
Back to Blog


პირდაპირი ავიარეისი თბილისსა და მადრიდს შორის - ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები დაწყებულია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განივთარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი, საქმიანი ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილე ევროპული ავიაკომპანიების "Air Europa" და "Iberia"-ს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სამოქალაქო საავიაციო ურთიერთობები მიმოიხილეს.
შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air, ქუთაისიდან ბარსელონას მიმართულებით, პირდაპირ ავიარეისს აღადგენს. რაც შეხვედრაზე შეფასდა, როგორც პოზიტიური ნაბიჯი, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის თვალსაზრისით.
"დღეს შევხვდით ორ ავიაკომპანიას, რომელიც ბაზირებულია ესპანეთში. ორივე ავიაკომპანიასთან მიმდინარეობს დაწყებითი ფორმის მოლაპარაკება, იმისთვის, რომ გვქონდეს პირდაპირი რეისი თბილისი მადრიდის მიმართულებით. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ბარსელონა-ქუთაისის მიმართულება ოპერირებაში ჩაეშვება 31 ოქტომბრიდან და აქედან გამომდინარე ბაზრების დივერსიფიცირება და დივერსიფიცირებული პირდაპირი მიმართულებები ჩვენთვის არის მთავარი პრიორიტეტი" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა, შეხვედრის შემდეგ.
Related Posts

Travel with just a 25% deposit on FLY.ge!
Turkish Airlines' exclusive mini-group offer – set prices in advance, fly cheap, and travel to 20+ destinations with friends!

mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში
mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში

350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა
350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა