
Back to Blog


საქართველოს ავიაციის ინდუსტრიას, ახალი მიმართულებები და ავიაკომპანიები ემატება
პირველი ივლისიდან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, პირდაპირ რეისებს „აბუ-დაბი–თბილისი–აბუ-დაბი“ მიმართულებით, არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Air Arabia Abu Dhabi“ შეასრულებს. ავიაკომპანიების "Etihad Airways"-ის და "Air Arabia"-ს შვილობილმა ავიაკომპანიამ, აბუ დაბის საერთაშორისო აეროპორტიდან, დაბალბიუჯეტური ფრენების განხორციელება 2020 წელს დაიწყო.
„მოხარულები ვართ, რომ ასეთ რთულ პერიოდში, ჩვენი ქვეყნის ავიაციის ინდუსტრიას ახალი მიმართულებები და ავიაკომპანიები ემატება. "Air Arabia Abu Dhabi" რიგით მეექვსე ახალი ავიაკომპანიაა, რომელიც წლევანდელი ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან იწყებს საქართველოში ოპერირებას. ავიარეისების განხორციელება უკვე დაიწყეს ყაზახურმა და უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიებმა "FlyArystan"-მა და "Bees Airline"-მა, 4 ივლისიდან გერმანული დაბალბიუჯეტიანი "Eurowings"-ი დაიწყებს "დიუსელდორფი – თბილისი – დიუსელდორფის" მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას, ხოლო ყირგიზეთის რესპუბლიკის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია "Air Manas"-ი ჩარტერული რეისების შესრულებას გეგმავს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.
old.fly.ge -მოძებნე ბილეთი, დაჯავშნე და იყიდე მხოლოდ 3 წუთში!
Related Posts

Travel with just a 25% deposit on FLY.ge!
Turkish Airlines' exclusive mini-group offer – set prices in advance, fly cheap, and travel to 20+ destinations with friends!

Traveler's Blog: Makuna Shulaia's Paris
Makuna Shulaia tells us about her autumn trip to Paris and shares the activities and places that highlight the geographical and cultural landscape of Paris, making it a memorable experience.

ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია - ზაფხულის პორტო და ლისაბონი
ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია - ზაფხულის პორტო და ლისაბონი