
Back to Blog


ლვოვი-თბილისი-ლვოვი - "Bess Airlines" ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, რეგულარულ ავიარეისებს იწყებს
უკრაინული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია "Bess Airlines", 28 დეკემბრიდან ლვოვიდან თბილისის მიმართულებით, ავიარეისების განხორციელებას იწყებს.
ფრენები ლვოვი-თბილისი-ლვოვის მიმართულებით, კვირაში ორი სიხშირით შესრულდება. მიმდინარე ეტაპზე, აღნიშნულ ავიარეისებზე ავიაბილეთების შეძენა, მხოლოდ პირველ თებერვლამდეა შესაძლებელი. ამ ეტაპზე განსაზღვრული არ არის, გაგრძელდება თუ არა ფრენები, ზამთრის სანავიგაციო სეზონის შემდგომ.
ავიაბილეთის ღირებულება, ლვოვი-თბილისის ავიარეისზე 58 დოლარიდან იწყება, ხოლო თბილისი-ლვოვის ავიარეისზე 62 დოლარიდან. დაბალბიუჯეტური ავიაბილეთები, მხოლოდ 7 კგ.-ის მოცულობის, ხელბარგს ითვალისწინებს.
რეკომენდაცია: ბიუჯეტის ოპტიმიზაციისთვის, შეიძინეთ ავიაბილეთები ფრენამდე 6-8 კვირით ადრე
Related Posts

Travel with just a 25% deposit on FLY.ge!
Turkish Airlines' exclusive mini-group offer – set prices in advance, fly cheap, and travel to 20+ destinations with friends!

mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში
mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში

350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა
350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა