აბ

2022 წლის ივლისში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ისტორიულად ყველაზე მეტ რეისს და მგზავრს მოემსახურა

  “ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის” გასული თვე, არსებობის  ისტორიაში ყველაზე დატვირთული იყო. ერთ თვეში 330 რეისისა და 93,919 მგზავრის მომსახურება ჩვენი აეროპორტისთვის ერთდროულად სასიხარულოც იყო და საპასუხისმგებლოც. მოლოდინები კიდევ უფრო პოზიტიური გვაქვს. იცით, რომ “Wizz Air”–მა ჩვენს აეროპორტში მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი დააბრუნა, დაიწყო პირდაპირი ფრენები ტალინისა და პარიზის მიმართულებით. ასევე, მეორე ხომალდმა საშუალება მისცა ავიაკომპანიას არსებულ მიმართულებებზე ფრენის სიხშირეები გაეზარდა. შესაბამისად, ეს ყველაფერი აეროპორტში მგზავრთნაკადისა და რეისების ზრდას შეუწყობს ხელს”, - აცხადებს თამარ არჩუაძე. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 4 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს.

მსგავსი და რელევანტური სტატიები

რჩევები
მგზავრობა მხოლოდ 25%-იანი დეპოზიტით FLY.ge-ზე!
Turkish Airlines-ის მინი ჯგუფების ექსკლუზიური შეთავაზება – დააფიქსირე ფასები წინასწარ, გადადი იაფად და იმოგზაურე 20+ მიმართულებით მეგობრებთან ერთად!
რჩევები
რჩევები
მოგზაურის ბლოგი: მაკუნა შულაიას პარიზი
მაკუნა შულაია, პარიზში შემოდგომის მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს და იმ აქტივობებსა და ადგილებზე გვიყვება, რომლებიც პარიზის გეოგრაფიულ თუ კულტურულ სახეს, ხელისგულზე გადაგიშლით.
რჩევები
ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია - ზაფხულის პორტო და ლისაბონი
ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია - ზაფხულის პორტო და ლისაბონი