
რა უნდა იცოდეთ ევროპაში წასვლის წინ 2023 წლიდან - სისტემა ETIAS-ი
2023 წლის ნოემბრიდან, ევროპის ქვეყნებში მოგზაურობის წესები იცვლება: მოგზაურობის ნებართვა, იგივე ETIAS სამოგზაურო ავტორიზაცია, არის შესვლის მოთხოვნა ვიზასაგან გათავისუფლებული მოქალაქეებისთვის, რომლებიც მიემგზავრებიან ევროპაში. მოქმედებს სამ წლამდე ან პასპორტის ვადის ამოწურვამდე.
რა არის ETIAS ანუ ევროპაში მოგზაურობის ინფორმირებისა და ავტორიზაციის სისტემა?
ეს არის ევროპის ქვეყნებში შესვლის მოთხოვნა შენგენის ზონაში ვიზისგან თავისუფალი ქვეყნების მოქალაქეებისათვის, რომლებიც მიემგზავრებიან ევროპის 30 ქვეყანაში.
ეს სისტემა წააგავს აშშ-ს მოგზაურობის ავტორიზაციის ელექტრონულ სისტემას (ESTA), რომელიც მსგავს მიზანს ემსახურება.
ETIAS-ის გავლის სამართლებრივი პროცედურები 2016 წელს დაიწყო და ბოლო ინფორმაციით, სისტემა სრულად ამოქმედდება 2023 წლის ნოემბერში.
ამ სისტემის ამოქმედების მიზანი ევროპაში უსაფრთხო მოგზაურობაა. მოგზაურობის ავტორიზაციის ეს სისტემა შეაგროვებს, თვალყურს მიადევნებს და განაახლებს ვიზიტორებთან დაკავშირებულ საჭირო ინფორმაციას.
რატომ გახდა საჭირო ამ სისტემის შემოღება?
ETIAS-ის ავტორიზაციის დამტკიცების მთავარი მიზეზი უსაფრთხოებაა.
ევროკომისიის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა 2016 წლის მიმართვაში თქვა:
„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ კვეთს ჩვენს საზღვრებს. ამ გზით ჩვენ გავიგებთ, ვინ მოგზაურობს ევროპაში“.
ეს არის სია იმ ევროპული ქვეყნებისა, რომლებიც ETIAS-ს მოითხოვენ.
ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია.
ეს კი იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომლის მოქალაქეებსაც მოუწევთ გამგზავრებამდე განაცხადის შევსება
ამ ქვეყნებს შორის არის საქართველოც.
უნდა მივმართო თუ არა ETIAS-ზე ყოველ ჯერზე, როცა ევროპაში ვიმოგზაურებ?
ETIAS-ი მოქმედებს სამი წლის განმავლობაში, შესაბამისად, განაცხადსაც აქვს სამწლიანი ვადა. სამი წლის შემდეგ თქვენ ხელახლა უნდა შეავსოთ ელექტრონული ფორმა.
თუ ETIAS-ის მიღების შემდეგ, სამწლიანი პერიოდის გასვლამდე, ნებისმიერი მიზეზით შეცვალეთ პასპორტი, თავიდან უნდა გაიაროთ სამგზავრო ავტორიზაცია.
რამდენჯერ შეიძლება ჩავიდე ევროპაში?
ETIAS-ის მოქმედი მოგზაურობის ნებართვა ამ უფლებას არ გიზღუდავთ, - შეგიძლიათ ევროპაში იმოგზაუროთ მოკლევადიანი ვიზიტით, რაც მოიცავს 90 დღეს ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში. თუმცა, ცხადია, ჩასვლისას, საზღვარზე სტანდარტულ შემომების პროცედურებს გადიხართ.
მჭირდება ETIAS ვიზა, თუ უკვე მაქვს გრძელვადიანი ვიზა ერთ-ერთი წევრი ქვეყნიდან?
ვინაიდან ერთ-ერთი წევრი ქვეყნის მიერ გაცემული გრძელვადიანი ვიზა გაძლევთ უფლებას გადაადგილდეთ მთელ შენგენში, თქვენ არ დაგჭირდებათ მოგზაურობის ავტორიზაციის მიღება მანამ, სანამ ვიზა გაქვთ.
შესაძლებელია თუ არა მოგზაურობის ნებართვის გაუქმება?
დიახ, მოგზაურობის ავტორიზაცია შეიძლება გაუქმდეს, თუ მოგზაურობის ავტორიზაციის გაცემის პირობები აღარ მოქმედებს ან თუ აღმოჩნდება, რომ მოგზაურობის ავტორიზაციის მფლობელმა დაარღვია ETIAS-ის რომელიმე წესი.
ETIAS-ისთვის განაცხადის პროცესი მოიცავს ოთხ მარტივ ნაბიჯს:
- – ETIAS-ის ონლაინ განაცხადის ფორმის შევსება ETIAS-ის საფასურს.
- – ETIAS-ის საფასურის გადახდა
- – აპლიკაცია იგზავნება სხვადასხვა ბაზებში დასამუშავებლად, შესამოწმებლად
- – ETIAS-ს უნიკალური ნომერი გენიჭებათ.
- – თუ თქვენს პასპორტს ვადა გაუვიდა.
- – ან თუ ETIAS-ის განმცხადებელმა გამოიყენა სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც მოპარულია ან მითვისებული.
- – თუ კონკრეტული პირი ითვლება“რისკად“.
- – თუ განაცხადი არასრულად არის შევსებული.
მსგავსი და რელევანტური სტატიები

რჩევები
მგზავრობა მხოლოდ 25%-იანი დეპოზიტით FLY.ge-ზე!
Turkish Airlines-ის მინი ჯგუფების ექსკლუზიური შეთავაზება – დააფიქსირე ფასები წინასწარ, გადადი იაფად და იმოგზაურე 20+ მიმართულებით მეგობრებთან ერთად!
რჩევები

რჩევები
მოგზაურის ბლოგი: მაკუნა შულაიას პარიზი
მაკუნა შულაია, პარიზში შემოდგომის მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს და იმ აქტივობებსა და ადგილებზე გვიყვება, რომლებიც პარიზის გეოგრაფიულ თუ კულტურულ სახეს, ხელისგულზე გადაგიშლით.
რჩევები

ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია - ზაფხულის პორტო და ლისაბონი
ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია - ზაფხულის პორტო და ლისაბონი