
ბლოგზე დაბრუნება


ავიაკომპანია Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს
Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი და ეკოლოგიურად მდგრადი ავიაკომპანიაა. ვიზეარი საქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს.
საბორტო ჟურნალში გაპარული შეცდომის გამო, კომპანია იძულებული გახდა განმარტებები გაეკეთებინა. აფხაზეთი, საბორტო ჟურნალში ცალკე სახელმწიფოდ იყო აღნშნული. აცხადებენ რომ ეს მხოლოდ ხარვეზია. ტექსტი და რუკაც ბეჭდურ ვერსიაში უახლოეს
"მას შემდეგ, ჩვენ 4 მილიონზე მეტი ადამიანი დავაკავშირეთ ევროპას და რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიყავით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთგული მხარდამჭერი.
გვინდა ბოდიში მოვიხადოთ აპრილ-მაისის საბორტო ჟურნალში გაპარული სამწუხარო შეცდომის გამო და გვინდა გითხრათ, რომ ჟურნალის ონლაინ ვერსიაში შეცდომა უკვე გასწორებულია - საბორტო ჟურნალი .
მიმდინარეობს მუშაობა ბეჭდურ ვერსიაში ცვლილებების განსახორციელებლად. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ავიაკომპანია Wizz Air-ს არ აქვს შეხება ჟურნალის შინაარსობრივ ნაწილთან. მასზე მუშაობს დამოუკიდებელი სარედაქციო და საგამომცემლო ჯგუფი, თუმცა, ეს რა თქმა უნდა, არ გვათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან.
კიდევ ერთხელ გვსურს მოვიხადოთ ბოდიში მომხდარის გამო და აღვნიშნავთ, რომ მუდამ ვრჩებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერებად."
განაცხადა ბიზეარი წარმომადგენლობამ.
გამოყენებული მასალა – ipn.ge
მსგავსი პოსტები

Travel with just a 25% deposit on FLY.ge!
Turkish Airlines' exclusive mini-group offer – set prices in advance, fly cheap, and travel to 20+ destinations with friends!

mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში
mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში

350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა
350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა