აბ

პრაღა, ათენი, მილანი, სალონიკი, მემინგენი, ლარნაკა - "Wizz Air" ფრენებს აღადგენს

ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ავიაკომპანია “Wizz Air” ათენის, სალონიკის, მილანის, პრაღის, მემინგენისა და ლარნაკას მიმართულებით ფრენებს აღადგენს. აღნიშნულ ინფორმაციას, ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, სეზონის ბოლომდე ფრენები , კვირაში 1 სიხშირით შესრულდება. ბილეთების შეძენა უკვე შეგიძლიათ, ბილეთების ონლაინ პლატფორმაზე  old.fly.ge. "ქუთაისიდან ევროპაში, პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა, 9 ქვეყნის 14 მიმართულებით იქნება შესაძლებელი. ივლისის თვეში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 153 ფრენა პირდაპირი რეგულარული რეისით შესრულდება, აქედან, 111 პირდაპირი რეისი ევროპის მიმართულებით, ხოლო 42 ცენტრალური აზიის მიმართულებით. ორივე ავიაკომპანია, როგორც ვიზეარი, ისე FLYARYSTAN ეტაპობრივად, ზაფხულის სეზონზე, როგორც მიმართულებების, ისე სიხშირეების გაზრდას გეგმავს", - განაცხადეს სამინისტროში.   პირველი ივლისიდან ქუთაისის აეროპორტში, ავიაკომპანიის ბაზაც ბრუნდება.

მსგავსი და რელევანტური სტატიები

რჩევები
მგზავრობა მხოლოდ 25%-იანი დეპოზიტით FLY.ge-ზე!
Turkish Airlines-ის მინი ჯგუფების ექსკლუზიური შეთავაზება – დააფიქსირე ფასები წინასწარ, გადადი იაფად და იმოგზაურე 20+ მიმართულებით მეგობრებთან ერთად!
რჩევები
რჩევები
მოგზაურის ბლოგი: მაკუნა შულაიას პარიზი
მაკუნა შულაია, პარიზში შემოდგომის მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს და იმ აქტივობებსა და ადგილებზე გვიყვება, რომლებიც პარიზის გეოგრაფიულ თუ კულტურულ სახეს, ხელისგულზე გადაგიშლით.
რჩევები
ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია - ზაფხულის პორტო და ლისაბონი
ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია - ზაფხულის პორტო და ლისაბონი