
Back to Blog


Skytrax-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტს COVID-უსაფრთხოების რეიტინგში 5 ვარსკვლავი მიანიჭა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, საავიაციო სფეროში ყველაზე გავლენიანმა და პრესტიჟულმა საკონსულტაციო კომპანია Skytrax-მა, COVID-19 უსაფრთხოების რეიტინგში 5 ვარსკვლავი მიანიჭა. დეკემბერში ჩატარებული აუდიტის დროს, Skytrax-ის დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, ტერმინალების სისუფთავე, დასუფთავებისა და დეზინფიცირების პროცედურები, სოციალური დისტანციის დაცვის რეგულაციები, მგზავრთნაკადის ორგანიზება/კონტროლი და უსაფრთხოების კუთხით დანერგილი 150-ზე მეტი პროტოკოლით შეაფასეს.
5 ვარსკლავიანი შეფასება ამ დროისთვის მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ 20 საერთაშორისო აეროპორტს აქვს მინიჭებული, ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://skytraxratings.com/airports?covid=5
Skytrax გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 33 წელია მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს. 2020 წლიდან კი Skytrax COVID-19 უსაფრთხო აეროპორტების რეიტინგს აქვეყნებს. ამასთანავე Skytrax-ის ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება „World Airport Awards“-ი, რომელიც მსოფლიოს 106 სხვადასხვა ეროვნების, 13 მილიონზე მეტი მგზავრის მიერ 550 აეროპორტის შეფასებას ეფუძნება. გამოკითხვის ფარგლებში მგზავრები აეროპორტის სერვისს აფასებენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ზედიზედ მერვედ დასახელდა აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ათეულში.
Related Posts

Travel with just a 25% deposit on FLY.ge!
Turkish Airlines' exclusive mini-group offer – set prices in advance, fly cheap, and travel to 20+ destinations with friends!

mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში
mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში

350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა
350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა