
"ოპტიმისტური გეგმით, პირდაპირი ფრენები საქართველოდან შტატების მიმართულებით ერთ წელიწადში დაიწყება" - Air Georgia
ქართული ავიაკომპანია "Air Georgia" პირველი კომერციული რეისების შესასრულებლად ემზადება. ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა ფრენები უახლოეს დღეებში დაიწყოს. აღნიშნულის შესახებ, კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ BPN-თან ისაუბრა:
„ორი დიდი პროექტი გვქონდა დაანონსებული. აქედან, ერთი ფინიშთანაა. დროში ძალიან გაიწელა პანდემიის გამო. როცა ავიაციის სააგენტოში ლიცენზიის აღება მოვინდომე, ზოგს კოვიდი დაუდასტურდა, ზოგი დისტანციურზე გადავიდა და ფრენის დაწყება ბიუროკრატიული საფეხურების გამო გაიწელა დროში. პროექტი მალე განხორციელდება, თვითმფრინავის შემოყვანა დღეების საკითხია. ფრენები განხორციელდება ჰონგ-კონში, ჩინეთში, გაერთიანებულ სამეფოში და ასევე ევროპის მიმართულებით.
რაც შეეხება აშშ-ს, ჩვენს კონტინენტზე ფრენის დაწყების შემდეგ უნდა გავუგზავნოთ წინადადება შტატებს, ამაში ჩართულია ჩვენთან აშშ-ს საელჩოც. ოპტიმისტური გეგმით, ფრენები საქართველოდან შტატების მიმართულებით ერთ წელიწადში დაიწყება. უკვე განხორციელებული პროექტის პრეზენტაცია ამ დღეებში შედგება, რომელზეც იმედი გვაქვს ქალბატონი ელჩი, კელი დეგნანიც იქნება“, - გიორგი კოდუა.
"Air Georgia" 320 ეარბასით, ქუთაისიდან დაბალბიუჯეტური ავიარეისების განხორციელებასაც გეგმავდა. ავიაკომპანიის დამფუძნებლის თქმით, აღნიშნული პროექტიც, კოვიდ პანდემიის გამო დროებით დაპაუზებულია.
#flyრეკომენდაცია: ბიუჯეტის ოპტიმიზაციის მიზნით, შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები ფრენამდე 6-8 კვირით ადრე
წყარო: ბიზნესპრესნიუსი
მსგავსი და რელევანტური სტატიები

რჩევები
მგზავრობა მხოლოდ 25%-იანი დეპოზიტით FLY.ge-ზე!
Turkish Airlines-ის მინი ჯგუფების ექსკლუზიური შეთავაზება – დააფიქსირე ფასები წინასწარ, გადადი იაფად და იმოგზაურე 20+ მიმართულებით მეგობრებთან ერთად!
რჩევები

რჩევები
მოგზაურის ბლოგი: მაკუნა შულაიას პარიზი
მაკუნა შულაია, პარიზში შემოდგომის მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს და იმ აქტივობებსა და ადგილებზე გვიყვება, რომლებიც პარიზის გეოგრაფიულ თუ კულტურულ სახეს, ხელისგულზე გადაგიშლით.
რჩევები

ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია - ზაფხულის პორტო და ლისაბონი
ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია - ზაფხულის პორტო და ლისაბონი