კონფიდენციალურობის პოლიტიკა

 

წინამდებარე პოლიტიკის საფუძველზე რეგულირდება მომხმარებელთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესი და უზრუნველყოფილია მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვა ნებისმიერი მესამე პირის მიერ არასანქცირებული წვდომისგან.

კომპანია პასუხისმგებლობით ეკიდება მის კონტროლირებად ვებგვერდზე თითოული მომხმარებლის ვიზიტსა და იმ ინტერესს, რომელსაც მომხმარებელი ვებგვერდზე განთავსებული პროდუქტების მიმართ იჩენს.

ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, კომპანია პასუხისმგებლობას იღებს, რომ იზრუნოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებაზე, გამოიყენოს მონაცემები მხოლოდ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და უზრუნველყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის განუხრელად დაცვა.

აპლიკაციით სარგებლობისას პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობები განსაზღვრულია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით.

 

 

ტერმინთა განმარტება

მმართველი კომპანია/კომპანია, მოვაჭრე, სერვისის მიმწოდებელი - შპს „ფლაი.ჯი“ (ს/ნ 405424964) (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რეგისტრაციის თარიღი 27/11/2020) იურიდიული მისამართი:საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, იოსებიძისქუჩა, N 49 (ნაკვ.17/1)/ ქუთათელის ქუჩა, N3; ფაქტობრივი მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, იოსებიძის ქუჩა, N 49 (ნაკვ.17/1)/ ქუთათელის ქუჩა, N3. ელექტრონული ფოსტა: info@fly.ge ; ცხელი ხაზი: 032 2401717;577 490086

ვებგვერდი - კომპანიის მიერ ოპერირებადი ვებგვერდი www.FLY.ge

პერსონალური მონაცემი (შემდგომ− მონაცემი) − ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.

მონაცემთა დამუშავება − ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ,შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის,


 

გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება

მონაცემთა ავტომატური დამუშავება − მონაცემთა ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით დამუშავება

მონაცემთა სუბიექტი − ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება

თანხმობა − მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა განსაზღვრული მიზნით დამუშავებაზე ზეპირად, სატელეკომუნიკაციო ან სხვა შესაბამისი საშუალებით გამოხატული ნებაყოფლობითი თანხმობა, რომლითაც შესაძლებელია ნათლად დადგინდეს მონაცემთა სუბიექტის ნება

მესამე პირი − ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება, გარდა მონაცემთა სუბიექტისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვისსამსახურისა, მონაცემთა დამმუშავებლისადა უფლებამოსილი პირისა

პირდაპირი მარკეტინგი − ფოსტის, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის ან სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებით საქონლის, მომსახურების, დასაქმების ან დროებითი სამუშაოს შეთავაზება

ფაილური სისტემა − მონაცემთა სტრუქტურიზებული წყება, რომელშიც ისინი დალაგებული და ხელმისაწვდომია კონკრეტული კრიტერიუმის მიხედვით

საიდენტიფიკაციო ნომერი − პირადი საიდენტიფიკაციო ნომერი ან კანონით განსაზღვრული, ფიზიკურ პირთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა საიდენტიფიკაციო ნომერი, რომლითაც შესაძლებელია ფაილური სისტემიდან (სადაც საიდენტიფიკაციო ნომერი ასევე დამუშავებულია) მონაცემთა მოძიება ან გამჟღავნება;

 

 

 

1. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესის მხარეები

 

 

1.1. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სუბიექტს წარმოადგენს მომხმარებელი მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის გადაწყვეტს აპლიკაციის ან/და ვებგვერდის მეშვეობით განახორციელოს განთავსებული პროდუქტის ონლაინ შეძენა და ამ მიზნით უზრუნველყოფს აპლიკაციაში/ვებგვერდზე რეგისტრაცია-ავტორიზაციას.

1.2.  პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებელს წარმოადგენს:

შპს „ფლაი.ჯი“ (ს/ნ 405424964) (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რეგისტრაციის თარიღი 27/11/2020) იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, იოსებიძის ქუჩა, N 49 (ნაკვ.17/1)/ ქუთათელის ქუჩა, N3; ფაქტობრივიმისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი,


 

იოსებიძის ქუჩა, N 49 (ნაკვ.17/1)/ ქუთათელის ქუჩა, N3. ელექტრონული ფოსტა: info@fly.ge; ცხელი ხაზი: 032 2401717;577 490086.

1.3. მონაცემთა შეგროვების მიზნის მიუხედავად, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის შეიძლება დამუშავდეს შემდეგი მონაცემები: სახელი (სახელები), მისამართი, ტელეფონის ნომერი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი, სქესი, დაბადების თარიღი და სხვა დამატებით ნებაყოფლობით შესავსები ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ.

 

 

 

 

2. მონაცემთა დამუშავების საფუძვლები

 

  1. კომპანიის მიერ მომხმარებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საფუძვლებია:
    1. მონაცემთა სუბიექტის თანხმობა
    2. მონაცემთა    დამუშავება     საჭიროა     მონაცემთა    დამმუშავებლის     მიერ      მისთვის კანონმდებლობით/ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად
    3. მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტისთვის  მომსახურების გასაწევად
    4. კომპანიისა და მომხმარების კანონიერი ინტერესების დაცვა
    5. მომხმარებელი არც კანონით და არც ხელშეკრულებით არ არის ვალდებული მიაწოდოს კომპანიას თავისი პერსონალური მონაცემები. მხოლოდ მათზე მიუწვდომლობამ შესაძლებელია გამოიწვიოს ის, რომ მომხმარებელი ვერ შეძლებს ან სრული მოცულობით ვერ შეძლებს კომპანიის აპლიკაციის მეშვეობით პროდუქტის ონლიან შეძენას ან/და სხვა მომსახურების მიღებას.

 

 

  1. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზანი

 

  1. კომპანია ახორციელებს შემდეგი პერსონალური მონაცემების დამუშავებას: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ელ. ფოსტა, მობილურის ნომერი, დაბადების თარიღი.
  2. კომპანიის ოპერირებადი აპლიკაციის/ვებგვერდის მეშვეობით არ ხორციელდება განსაკუთრებული კატეგორიის, ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემების დამუშავება. კომპანია არ ამუშავებსმომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც დაკავშირებულია საბანკო ოპერაციების წარმოებასთან, მაგალითად, როგორიცაა ბარათითი გადახდა, ინერნეტ განვადება, საბანკო გადარიცხვა. აღნიშნული ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი საფინანსო დაწესებულების მიერ.
  3. კომპანიასა და მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების,მათ შორისსამართლებრივი ვალდებულებების ეფექტურიშესრულების მიზნით, კომპანია ახორციელებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავებას შემდეგი მიზნებით:
    • მომხმარებელთან ურთიერთობის მართვა
    • ახალი პროდუქტებისა და სერვისების დანერგვა


 

  • მომხმარებელზე მორგებული ეფექტურიმარკეტინგული აქტივობების შემუშავება და განხორციელება
  • მომხმარებლის მიერ განხორციელებული შესყიდვების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება
  • კომპანიის სერვისებისა და პროდუქტების შესახებ მომხმარებლისთვის ინფორმაციის მოწოდება
  • ვებგვერდისა და მისი კომპონენტების ადაპტირება მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით
  • ვებგვერდის მომხმარებლების დაცვა და თაღლითური ქმედებების პრევენცია
  • მომხმარებლების  იმ    ჯგუფის     განსაზღვრა,   რომლისთვისაც   უნდა    განხორციელდეს სიახლეების შეთავაზება
  • კომპანიის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება
  • კომპანიის მიერ კანონისმიერი და სახელშეკრულებო ვალდებულებების ეფექტიანად და ჯეროვნად შესრულება
  • მომხმარებელთა უკუკავშირის მიღება და პრეტენზიებზე რეაგირება
  • ახალი პროდუქტების, სისტემების ან სერვისების დასატესტვა
  • კომპანიის პროდუქტებთან ან/და სერვისებთან დაკავშირებით მომხმარებლების ქცევის მონიტორინგი
  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის პრევენცია
  • მომხმარებლის გადახდების განსახორციელება და მართვა
  • პროდუქტებისა და მომსახურების განვითარების მიზნით კვლევებისჩატარება
  • სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოებისათვის მიწოდება ასეთის საჭიროების შემთხვევაში
  • კომპანიისა და კომპანიის მომხმარებლების რისკების მართვა
  • ვებგვერდზე აქტივობასთან დაკავშირებული სტატუსის შეტყობინებების გაგზავნა მომხმარებელთან, როგორებიცაა მაგ. შესყიდვის წარმატებულად განხორციელების ან განვადების დამტკიცების თაობაზე შეტყობინებები;
  • „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა ლეგიტიმური მიზნები

 

 

 

  1. პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის უფლება-მოვალეობები

 

  1. მომხმარებელი ვალდებულია მომსახურების მიღების მიზნითმიაწოდოს კომპანიას მის შესახებ სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია.
  2. მომხმარებელი ვალდებულია საკონტაქტო ინფორმაციის ან სხვა მონაცემების ცვლილების შემთხვევაში მიაწოდოს ინფორმაცია კომპანიას.
  3. მომხმარებელს, როგორც პერსონალურ მონაცემთა სუბიექტს, უფლება აქვს:
    • მოითხოვოს თავისი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავებაგანხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ
    • მოითხოვოს კომპანიასთან დაცული თავისი პერსონალური მონაცემების ასლის გადაცემა


 

  • მოითხოვოს პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ მის მიერ გაცემული თანხმობის გაუქმება
  • მოითხოვოს ინფორმაცია თავისი პერსონალურ მონაცემების მესამე პირებისათვის გადაცემის შესახებ
  • მოითხოვოს    ინფორმაცია   პერსონალური    მონაცემების   დამუშავების    მიზნისა    და სამართლებრივი საფუძვლების შესახებ
  • მოითხოვოს ინფორმაცია მონაცემთა შეგროვების გზების შესახებ
  • ნებისმიერ დროს მოითხოვოს მარკეტინგული შეტყობინებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოგზავნის შეწყვეტა. კომპანია პატივს სცემს მომხმარებლის სურვილს და ასეთი შეტყობინების მიღებისთანავე შევწყვეტს მომხმარებლის პირადი მონაცემების გამოყენებას პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის
  • ნებისმიერ დროს უარი განაცხადოს ან შეზღუდოს კომპანიის მიერ თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავება, რასთან დაკავშირებითაც უნდა აცნობოს კომპანიას ელექტრონული ფოსტის მისამართზე. კომპანია კისრულობს ვალდებულებას, ამგვარი შეტყობინების მიღებიდან 5-10 სამუშაო დღის ვადაში შეწყვიტოსმონაცემების დამუშავება. თუ მომხმარებელი არ ისურვებს პირადი ინფორმაციის გაცემას ან მოითხოვს ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტას, შესაძლოა, შეფერხდეს ან შეუძლებელი გახდეს კომპანიის მიერ მომხმარებლის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორისანგარიშის/პროფილის გამოყენება ან შესაბამისი მომსახურებების მიღება.
  • წარადგინოს პრეტენზია პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით, მათ შორის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ან სასამართლოში
  • მოითხოვოს მონაცემთა დაბლოკვა, თუ მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის განხილვა
  • მოითხოვოს მონაცემთა დაბლოკვა, თუ მონაცემები აღარ არის საჭირო მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა მომხმარებელს ისინი ესაჭიროება სამართალწარმოების მიზნით

 

 

 

 

  1. არასრულწლოვანი პირები
    1. კომპანია იტოვებს უფლებას ჰქონდეს წვდომა და შეამოწმოს მომხმარებლისგან მიღებული ნებისმიერი პერსონალური ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიისთვის გახდება ცნობილი, რომ ინფორმაციის გაზიარება მოხდა მომხმარებლის მიერ, რომელსაც არ მიუღწევია სრულწლოვანების ასაკამდე, კომპანიას უფლება აქვს არ გაითვალისწინოს ეს ინფორმაცია და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა წავშალოს ამ მომხმარებლის პირადიინფორმაცია კომპანიის მონაცემთა ბაზიდან.

 

5.1.აპლიკაციის/ვებგვერდის სერვისები არ არის შექმნილიან გამიზნული 18 წლამდე ასაკის პირებისთვის, პირებისთვის, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ მიუღწევიათ კანონით განსაზღვრულ სრულწლოვნების ასაკამდე.

5.2.კომპანია განზრახ არ ინახავს ან აგროვებს ინფორმაციას 18 წლამდე ასაკის პირებისაგან. არასრულწლოვანთა პირადი ინფორმაციის დაცვას კომპანია პასუხისმგებლობით ეკიდება.


 

  1. მომხმარებელი სარგებლობს რა კომპანიის ოპერირებადი აპლიკაციით, ის ადასტურებს, რომ არის სულ მცირე 18 წლის.

 

 

 

6. პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება და შენახვის ვადა

 

 

  1. კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების თანმიმდევრული და მაღალი ხარისხით დაცვასა და უსაფრთხოებას.
  2. კომპანია პასუხისმგებელია, რომ მიიღოსყველა ორგანიზაციული და ტექნიკურ ზომა და შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ და დაცულ იქნეს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ანუკანონო დაკარგვისაგან.
  3. მომხმარებელი აცნობიერებს, რომ მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. კომპანია ატარებს კომერციულად გონივრულ უსაფრთხოებისზომებს, რათა დაიცვას პერსონალური მონაცემები და ასევე ცდილობს პარტნიორული კავშირები დაამყაროს მხოლოდ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც პასუხისმგებლობით ეკიდებიან პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას. თუმცა კომპანია ვერ გასცემს გარანტიას ვებგვერდისათვის ან ვებგვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და არ აგებს პასუხს მესამე მხარის ქმედებაზე, რომელმაცშეიძლება უნებართვოდ მიიღოს მსგავსი ინფორმაცია.
  4. კომპანია მონაცემების შენახვას ახორციელებს იმ ვადით, რაც აუცილებელია დამუშავების მიზნის მისაღწევად.
  5. მომხმარებლის მიერ აპლიკაციაში ანგარიშის/პროფილის გაუქმების შემდეგ, მისი მონაცემები შეინახება პოლიტიკის, კანონით და მარეგულირებელი დოკუმენტებით გათვალისწინებული მიზნების შესაბამისად.

 

 

 

  1. პერსონალური მონაცემების მიღების გზები და გაზიარება მესამე პირებისთვის

 

 

  1. კომპანია პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციას იღებს მას შემდეგ, რაც მომხმარებელი ავსებს სარეგისტრაციოფორმას აპლიკაციაში ანვებგვერდზე.
  2. კომპანიის მიერ მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია შესაძლოა გადაეცეს სახელმწიფო ორგანოებს ან ერთეულებს, მარეგულირებელ ორგანოებს ან ნებისმიერ სხვა პირს, მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციების, სასამართლო განჩინების ან ოფიციალური მოთხოვნის, სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს გამოცემული ინსქტრუქციის საფუძველზე და მიზნების


 

შესაბამისად ან მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წარმართული ნებისმიერი მსგავსი პროცესის საფუძველზე.

  1. კომპანიამ შესაძლოა მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს, მის ან მისი აფილირებული პირების აგენტებს ან კომპანიისთვის სერვისის მომწოდებელ მესამე პირებს.
  2. კომპანიასთან აფილირებული პირები, აგენტები, კურიერები და სერვისის მომწოდებელი მესამე პირები, რომლებსაც კომპანიის ოპერირებადი აპლიკაციის მეშვეობით მოპოვებულ მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ, ასევე გააჩნიათ ამ მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება.
  3. საკურიერო მომსახურების გამწევ პარტნიორ კომპანიებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან საკურიერო მომსახურების გამწევ პირს მომხმარებლის შესახებ გადაეცემა შემდეგი სახის ინფორმაცია: შეკვეთის დეტალები, სახელი, გვარი, მისამართი და საკონტაქტო ნომერი. მიწოდებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ შეძენილი პროდუქციის მიწოდების მიზნით.
  4. მონაცემების გაზიარება კომპანიის ქვეკონტრაქტორებისათვის, მიმწოდებლებისათვის, საკურიერო მომსახურების გამწევი კომპანიებისათვის ან სხვა შვილობილი კომპანიებისათვის შესაძლოა საჭირო გახდეს იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

 

 

  1. ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში

 

 

  1. კომპანია იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შევცვალოს წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკა.
  2. კონფიდენციალობის პოლიტიკაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება ინფორმაციის დაცვის გვერდზე და სხვა ისეთ ადგილებში, რომლებიც, კომპანიის აზრით,უზრუნველყოფს მომხმარებლის საქმისკურსში ყოფნას იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის ინფორმაციას შევაგროვებთ, როგორ გამოვიყენებთ და რა დროს გავამჟღავნებთმას (კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში).
  3. მომხმარებელი ვალდებულია პერიოდულად შეამოწმოს კომპანიის აპლიკაციაში განთავსებული კონფიდენციალობის პოლიტიკა.

 

  1. გამოყენების პირობები

 

 

  1. წესებისა და პირობების თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ ამავდროულად ეთანხმება წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკას, მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდება მოხდა მომხმარებლის სურვილით და ამისათვის მას გააჩნია კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა.


 

  1. კომპანიის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი არის “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი და “კონვენცია პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ”.

 

 

  1. კავშირი კომპანიასთან

 

 

  1. პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული კითხვების ან/და მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში, მომხარებელს შეუძლია დაუკავშირდეს კომპანიას შემდეგ ელექტრონულფოსტაზე: info@fly.ge ; ცხელი ხაზი: 032 2401717;577 490086