
Back to Blog


საქართველოს აეროპორტების გაერთიანება “საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის 2021”-ის შერჩეულ მონაწილედ დასახელდა
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ფინანსური გამჭვირვალობის ყოველწლიურ კონკურსში (BARTA), ზედიზედ მეორე წელია, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG) შერჩეულ მონაწილეთა შორის (shortlisted participant) სახელდება.
კომპანია „საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო-2021“-ის კონკურსში მონაწილეობას უკვე მეორედ იღებს. ყოველწლიური ღონისძიების ორგანიზატორია მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი და საქართველოს აუდიტისა და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდი.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ ორგანიზატორებს კომპანიის აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიება პირველად 2019 წელს ჩატარდა და კომპანიების ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებას ისახავს მიზნად.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კომპანიები წლიური ანგარიშის ფარგლებში მმართველობითი, კორპორაციული მართვის და არასაფინანსო ანგარიშგებებს წარადგენენ.
Related Posts

Travel with just a 25% deposit on FLY.ge!
Turkish Airlines' exclusive mini-group offer – set prices in advance, fly cheap, and travel to 20+ destinations with friends!

mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში
mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში

350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა
350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა