
Back to Blog


საქართველოს აეროპორტების გაერთიანება "PASSANGER TERMINAL EXPO 2022"-ში მონაწილეობს
15-17 ივნისს, საფრანგეთის დედაქალაქში მსოფლიოს აეროპორტების უმსხვილესი კონფერენცია და გამოფენა გაიმართება.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსოფლიოს 1900 მეტი აეროპორტის ხელმძღვანელი, საავიაციო ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესის წარმომადგენლები პირისპირ იკრიბებიან. საქართველოს ღონისძიებაზე აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე წარმოადგენს, რომელიც კონფერენციის სპიკერია.
,,PASSANGER TERMINAL EXPO 2022”-ზე წარმოვადგენთ პრეზენტაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესახებ, როგორც მომხმარებლებზე ორიენტირებულ უნივერსალურ ბიზნეს-მოდელს. პრეზენტაცია იქნება ერთობლივი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN STUDIO-სთან ერთად, რომელსაც ქუთაისის აეროპორტის კონცეფტ-დიზაინი ეკუთვნის. გაფართოების შემდეგ, ეს იქნება ჩვენი აეროპორტის პირველი მასშტაბური წარდგენა საერთაშორისო ასპარეზზე. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი არქიტექტურული კუთხით ერთხელ უკვე მოხვდა მსოფლიოს ულამაზეს 14 აეროპორტს შორის. იმედი გვაქვს, რომ განახლებული ტერმინალი კვლავ არაერთი ჯილდოს მფლობელი გახდება,-‘’აცხადებს თამარ არჩუაძე.


Related Posts

Travel with just a 25% deposit on FLY.ge!
Turkish Airlines' exclusive mini-group offer – set prices in advance, fly cheap, and travel to 20+ destinations with friends!

mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში
mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში

350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა
350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა