯგუფიდან, „ნარინჯისფერი“ ქვეყნების სიაში გადაინაცვლა. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, ისრაელელ მოქალაქეებს, საქართველოში ტურისტული მიზნით შემოსვლა კვლავ შეუძლიათ. ისრაელში დაბრუნებისას კი ისინი თვითიზოლაციას ან კარანტინს დაექვემდებარებიან.
„მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ გუშინ ისრაელის მთავრობამ საქართველო "წითელი" ქვეყნების ჯგუფიდან "ნარინჯისფერ" ქვეყნებში გადაიყვანა. რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელელ ტურისტებს კვლავ შეუძლიათ ამ ულამაზეს ქვეყანაში სტუმრობა.“ - ვკითხულობთ საქართველოში ისრაელის საელჩოს Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში, 2021 წლის პირველი სექტემბრიდან შევა.
ნახეთ დეტალურად უცხო ქვეყნების საზღვრის კვეთის მოთხოვნები
შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები old.fly.ge-ზე:
- თელ-ავივი-თბილისი: https://bit.ly/3kdvJwQ
- თბილისი-თელ-ავივი: https://bit.ly/3B2beKe
Related Posts

Travel with just a 25% deposit on FLY.ge!
Turkish Airlines' exclusive mini-group offer – set prices in advance, fly cheap, and travel to 20+ destinations with friends!

mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში
mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში

350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა
350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა