აბ

აშშ სრულად აცრილი უცხოელი ვიზიტორებისთვის სამოგზაურო შეზღუდვებს აუქმებს

აშშ, სრულად ვაქცინირებული უცხოელი ვიზიტორებისთვის, სამოგზაურო შეზღუდვებს აუქმებს. ხელისუფლების აღნიშნული გადაწყვეტილება, 8 ნოემბრიდან შევა ძალაში. საერთაშორისო ფრენები 33 ქვეყნიდან აღდგება, ხოლო სახმელეთო საზღვრის გადაკვეთა მექსიკიდან და კანადიდან იქნება შესაძლებელი.   აშშ-ს საზღვრის გადაკვეთის მსურველმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ, საზღვარზე უნდა წარადგინოს ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და ბოლო 72 საათში ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის ცნობა. საერთაშორისო მოგზაურთათვის აღიარებული ვაქცინები მოიცავს ისეთ ვაქცინებს, რომლებიც დამტკიცებულია და ავტორიზებულია აშშ-ის „სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის“ მიერ, ასევე „ჯანმო“-ს მიერ, გადაუდებელი გამოყენებისთვის ჩამოთვლილი ვაქცინები:
  • Janssen/J&J – 1 დოზა;
  • Pfizer-BioNTech; Moderna; AstraZeneca; Covishield; BIBP/Sinopharm; Sinovac – 2 დოზა.
სრულად ვაქცინირებულად ჩაითვლება პირი ვაქცინაციის სრული კურსის მიღებიდან 14 დღის შემდეგ.   შეიძინეთ ავიაბილეთები, ავიაბილეთების ქართულენოვან პლატფორმაზე old.fly.ge, ეროვნულ ვალუტაში, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან!

მსგავსი და რელევანტური სტატიები

რჩევები
მგზავრობა მხოლოდ 25%-იანი დეპოზიტით FLY.ge-ზე!
Turkish Airlines-ის მინი ჯგუფების ექსკლუზიური შეთავაზება – დააფიქსირე ფასები წინასწარ, გადადი იაფად და იმოგზაურე 20+ მიმართულებით მეგობრებთან ერთად!
რჩევები
რჩევები
მოგზაურის ბლოგი: მაკუნა შულაიას პარიზი
მაკუნა შულაია, პარიზში შემოდგომის მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს და იმ აქტივობებსა და ადგილებზე გვიყვება, რომლებიც პარიზის გეოგრაფიულ თუ კულტურულ სახეს, ხელისგულზე გადაგიშლით.
რჩევები
ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია - ზაფხულის პორტო და ლისაბონი
ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია - ზაფხულის პორტო და ლისაბონი