აბ

ბულგარეთის რესპუბლიკაში შესვლის წესები შეიცვალა

ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრის 2022 წლის 5 იანვრის ბრძანების თანახმად, 2022 წლის 7 იანვრიდან, ბულგარეთის რესპუბლიკაში შესვლის წესები შეიცვალა. საქართველო რჩება “წითელ ზონაში” და  ისევ იკრძალება ბულგარეთის ტერიტორიაზე შესვლა. “წითელი ზონის” ქვეყნებიდან შესვლა აკრძალულია, გარდა შემდეგი გამონაკლისი შემთხვევებისა: – ბულგარეთის რესპუბლიკის მოქალაქეები ან/და ბინადრობის უფლების მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები; – სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, საკუთარი პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად შესვლის შემთხვევაში; – მედიკამენტების და სხვა სამედიცინო დანიშნულების პროდუქციის მოწოდებით დაკავებული პირები; – სახელმწიფო პირები (ქვეყნის მეთაურები, სახელმწიფო დელეგაციების წევრები), დიპლომატები და საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების ტექნიკური პერსონალი (მათი ოჯახის წევრებით), ჰუმანიტარული და უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები, საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად შესვლისას; – ჰუმანიტარული მიზნებით მოგზაური პირები; – სასოფლო-სამეურნეო და ტურიზმის სფეროს სეზონური მუშაკები; – ბულგარეთის რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებში მიღებული პირები, D კატეგორიის სასწავლო ვიზით; – უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც შედიან ბულგარეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის მისაღებად, ბულგარეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული აღნიშნულის დამადასტურებელი წერილით; – ბულგარეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის, ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილის მიერ ქვეყანაში შესვლაზე გაცემული წერილობითი ნებართვის მქონე პირები. გამონაკლისების სიაში მყოფ პირებს, ბულგარეთის რესპუბლიკაში შესასვლელად მოეთხოვებათ ვაქცინაციის სერტიფიკატის ან COVID-19-ის გადატანის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფით პასუხთან ერთად. ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიის ტრანზიტულად გავლა ნებადართულია. ამ შემთხვევაში, COVID-19-თან დაკავშირებული დოკუმენტების (სერტიფიკატი/PCR) წარმოდგენა არ მოითხოვება. რეგულაცია ძალაშია 07.01.2022-დან.

მსგავსი და რელევანტური სტატიები

რჩევები
მგზავრობა მხოლოდ 25%-იანი დეპოზიტით FLY.ge-ზე!
Turkish Airlines-ის მინი ჯგუფების ექსკლუზიური შეთავაზება – დააფიქსირე ფასები წინასწარ, გადადი იაფად და იმოგზაურე 20+ მიმართულებით მეგობრებთან ერთად!
რჩევები
რჩევები
მოგზაურის ბლოგი: მაკუნა შულაიას პარიზი
მაკუნა შულაია, პარიზში შემოდგომის მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს და იმ აქტივობებსა და ადგილებზე გვიყვება, რომლებიც პარიზის გეოგრაფიულ თუ კულტურულ სახეს, ხელისგულზე გადაგიშლით.
რჩევები
ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია - ზაფხულის პორტო და ლისაბონი
ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია - ზაფხულის პორტო და ლისაბონი