აბ

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში COVID-ტესტირების მეორე პუნქტი ამოქმედდა

დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, “იუნიქის“ შემდეგ, “მედდიაგნოსტიკის” COVID-ტესტირების პუნქტი ამოქმედდა. მგზავრებს COVID-19-ზე ტესტირების ჩატარება ჩამოფრენის დარბაზში შეუძლიათ. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მგზავრს სამი სახის Covid 19-ის PCR კვლევის ჩატარება შეუძლია: სიახლეა ნერწყვით Covid -19 ის PCR ტესტი, რომლის ღირებულება 200 ლარია და პასუხს მგზავრი აეროპორტშივე 90 წუთში მიიღებს. ასევე, ტარდება:  Covid -19-ის PCR ტესტი (ცხვირ-ხახის ნაცხი პასუხი 8 საათში)  ფასი -70 ლარს შეადგენს, Covid -19-ის PCR ტესტი ცხვირ-ხახის ნაცხი (3-4 საათში)  ფასია -120 ლარი. რაც შეეხება ანტიგენზე დაფუძნებულ სწრაფ ტესტს, Covid -19-ის სწრაფი ტესტი (Ag) მეთოდით – 30 ლარი ღირს. რაც შეეხება “იუნიქის“ ტესტირების პუნქტს, ის აეროპორტის გარე პერიმეტრზე, ჩამოფრენის დარბაზთან მდებარეობს. სწრაფი ტესტის ღირებულება  იუნიქში – 40 ლარი; PCR ტესტი – 80 ლარი, ხოლო სწრაფი ანტიგენ ტესტი 40 ლარი ღირს.

მსგავსი და რელევანტური სტატიები

რჩევები
მგზავრობა მხოლოდ 25%-იანი დეპოზიტით FLY.ge-ზე!
Turkish Airlines-ის მინი ჯგუფების ექსკლუზიური შეთავაზება – დააფიქსირე ფასები წინასწარ, გადადი იაფად და იმოგზაურე 20+ მიმართულებით მეგობრებთან ერთად!
რჩევები
რჩევები
მოგზაურის ბლოგი: მაკუნა შულაიას პარიზი
მაკუნა შულაია, პარიზში შემოდგომის მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს და იმ აქტივობებსა და ადგილებზე გვიყვება, რომლებიც პარიზის გეოგრაფიულ თუ კულტურულ სახეს, ხელისგულზე გადაგიშლით.
რჩევები
ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია - ზაფხულის პორტო და ლისაბონი
ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია - ზაფხულის პორტო და ლისაბონი