Skip to content
თბილისი-ანკარა - პეგასუსის ახალი მიმართულება თბილისის აეროპორტიდან
Back to Blog

თბილისი-ანკარა - პეგასუსის ახალი მიმართულება თბილისის აეროპორტიდან

დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია “Pegasus Airlines”-მა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალი მიმართულება დაამატა.

ანკარის მიმართულებით ფრენებს, ავიაკომპანია კვირაში ორი სიხშირით - ოთხშაბათს და კვირას განახორციელებს.   2019-2020 წლებში, თბილისის აეროპორტიდან რეისებს ანკარის მიმართულებით ფრენებს ავიაკომპანია “თურქეთის ავიახაზები” ასრულებდა. ამ ეტაპზე კი “Pegasus Airlines” თბილისი-სტამბოლის მიმართულებით და პირიქით, ავიარეისებს კვირაში 17 სიხშირით ოპერირებს. “პეგასუს ეარლაინსის” განცხადებით, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე თბილისი-ანტალიის მიმართულებით ავიარეისები, კვირაში ორი სიხშირით, ოთხშაბათს და შაბათს განხორციელდება. შეიძინეთ პეგასუს ეარლაინსის ბილეთები, აქ: https://old.fly.ge/pegasusis-biletebi/    

Related Posts