Skip to content
საქართველოში დაბრუნებული, საქართველოს მოქალაქეებისთვის თვითიზოლაცია გაუქმდა
Back to Blog

საქართველოში დაბრუნებული, საქართველოს მოქალაქეებისთვის თვითიზოლაცია გაუქმდა

გაუქმებულია თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში PCR-ტესტის გარეშე ბრუნდებიან. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში, საქართველოს მოქალაქეთა შემოსვლის წესში ცვლილებები შედის. მიღებული გადაწყვეტილებით, გაუქმებულია თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში PCR-ტესტის გარეშე ბრუნდებიან. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე, რომელიც მოემგზავრება ნებისმიერი მარშრუტით (საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით), საქართველოში შემოდის შემდეგი პირობებით: ვაქცინირებული მოქალაქე: უნდა წარადგინოს ნებისმიერი ვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson-ის შემთხვევაში ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტი; არავაქცინირებული მოქალაქე: განთავისუფლდა  PCR-ტესტის წარმოდგენისგან.  

Related Posts