
Back to Blog


“Turkish Airlines”-იბრიტანულმა საკონსულტაციო სააგენტო “Skytrax”-მა ევროპაში საუკეთესო ავიაკომპანიად აღიარა
“Turkish Airlines”-ის პრეს-სამსახურის ცნობით, თურქული სამოქალაქო ავიაციის ფლაგმანი - “Turkish Airlines”(THY), ბრიტანულმა საკონსულტაციო სააგენტო “Skytrax”-მა ევროპაში საუკეთესო ავიაკომპანიად აღიარა.
აღსანიშნავია, რომ თურქული ავიაკომპანია დაჯილდოვდა ნომინაციებში: “საუკეთესო სერვისი ბიზნეს კლასში” და “საუკეთესო ავიაკომპანია სამხრეთ ევროპაში”.
“Turkish Airlines”-ის დირექტორთა საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე აჰმედ ბოლატი ლონდონში “World Travel Awards”-ს დაესწრო.
„ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ აღიარებით. “THY”-ი ავიაკომპანიის ძვირფას მგზავრებს მადლობას უხდის, რომლებმაც გააზიარეს მათი მაღალი რეიტინგი, ასევე “Skytrax”-ის გუნდს, რომელმაც განიხილა ეს რეიტინგები. მომსახურების მაღალი სტანდარტების წყალობით, რომელიც განასხვავებს თურქეთის ეროვნულ გადამზიდველს კონკურენტებისგან, ჩვენ გავაგრძელებთ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას “THY”-ის გლობალურ სამოქალაქო ავიაციაში საუკეთესო ბრენდად ქცევისთვის“, – თქვა ბოლატმა.
2021-2022 წლის გამოკითხვაში მონაწილეობა, ასზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო.
კითხვარი შედგენილი იყო ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ, რუსულ, იაპონურ და ჩინურ ენებზე. მთლიანობაში 14,32 მილიონი პასუხი დამუშავდა.
გამარჯვებული ავიაკომპანიები მომხმარებელთა ონლაინ ხმის მიცემით 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის აგვისტომდე გამოვლინდნენ.
Related Posts

Travel with just a 25% deposit on FLY.ge!
Turkish Airlines' exclusive mini-group offer – set prices in advance, fly cheap, and travel to 20+ destinations with friends!

mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში
mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში

350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა
350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა