აბ

2021 წლის დეკემბერში ევროკავშირში კომერციული ფრენების რაოდენობა 24%-ით დაბალია პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით

Eurostat-ის ცნობით, 2021 წლის დეკემბერში, 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, ევროკავშირში კომერციული ფრენების რაოდენობა 130%-ით გაიზარდა. თუმცა, ზრდის მიუხედავად, ეს მაჩვენებელი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით (2019 წლის დეკემბერი) 24%-ით დაბალია. 2021 წლის დეკემბერში ევროკავშირში  383 720 კომერციული ფრენა შესრულდა, 2020 წლის დეკემბერში – 166 990,  ხოლო 2019 წლის დეკემბერში კი – 504 270. 2021 წლის დეკემბერში კომერციული ფრენების ყველაზე დაბალი კლება ევროკავშირის ქვეყნებს შორის დაფიქსირდა ხორვატიაში (-6% 2019 წლის დეკემბერთან შედარებით), საბერძნეთსა (-8%) და კვიპროსზე (-9%). ამის საპირისპიროდ, ფრენები 40%-ზე მეტით შემცირდა მხოლოდ ჩეხეთსა და ავსტრიაში (ორივე -41%). 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით აღდგენის კუთხით ყველაზე პოზიტიური მაჩვენებელი საბერძნეთში (-29%), კვიპროსსა (-38%) და ლუქსემბურგში (-39%) დაფიქსირდა, ნეგატიური კი ირლანდიაში (-64%), სლოვენიასა და ჩეხეთში (ორივე -62%). დეტალურად იხილეთ აქ

მსგავსი და რელევანტური სტატიები

რჩევები
მგზავრობა მხოლოდ 25%-იანი დეპოზიტით FLY.ge-ზე!
Turkish Airlines-ის მინი ჯგუფების ექსკლუზიური შეთავაზება – დააფიქსირე ფასები წინასწარ, გადადი იაფად და იმოგზაურე 20+ მიმართულებით მეგობრებთან ერთად!
რჩევები
რჩევები
მოგზაურის ბლოგი: მაკუნა შულაიას პარიზი
მაკუნა შულაია, პარიზში შემოდგომის მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს და იმ აქტივობებსა და ადგილებზე გვიყვება, რომლებიც პარიზის გეოგრაფიულ თუ კულტურულ სახეს, ხელისგულზე გადაგიშლით.
რჩევები
ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია - ზაფხულის პორტო და ლისაბონი
ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია - ზაფხულის პორტო და ლისაბონი