ვებ-გვერდის მოხმარების წესები და პირობები

წინამდებარე წესები და პირობები განსაზღვრავს და წარმოადგენს მომხმარებელსა და შპს „ფლაი.ჯის“ (ს/ნ 405424964) შორის დადებულ სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებას, რომელიც განკუთვნილია იმისთვის, რომ მომხმარებელი სრულად იყოს ინფორმირებული კომპანიის კუთვნილი ვებგვერდის www.FLY.ge-ის გამოყენების, ვებგვერდზე განთავსებული პროდუქციის შეძენის, დაბრუნების პოლიტიკისა და მომსახურების მიღების თაობაზე.

გთხოვთ, ყურადღებითპლატფორმით სარგებლობამდე გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს.

მომხმარებელი წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით („ვეთანხმები პირობებს“ უჯრის მონიშვნით) ადასტურებს, რომ სურს კომპანიის მიერ შეთავაზებული სერვისით სარგებლობა.

თითოეული მომხმარებელი, რომელსაც სურს კომპანიის პლატფორმით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. კომპანიის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებებიამ პირობებში მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე.

პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს, მუშავდება ვებ-გვერდზე განსაზღვრული/განთავსებული კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.

შპს „ფლაი ჯი“ ხელშეკრულებას დებს წინამდებარეწესებსა და პირობებში მოცემულ განცხადებებზე, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე წესებსა და პირობებში გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველიაშპს „ფლაი.ჯის“ მიერ ხელშეკრულებითა და პირობებით გათვალისწინებული ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად.

 

 

1. ტერმინთა განმარტებები

 

 

  1. წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გამონაკლისის სახით სხვაგვარად არ არის მითითებული:

ვებგვერდი,პლატფორმა - კომპანიისმიეროპერირებადი ვებგვერდიwww.FLY.ge

მმართველი კომპანია/კომპანია, სერვისის მიმწოდებელი - შპს „ფლაი.ჯი“ (ს/ნ 405424964) (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რეგისტრაციის თარიღი 27/11/2020) იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, იოსებიძის ქუჩა, N 49 (ნაკვ.17/1)/ ქუთათელის ქუჩა, N3; ფაქტობრივი მისამართი:


 

საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, იოსებიძის ქუჩა, N 49 (ნაკვ.17/1)/ ქუთათელის ქუჩა, N3.

ელექტრონული ფოსტა: info@fly.ge ; ცხელი ხაზი: +995 32 240 17 17; +995 577 490086

პროდუქცია - კომპანიის მიერ ოპერირებად პლატფორმაზე www.FLY.ge შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული/შეთავაზებული ნებისმიერი ნივთი/მომსახურება, კერძოდ, ავიარეისების ძიებისა და დაჯავშნის ავტომატური სისტემა.

ბილეთი - დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გადაზიდვის შეთანხმებას მგზავრსა და ავიაგადამზიდავს შორის, რაც ანიჭებს მგზავრს უფლებას იმგზავროს კონკრეტული რეისით, ბილეთში მითითებული მიმართულებით, ელექტრონული ბილეთისა ან სხვა სახის დოკუმენტის მეშვეობით, რომელიც გაცემულიქნება ავიაგადამზიდავის (ავიაგადამზიდავების) ან მისი (მათი) ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ (რაც წარმოადგენს ბილეთში მითითებულ, ავიაგადამზიდავის (ავიაგადამზიდავების), გადაზიდვის შესახებწესებისა და ტარიფების საგანს). ხსენებული წესები, მომწოდებლის წესებთან ერთად, წარმოადგენენ ბილეთის მიღების პირობას და დასტურდება მგზავრის მიერ შესყიდვის გაკეთების მომენტში. ბარგის გადაზიდვისდროს, ბილეთი, ბარგის საჭდესთან ერთად, უნდა განხილულ იქნეს, როგორც ბარგის გადაზიდვის შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ჯავშანი - მომხმარებლის მიერ გამოხატული სურვილი, გამოიყენოს სერვისის მომწოდებლის მომსახურება მომწოდებლის სისტემაში, რომელიც ავიაგადამზიდავის მიერ დადასტურებულია და შესაბამისად რეგისტრირებულია ჯავშანი;

დამადასტურებელი წერილი ელექტრონული შეტყობინება, რომელიც ეგზავნება მომხმარებელს ელექტრონულ ფოსტაზე ჯავშნის შექმნისა და ავიაბილეთის შეძენის შემდეგ, იდენტიფიცირებულს მომწოდებლის სისტემის მიერ;

მომხმარებელი/მგზავრი - ნებისმიერი იურიდიული პირი ან 18 წლის ასაკს მიღწეული, სრულწლოვანი, ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელიც იყენებს პლატფორმის ფუნქციებს და რომელსაც სთავაზობენ ან რომელიც იძენს www.FLY.ge ვებგვერდზე განთავსებულ პროდუქციას/მომსახურებას/ჯავშნის ბილეთს.

მესამე პირი - ნებისმიერიფიზიკური ან იურიდიული პირი გარდა კომპანიისა და მომხმარებლისა.

მხარეები მმართველი კომპანია და მომხმარებელი.

ავიაგადამზიდავი - საქმიანობის შესაბამისი მოქმედი ლიცენზიის მქონე საჰაერო სატრანსპორტო კომპანია, რომელიც მითითებულია მომხმარებლის ბილეთში.

ავიაგადამზიდავის შეთანხმება - ავიაგადამზიდავის ვალდებულება, გადაიყვანოს მომხმარებელი დანიშნულების ადგილას, მგზავრის ბილეთში მითითებული სატრანსპორტო საშუალების, დროისა და მიმართულების შესაბამისად.

ავიაგადამზიდავის ბარგის გადაზიდვის შესახებ შეთანხმება - ავიაგადამზიდავის ვალდებულება, გადაზიდოს მგზავრის ტვირთი დანიშნულების ადგილას. შეთანხმების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს მომხმარებლისათვის გამოწერილი ბილეთი. ავიაგადამზიდავის გადაზიდვის პირობები არის მომხმარებლის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის პირობები, რომლებიც თან ახლავს კონკრეტულ მარშრუტს ან მხოლოდ მის ნაწილს და შეთავაზებულია ავიაგადამზიდავის მიერ.


 

ბარგი - მგზავრის კუთვნილი ნივთები/საქონელი, რომლის ჩაბარებაც ხდება რეგისტრაციის გავლის შემდეგ.

ხელბარგი - მგზავრის კუთვნილი ნივთები/საქონელი, რომელთა ატანა დაშვებულიათვითმფრინავის ბორტზე, მგზავრსადა ავიაგადამზიდავს შორის გაფორმებული ბარგისგადაზიდვის შეთანხმების შესაბამისად;

პირადი   ანგარიში  (პროფილი)- მომხმარებლის მიერ კომპანიის პლატფორმაზე www.FLY.ge

რეგისტრირებული ანგარიში/პირადი გვერდი

დისტანციური ხელშეკრულება − ხელშეკრულება, რომელიც დადებულია მმართველ კომპანიასა და მომხმარებელს შორის მხოლოდ დისტანციური კომუნიკაციის საშუალებისგამოყენებით, დისტანციური ნასყიდობის ან მომსახურების მიწოდების ორგანიზებული სქემის მეშვეობით და არ მოითხოვს მომხმარებლისა და მოვაჭრისფიზიკურ თანაყოფობას. ამასთანავე, ხელშეკრულება დისტანციურ ხელშეკრულებად არ მიიჩნევა, თუ მომხმარებელი და მოვაჭრე ხელშეკრულების პირობებზე სარეწში შეთანხმდნენ და ხელშეკრულება დისტანციურად მხოლოდ ამის შემდეგ დაიდო

რეგისტრაცია - მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე სპეციალური პროცედურის გავლა და ანგარიშის შექმნა პროდუქტის შესყიდვის ან/და მომსახურების მიღების მიზნით;

ავტორიზაცია - მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წინამდებარე წესებითა და პირობებით განსაზღვრული წვდომა

გასაყიდი ფასი - საქონლისან მომსახურების ერთეულის ან განსაზღვრული რაოდენობის საბოლოო ფასი, დამატებული ღირებულების გადასახადისა და სხვა გადასახადების ჩათვლით

განცხადება - საიტზე განთავსებული ინფორმაცია გასაყიდი პროდუქციის შესახებ

პერსონალური მონაცემი - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით;

GDS (Global Distribution Systems) - ონლაინ დაჯავშნისსისტემები (Amadeus, Galileo, etc..).

  1. ტერმინები, რომლებიც არ არის მითითებული მოცემულ წესებში, რეგულირდება საქმიანობის მარეგულირებელი შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით.

 

 

2. რეგისტრაციის/საიტზე ავტორიზაციის წესები

 

 

  1. კომპანიისმიერ შეთავაზებული სერვისებით სარგებლობის მიზნით მომხმარებელი ვალდებულია, გაიაროს ვებგვერდზე www.FLY.ge რეგისტრაცია/ავტორიზაცია.


 

  1. მომხმარებელი ვალდებულია ვებგვერდზე რეგისტრაციისას მიუთითოსმხოლოდ და მხოლოდ რეალური მონაცემები.
  2. ვებგვერდზერეგისტრაციისას სხვა პირის მონაცემების მითითება აკრძალულია. ასეთი შემთხვევის არსებობისას, მმართველი კომპანია უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს და გაუუქმოს ანგარიში მომხმარებელს. მომხმარებელს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე შეუძლია პროდუქტის შეძენის პროცესში და ასევე შეძენამდეც.
  3. სარეგისტრაციო ფორმის შევსება ხორციელდება შემდეგი მონაცემების მითითებით:
    1. მომხმარებლის სახელი, გვარი
    2. მომხმარებლის ტელეფონის ნომერი
    3. მომხმარებლის ელექტრონული ფოსტა
    4. სისტემაში შესასვლელი პაროლი
    5. სისტემაში შესვლა/ავტორიზაცია შესაძლებელია შემდეგი გზებით:
      • სოციალურიქსელით
      • Google-ით
      • ელექტრონული ფოსტით
    6. მომხმარებელი რეგისტრაციით ადასტურებს/იძლევა გარანტიას, რომ:

ა) უზრუნველყოფს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტეს და მის განახლებას. კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულზიანზე. კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა.

 

ბ) არ გამოიყენებს მომხმარებლის სახელში ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელ/დისკრიმინაციულ ფრაზას.

 

გ) მის მიერ პირადი ანგარიშის (პროფილის) გახსნით არ არღვევს არანაირ კანონს, რეგულაციას ან მესამე პირთა უფლებებს. იგი ვალდებულია დაიცვასკომპანიის ინტერესები და აუნაზღაუროს კომპანიას მომხმარებლის მიერ წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

დ) იკისრებს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისისახელითა და მითითებითახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ კომპანიას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, მომხმარებელს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე.


 

ე) ყოველთვის უსაფრთხოდშეინახავს მისი პირადი ანგარიშის (პროფილის) წვდომის კოდებს და არასდროს გაუმჟღავნებს მათ მესამე პირებს. ამასთან, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, კომპანია რეკომენდაციას აძლევს მომხმარებელს, შეარჩიოს რთული პაროლი, რომელიც შედგება ციფრების, სხვადასხვა სიმბოლოებისა და ასოებისაგან და პერიოდულად უზრუნველყოს მისი განახლება.

 

ვ) არის სული ქმედუნარიანობის მქონე პირი და მოქმედებს ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე და იგი არ იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან სხვა ნებისმიერი პრეპარატის ზემოქმედების ქვეშ, რომელიც გამორიცხავს მისი თავისუფალი ნების გამოვლენას. მომხმარებელი ასევე ადასტურებს, რომ მასზე არ განხორციელებულა რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება, როგორიცაა მუქარა, ზეწოლა, ძალადობა და სხვა და იგი სრულად აცნობიერებს თავისი ნების გამოვლენის შინაარსა და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს.არ დაარღვევს სხვა პირის უფლებებს, კანონსაწინააღმდეგო და ზიანის მიმყენებელი ქმედებით.

 

ზ) არ განახორციელებს ისეთ ქმედებას,რომელიც საფრთხეს შეუქმნისwww.FLY.ge-ის გამართულ ფუნქციონირებას.

 

თ) არ განახორციელებს ქმედებას, რომელიც იკრძალება მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე ხელშეკრულებითა და www.FLY.ge-ის კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკით.

 

ი) არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსაან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში).

 

კ) იგი ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

 

ლ) სერვისის მომწოდებლის სისტემაში ბილეთების დაჯავშნისას და სხვა მომსახურებების შეკვეთისას, გადაამოწმებს სისტემაში შეყვანილ პირადი მონაცემებს და ჯავშნის დეტალებს (მაგალითად, სახელისა და გვარის მართლწერა, რეისის მიმართულება, თარიღები, ღირებულება და სხვა).

 

მ) რეისთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის (ბილეთი და სხვა საბუთები) მიღებისას, დაუყოვნებლივ გადაამოწმებს მათ სისწორეს და რეისის პირობებს.

 

ნ) თუ მოქმედებს მესამე პირის დავალებით, არის პასუხმგებელი მონაცემების კანონიერი გზით, მესამე პირის ნების შესაბამისად, მოპოვებასა და მხოლოდ კანონიერი მიზნების შესაბამისად მოქმედებაზე.

 

ო) გააჩნია ავიაბილეთის დაჯავშნის/შეძენის, წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების, შემდგომი ტრანზაქციების უფლებამოსილებადა ყველაშესაბამისი დოკუმენტი/ნებართვა/უფლება/ლიცენზია და იგი აგებს პასუხს წინამდებარეგარანტიის მცდარობის/დარღვევის ყველაშედეგზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.


 

პ) თუ მას აღარ სურს გრძელვადიანი ურთიერთობის ფარგლებში ვებ-გვერდით სარგებლობა ან/და მომსახურების მიღება ან/და შეძენა იგი განახორციელებს რეგისტრაციის გაუქმებას (მისი არსებობის შემთხვევაში).

  1. რეგისტრაციის დასასრულებლად საჭიროა, რომ მომხმარებელი დაეთანხმოს ვებ-გვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებს, ასევე თანდართულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
  2. მომხმარებლის მიერ ბილეთის დაჯავშნისა და შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ, ხდება ბილეთის გამოწერა. მომხმარებელს ბილეთი ეგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე.
  3. მომხმარებლის მიერ ელექტრონული ბილეთის გამოწერა ადასტურებს, რომ მომხმარებელი გაეცნო ავიაგადამზიდავის ტრანსპორტირების პირობებს და დაეთანხმა აღნიშნულ პირობებს ბილეთის შეძენამდე.

 

 

3. მომსახურების სახე და პირობები

 

 

  1. სერვისის მომწოდებელი, შპს „ფლაი.ჯი“, შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, სერვისის მომწოდებლის ავტომატური სისტემისა და ინტერნეტ ვებ-გვერდის www.FLY.ge-ის მეშვეობით, მოიძიოს, დაჯავშნოს და მიიღოს შესაბამისი მიმართულების რეისის ბილეთი და, სურვილისამებრ, შეუკვეთოს ის დამატებითი მომსახურებები, რომელსაც სთავაზობს მას მომწოდებლის სერვისი. მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს მომწოდებლის ავტომატური სისტემისა (ბილეთების მოძიება, დაჯავშნა, მიღება) და, შესაბამისად, მის მიერ შეკვეთილი დამატებითი მომსახურებების გამოყენების გადასახადი, დეკლარირებული წესებისა და სპეციალური პირობების შესაბამისად.
  2. ყოველგვარი ბუნდოვანების აღმოფხვრისმიზნით, სერვისის მომწოდებელი, შპს „ფლაი.ჯი“,თავად არ უზრუნველყოფს მგზავრთა გადაზიდვებს; ბილეთში მითითებულ გადაზიდვებს აწარმოებს (აწარმოებენ) ავიაგადამზიდავი (ავიაგადამზიდავები); სერვისის მომწოდებელი არ არის პასუხისმგებელი ბილეთში მითითებულ გადაზიდვისა ან/და დამატებით შეკვეთილ მომსახურებაზე, რომელსაც სთავაზობსმომხმარებელს ავიაგადამზიდავი.
  3. სერვისის მომწოდებელი, შპს „ფლაი.ჯი“, იტოვებს უფლებას, დააწესოს/შეცვალოს თავისი მომსახურების ტარიფები საკუთარი შეხედულებებისამებრ. თუ მომხმარებელი იძენს სერვისის მომწოდებლის მომსახურებას ტარიფების ცვლილებამდე, შემდგომში განხორციელებულიცვლილებები მას უკვე აღარ შეეხება.
  4. ანგარიშსწორება შესაძლოა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების გზით.


 

  1. უნაღდო ანგარიშსწორებისას - პროდუქტის ღირებულების დაფარვას მომხმარებელი უზრუნველყოფს შეკვეთის განხორციელების მომენტში ვებ-გვერდზე ჩართული ელექტრონული კომერციის გამოყენებით ან კომპანიის მიერ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე გადარიცხვის გზით.
    1. გადახდა ჩაითვლება შესრულებულად მხოლოდ მას შემდეგ, რაც თანხა აისახება კომპანიის სისტემაში.
    2. კომპანია აქვს უფლება განახორციელოს შემომავალი გადახდების მონიტორინგი და იმ შემთხვევაში თუ გაჩნდა ეჭვი იმისა, რომ ადგილი აქვს თაღლითურ ქმედებას, უარი თქვას მომხმარებლისათვის სერვისის მიწოდებაზე და მიმართოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს
    3. ბილეთის შეძენისას გაიცემა შესყიდვის დამადასტურებელი საბუთი კომპანიის მიერ.

 

  1. კომპანიისთვის გადახდილი მომსახურების თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.

 

  1. პროდუქტის ღირებულებას შესაძლოა დაემატოს სხვადასხვა საკომისიო ან/და მომსახურების საფასური.
  2. ანგარიშსწორების განხორციელებამდე მომხმარებელი ვალდებულია გადაამოწმოს მის მიერ მითითებულისაკონტაქტო ინფორმაცია. არასწორი/არასრული საკონტაქტო ინფორმაციის მითითების შემთხვევაში პროდუქციის მიწოდების შეფერხების თაობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
  3. პროდუქტის შეძენამდე მნიშვნელოვანია ყველა ტექნიკურ მახასიათებლთან გაცნობა, რომ სწორად დადგინდეს პროდუქტის შესაბამისობამომხმარებლის წინაშე არსებულ საჭიროებებთან

3.11. პროდუქტის შეძენამდემომხმარებელი ვალდებულია გაეცნოსპროდუქტის დაბრუნებისა და გაუქმების პოლიტიკას. შეკვეთისპროცესის დასრულებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ ეთანხმება მმართველი კომპანიის დაბრუნებისა და გაუქმების პოლიტიკას.

 

 

 

4. კომპანიის უფლებამოსილებები და პასუხისმგებლობა

 

 

  1. კომპანია პასუხს არ აგებს არასწორად მოწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე მომხმარებლისთვის ან/და მესამე პირებისთვის მიყენებულ ნებისმიერ ზიანზე/ზარალზე.

 

  1. კომპანია არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერ დანაკარგზე ან ზიანზე, რომელიცყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გამოწვეულია (ა) ტექნიკური დეფექტით, ელექტრონული გადაცემის ხარვეზით, პროგრამაში, ელექტრონულსისტემებში და სხვა ელექტრონულ საშუალებებში უკანონო შეღწევით; (ბ)


 

პროგრამული შეფერხებით; (გ) პროგრამაში სამუშაოდ გამოყენებულიმოწყობილობის გაუმართაობით; (დ) ელექტრონული ვირუსით ან ვირუსებით, რომელიც შეიძლება აღმოაჩნდეს ელექტრონულ მოწყობილობებს, რომლებსაც მომხმარებელი იყენებს www.FLY.ge-ის მომსახურების მისაღებად.

 

  1. ვებ-გვერდის მოხმარების წესებისა და პირობებისდარღვევის შემთხვევაში მმართველი კომპანია უფლებამოსილია დაბლოკოს დამრღვევი მომხმარებლის ანგარიში.

 

  1. კომპანია გამორიცხავს როგორც თავის, ასევე მისი ყველა თანამშრომლის, ნებისმიერ პასუხისმგებლობას წინამდებარე დოკუმენტისა და მოქმედი კანონმდებლობის მომხმარებლის მიერ ბრალეულიდარღვევის შემთხვევაში.

 

  1. კომპანიაიხსნის სრულ პასუხისმგებლობას გაუფრთხილებლობის შედეგად დამდგარ ზიანზე, ასევე იმ შემთხვევებზე, როდესაც მესამე პირისათვის გახდა ცნობილი მომხმარებლის ავტორიზაციისათვის საჭირო ინფორმაცია.

 

  1. კომპანია ვალდებულია დაექვემდებაროს წინამდებარე წესებს.

 

  1. კომპანია ვალდებულია გაითვალისწინოს ავიაგადამზიდავის მოთხოვნები ავიაბილეთების დაჯავშნასთან დაკავშირებით.

 

განსაკუთრებული   პირობა:   კომპანია   არ    არის    პასუხისმგებელი    ავიაგადამზიდავის   მიერ, მომხმარებლისათვის ან მესამე პირისთვის გაწეული სერვისისხარისხზე.

 

  1. კომპანია არ არის პასუხისმგებელი იმ ხარვეზებზე (შეცდომები ბილეთის ღირებულების მითითებისას, ტექნიკური პრობლემები, მონაცემთა ბაზის შეცდომები, ცვლილებები GDS-ის ან ავიაგადამზიდავის სისტემებში), რომელთაც, შესაძლოა, ჰქონდეს ადგილი ავიაგადამზიდავის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შედეგად, კერძოდ და არა მხოლოდ, ავიაგადამზიდავმა ვერ მოიძია ჯავშნის შესახებ ინფორმაციათავის ინფორმაციულ სისტემაში, მაგრამ გაააქტიურა ბილეთი სერვისის მომწოდებლის სისტემაში, ავიაგადამზიდავმა შეცდომით მიანიშნა თავისუფალი ადგილების რაოდენობა ან გადაზიდვის პირობები და ა.შ.

 

  1. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მგზავრის ბარგის დაზიანებაზე, ბარგის გაცემის დაგვიანებაზე ან დაკარგვაზე, რეისის გაუქმებაზე, რეისის ფრენის დროსა და თარიღის ცვლილებაზე და სხვა საკითხებზე, რომლებიც შედის ავიაგადამზიდავის კომპეტენციაში და წარმოადგენს მის პასუხისმგებლობას. ავიაგადამზიდავსა და მგზავრს შორის ურთიერთობა წარმოადგენს დამოუკიდებელ ურთიერთობას.


 

  1. კომპანია ვალდებულია მოახდინოს მომხმარებლის ელექტრონული ინფორმირება, მომხმარებლის მიერ მიწოდებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ავიაგადამზიდავის ფრენის განრიგში მომხდარი ცვლილებების შესახებ.

 

  1. კომპანია არ არის პასუხისმგებელი იმ შემთხვევებზე, როდესაც ტექნიკური მიზეზებისა თუ დროებითი ხარვეზის გამო, მომხმარებელმა ვერ შეძლო ჯავშნისგაკეთება (დაჯავშნის პროცესის დასრულება) ან ბილეთის აქტივაციის ფაქტის დამოწმება.

 

  1. კომპანია არ არის პასუხისმგებელი, თუ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება გამოწვეული იყო დაუძლეველი ძალის მოქმედებით (ხანძარი, აფეთქება, ავარია, ეპიდემია, პანდემია,წყალდიდობა და სხვა ფორს-მაჟორული გარემოებები).

 

  1. კომპანია მოქმედებს იმ წესებსა და გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით, რომლებიც შემუშავებულია კონკრეტული ავიაგადამზიდავის მიერ ფორს-მაჟორული სიტუაციებისათვის.

 

  1. კომპანია უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ, ცალმხრივად შეცვალოს პროდუქტის შეძენის ან/და ანგარიშსწორების წესები.

 

  1. კომპანია და მომხმარებელი თანხმდებიან, რომ ყველა პრეტენზია ავიაგადამზიდავის შეთავაზებასა თუ პირობებზე წარედგინება ავიაგადამზიდავს. მომხარებელი აცხადებს, რომ მისთვის მკაფიოდ და ცალსახადარის ცნობილი, რომ კომპანია ავიაგადამზიდავის მიერ მომსახურების შესრულებასა და მის ხარისხზე პასუხისმგებელი არ არის.

 

 

 

  1. მომხმარებლის უფლებები და მოვალეობები

 

 

  1. მომხმარებელი ვალდებულია, ფლობდეს დაზუსტებულ ინფორმაციას იმ საბუთების შესახებ, რომელიც მას ესაჭიროება მგზავრობისას (მაგ. ესაჭიროება მას პასპორტი თუ პირადობის მოწმობა მგზავრობისას, პასპორტის მოქმედების ვადები, ვიზის აუცილებლობა დანიშნულების ადგილას ან სატრანზიტო გადაჯდომებისას, არასრულწლოვანთა მგზავრობის პირობები მშობლებთან თუ მეურვეებთან ერთად, კოვიდპასპორტის აუცილებლობა საზღვრის გადაკვეთისას, PCR ტესტის შედეგები და ა.შ,). მგზავრობისას,მგზავრმა თან უნდაიქონიოს მგზავრობისათვის აუცილებელი ყველა დოკუმენტი და დაექვემდებაროს ავიაგადამზიდავის მიერ საბუთში მითითებულ წესებსა და პირობებს. სერვისის მომწოდებელი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.


 

  1. მომხმარებელი თავად იღებს პასუხისმგებლობას ნებისმიერ სახის ხარჯზე, რომელსაც,შესაძლოა, ადგილი ჰქონდესსატრანზიტო აეროპორტში.
  2. ავიაბილეთის შეძენის შემდეგ,ავიაბილეთის გაცვლა/დაბრუნებაზე მოქმედებს ავიაგადამზიდავის მიერ დადგენილი წესები და პირობები. თუ ბილეთის პირობებში არ არის მოცემული განმარტება ზემოაღნიშნულის თაობაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ გადამზიდავის წესებისა და პირობების თანახმად, ბილეთი გაცვლას/დაბრუნებას არ ექვემდებარება.
  3. ბილეთში მითითებულ პირობებთან დაკავშირებით, მომხარებლის საფუძვლიანი პრეტენზიის შემთხვევაში, კომპანიის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მხოლოდ საფუძვლიანი პრეტენზიის ავიაგადამზიდავისთვის მიწოდებით.
  4. წარმატებული დაჯავშნის შედეგად, მომხმარებელი მიიღებს ჯავშნის ნომერს. ჯავშნის ნომრის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და გამოიყენება მხოლოდ მომხმარებლის ან მგზავრის იდენტიფიცირებისათვის.
  5. ვებ-გვერდზე შეძენილი სერვისის მოწოდებასთან დაკავშირებული პრეტენზიის შემთხვევაში, მომხარებელი უფლებამოსილია, გამოიყენოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები.

 

 

 

 

6. შეძენილი ბილეთის გადაცვლის და გაუქმების პირობები/დაბრუნების პოლიტიკა

 

 

  1. ვებ-გვერდზე www.Fly.ge შეძენილი ბილეთისგადაცვლის ან გაუქმების პირობები,დამოკიდებულია იმ ავიაკომპანიის წესებზე, რომლის ბილეთიც შეიძინამომხმარებელმა და განსხვავდება, თითოეული ავიაკომპანიის შემთხვევაში.

შესაბამისადგთხოვთბილეთის გადაცვლის ან გაუქმების საჭიროებისასწინასწარ დაუკავშირდით შპს ფლაი.ჯის“ დახმარების ჯგუფსჩატში ან ვებ-გვერდზე მითითებულ ნომერზე.

შპს ფლაი.ჯი“ არ არის პასუხისმგებელი ბილეთის დაბრუნებასთანავიაკომპანიის კომუნიიკაციასა ან/და ბილეთის დაბრუნებასთან დაკავშირებულ სხვა ტექნიკურ დეტალებზე.

  • შენიშვნაგაითვალისწინეთ, რომ თანხის დაბრუნება უნდა შეუთანხმდეს ავიაკომპანიას და შეიძლებაგაგრძელდეს 3 თვის განმავლობაში.
  • გახსოვდეთ, რომ თქვენიბილეთი გაუქმდება მას შემდეგ, რაცდაეთანხმებით გაუქმების პირობებს დამომსახურების საკომისიოს გადახდას (ასეთისარსებობის შემთხვევაში).
  • ავიაბილეთის გაუქმების თაობაზე მოთხოვნის განხორციელებისას თქვენ დაგიბრუნდებათ თანხა, თქვენ მიერ ამ თანხის დადასტურების შემდეგ და ავიაკომპანიის გადაწყვეტილების შესაბამისად.


 

  • თუ ავიაკომპანია არ დაადასტურებს ჯარიმების გარეშე დაბრუნების შესაძლებლობას, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ დაბრუნება სატარიფო წესების მიხედვით.
    1. თანხის დაბრუნებისას მომსახურების საფასური და გადახდის საკომისიოები არ ექვემდებარება დაბრუნებას, დაბრუნების თანხა გამოითვლება მგზავრის მიერთანხის დაბრუნების მოთხოვნის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

შენიშვნადაბრუნების მოთხოვნებსა და წინაპირობებს ადგენენ ავიაკომპანიები, ხოლო კომპანია არის მხოლოდ შუამავალი მგზავრსა და ავიაკომპანიას შორის. ამგვარად, ავიაკომპანიის ნებისმიერ მოთხოვნას თქვენ შეგატყობინებთ შპს „ფლაი.ჯის“ კლიენტთა მომსახურების სამსახური.

  • ბილეთის დაბრუნების საკითხს შესაბამისი ავიაკომპანია განიხილავს და წყვეტს საკუთარი შიდა პოლიტიკის, წესებისა და პირობების ან/და სხვა რელევანტური რეგულაციების შესაბამისად; კომპანიაარ არის პასუხისმგებელი ავიაკომპანიის გადაწყვეტილებებზე.

ბილეთისთვის გადახდილი თანხის დაბრუნებისთვის შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი დოკუმენტები:

  • რეისის გაუქმება ან 3 + საათი ხანგრძლივობის ფრენის გადადების შემთხვევაში: თანხის დაბრუნების მოთხოვნასთან ერთად, აუცილებელია რეისის გადადების/გაუქმების ოფიციალური დადასტურება, რომელიც მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ავიაკომპანიის წარმომადგენლისაგან აეროპორტში.
  • ვიზის გაცემაზე უარის შემთხვევაში: საჭიროათანხის დაბრუნების აპლიკაციას დაურთოს მომხმარებელმა ვიზის გაცემაზე უარის დადასტურებელი დოკუმენტი, პასპორტის პირველი გვერდის ასლი და პასპორტში უარის ბეჭდის შემცველიგვერდის ასლი. ვიზაზეუარის გამო თანხის სრულად დაბრუნებისმოთხოვნა უნდა გაიგზავნოს არაუგვიანეს 72 საათისა ფრენის პირველივე სეგმენტის დაწყებამდე (გამგზავრებამდე);
  • მგზავრის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობის/სიკვდილი შემთხვევაში, რომელსაც უნდა ემოგზაურა მგზავრთან ერთად: აპლიკაციას უნდა დაურთოს მომხმარებელმა სამედიცინო/გარდაცვალების მოწმობა,დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ოჯახურ კავშირს მგზავრებს შორის; ადგილზე არ გამოცხადება ან ფრენაზე დაგვიანება (თუ ადგილები უკვე არ გააუქმა ავიაკომპანიამ ან FLY.GE-ის აგენტმა მგზავრის მოთხოვნით გამგზავრებამდე): მგზავრის არგამოცხადების ან დაგვიანების ფაქტი უნდა მიეთითოს თანხის დაბრუნების მიზეზად .
  • კოვიდ ინფიცირების შემთხვევაში კოვიდ დადებითის დამადასტურებელი დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან ქართულ და ინგლისურ ენაზე.

 

 

7. კონფიდენციალურობის პოლიტიკა

 

 

  1. კომპანიის კონტროლირებად პლატფორმაზე/ვებ-გვერდზე www.Fly.ge ხელმისაწვდომია თანდართული ფაილის სახით წარმოდგენილი კონფიდენციალურობის პოლიტიკა.


 

  1. კონფიდენციალობის პოლიტიკა ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებულ და კომპანიაში არსებულ მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც კომპანია უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვასა და დამუშავებას.

 

  1. ვებ გვერდზეwww.Fly.ge რეგისტრაციით და წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და დაეთანხმა კონფიდენციალურობის პოლიტიკას და კომპანიის ვებ-გვერდით სარგებლობის ყველა პირობას

 

 

  1. მოქმედების ვადა და შეწყვეტის წესი

 

  1. წინამდებარე წესები და პირობები და მისი დანართები, ასევე მასში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება/დამატება,მოქმედებს მომხმარებლის მიერ ანგარიშისგაუქმებამდე.

 

  1. წინამდებარე დოკუმენტის მოქმედება შესაძლებელია შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და წინამდებარე წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე მომხმარებლის ინიციატივით ნებისმიერ დროს, შეწყვეტის მომენტისათვის კომპანიის წინაშე არსებული ნებისმიერი სახის დავალიანების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად დაფარვის შემდეგ.

 

 

  1. მარეგულირებელი კანონმდებლობა

 

  1. წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

  1. მხარეთაშორის წამოჭრილი ნებისმიერი სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში საქმეს განიხილავს საქართველოს სასამართლო.

 

 

10. დასკვნითი და გარდამავალი დებულებები

 

  1. თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე;

 

  1. წინამდებარე წესები და პირობები, მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები ერთად წარმოადგენს ერთიან დამთლიან შეთანხმებას ვებ-გვერდთანან/და სერვისებთან დაკავშირებითდა ანაცვლებს ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთანდაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, აღქმას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსადა გარანტიებს.


 

  1. კომპანიაუფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ ხელშეკრულებაში და კონფიდენციალობის პოლიტიკაში მომხმარებლის შემდგომი დამატებითითანხმობის გარეშე. ზემოთ ხსენებული ცვლილების შემდეგ ვებგვერდის და მომსახურების გამოყენების გაგრძელება ჩაითვლება მომხმარებლის ხელშეკრულების ცვლილებებზე თანხმობად.

 

  1. მომხმარებელი უფლებამოსილია კომპანიის ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსებიდან 10 (ათი) კალენდარული ვადაში ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ამ წესებისა და პირობების მოქმედება კომპანიის მიმართ წერილობითი შეტყობინების განხორციელების საფუძველზე.

 

  1. ის საკითხები,რომლებიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე წესებითა და პირობებით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

 

  1. ნებისმიერი საკითხის დასაფიქსირებლად მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის კლიენტთა მომსახურების ცენტრს ნომერზე +995 32 240 17 17; +995 577 490086 ანმიმართოს კომპანიას ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის გზით ელ.ფოსტაზე info@fly.ge .