
Back to Blog


თბილისი-დუბაი - "Air Arabia" ზამთრის სანავიგაციო სეზონზე 31 დამატებით ავიარეისს განახორციელებს
2021 წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, 30 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ავიაკომპანია "Air Arabia" დუბაიდან თბილისის მიმართულებით დამატებით რეგულარულ ავიარეისებს შეასრულებს. აღნიშნულ ინფორმაციას "სამოქალაქო ავიაციის სააგენტო" ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, ავიაკომპანიას დამატებითი ავიარეისების შესრულების ნებართვა, 29 ნოემბერს მიენიჭა.
თბილისსა და დუბაის(Sharjah Airport (SHJ) შორის 31 რეგულარული ავიარეისი შესრულდება.
“გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, გადამყვანი ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს” - ვკითხულობთ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე.
რეკომენდაცია: ბიუჯეტის ოპტიმიზაციის მიზნით, შეიძინეთ ავიაბილეთები ფრენამდე 6-8 კვირით ადრე
Related Posts

Travel with just a 25% deposit on FLY.ge!
Turkish Airlines' exclusive mini-group offer – set prices in advance, fly cheap, and travel to 20+ destinations with friends!

mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში
mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში

350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა
350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა