საკმარისია თუ არა სამი დღე, რომში მოგზაურობისთვის?
შესანიშნავი გადაწყვეტილებაა, თუ გაზაფხულის თბილი დღეების, რომაულ არდადეგებად გადაქცევა გსურთ. მითუფრო მაშინ, როცა იტალიისკენ მიმავალი გზა, კოვიდპანდემიის დაწყების შემდეგ, პირველად გაიხსნა და უამრავი გადადებული, ნანატრი და ჩაშლილი მოგზაურობა, ხელმისაწვდომი გახდა. თუმცა ფიქრობთ, რომ ეს სპონტანური, დაუგეგმავი წარმოსახვაა, რომელიც არ დაგიგეგმავთ, არც ავიაბილეთის თანხა დაგიზოგავთ? ამ წვრილმანზე შფოთვას, პერსპექტიულ მოგზაურობას ნუ შესწირავთ. აიღეთ თუნდაც ორ-სამ დღიანი შვებულება. სამდღიანი რომაული ტური, გაზაფხულის რესტარტისთვის სრულიად საკმარისია.
რომში მოგზაურობის გამარტივებისთვის, სჯობს როგორც ყველა, ამ ტურის ყოველი დღე წინასწარ დაგეგმოთ. ვეცდებით ყველა იმ ადგილის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც სამდღიან რომაულ თრიფში, თქვენი ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს.
მაშ ასე, დავიწყოთ:
კოლიზეუმი ისტორიულ ცენტრში
მოგზაურობა და ისტორიული რომის შეცნობა, კოლიზეუმით დაიწყეთ. დარწმუნებულები ვართ, ჩვენი შეხსენება არ გჭირდებათ, რომ კოლიზეუმი რომის ყველაზე მნიშვნელოვანი, ისტორიული ძეგლია. ბოლოს და ბოლოს ეს ხომ რომაული სამყაროს უდიდესი ამფითეატრია, რომელიც 50 000-ზე მეტ მაყურებელს იტევდა და სადაც ცნობილი გლადიატორული ბრძოლები იმართებოდა?!
გაითვალისწინეთ - ვიზიტი უფასო არ არის, არც ვიზიტორთა რიგია მოკლე. რამდენიმე საათიც კი შეიძლება დაგჭირდეთ თქვენი ბილეთების მისაღებად, მაგრამ გვენდეთ - ღირს!
რომის ფორუმი და პალატინის გორაკი
კოლიზეუმში შეძენილი ბილეთით, რომის ფორუმის და პალატინის გორაკის მონახულებასაც შეძლებთ.
რომის ფორუმი ქალაქის უძველესი ცენტრი იყო, სადაც დღეს ბაზრის, რელიგური და ადმინისტაცირული შენობების ნანგრევებია შემორჩენილი.
მითოლოგიის თანახმად, პალატინის გორაკი კი, ერთ-ერთია იმ შვიდი ბორცვიდან, რომლებზეც რომულუსმა და რემუსმა, რომი დააარსეს.
პიაცა ვენეცია
რომაული ფორუმიდან არც თუ ისე შორს, ერთ-ერთი მთავარი მოედანია, საიდანაც ყველა ქუჩა ტურისტულ ღირშესანიშნაობებამდე მიდის. უშუალოდ მოედანზე შესაძლოა თქვენი ყურადღება, ვიქტორ ემანუელ II-ის ძეგლმა და უზარმაზარმა თეთრი მარმარილოს შენობამ მიიქციოს.
მოედნის გვერდით ცნობილი ტრაიანეს ბარელიეფებიანი სვეტი მდებარეობს, რომელიც იმპერატორ ტრაიანეს სამხედრო დაპყრობებს ასახავს.
კაპიტოლიუმის მოედანი
პიაციდან გზას კაპიტოლიუმის მოიდნისკენ გაუყევით. რომელიც დიზაინერის(მიქელანჯელოს) სიცოცხლეში ვერ დასრულდა, თუმცა მშენებლობა ავტორის გეგმის მიხედვით, საუკუნეების განმავლობაში გრძელდებოდა და სრულყოფილდებოდა.
მოედანი ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორს იზიდავს, რასაც ნაწილობრივ მისი მდებარეობა და მუზეუმში, მითიური მგლის ქანდაკების ნახვის სურვილი განაპირობებს.
Პანთეონი
თავდაპირველად პანთეონი მითოლოგიის ყველა ღმერთს მიეძღვნა. VII საუკუნეში კი ქრისტიანულ ტაძრად გადაკეთდა.
პანთეონის გუმბათის შიდა დიზაინი, მნახველის აღფრთოვანებას იწვევს. აქვე საშუალება გექნებათ მოინახულოთ ცნობილი მხატვრის, რაფაელის და იტალიის პირველი მეფის ვიქტორ ემანუელ II-ის საფლავი.
ვიზიტი უფასოა.
პიაცა ნავონა
პიაცა ნავონა, პანთეონიდან არც თუ ისე შორს, ისტორიული ცენტრის გულში მდებარეობს. პიაცა ნავონა რომის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ცნობილი მოედანია, რომელზეც სამი ცნობილი შადრევანი მდებარეობს:

- The Fontana dei Quattro Fiumi
- The Fontana del Nettuno
- The Fontana del Moro
მსგავსი და რელევანტური სტატიები

რჩევები
მგზავრობა მხოლოდ 25%-იანი დეპოზიტით FLY.ge-ზე!
Turkish Airlines-ის მინი ჯგუფების ექსკლუზიური შეთავაზება – დააფიქსირე ფასები წინასწარ, გადადი იაფად და იმოგზაურე 20+ მიმართულებით მეგობრებთან ერთად!
რჩევები

რჩევები
მოგზაურის ბლოგი: მაკუნა შულაიას პარიზი
მაკუნა შულაია, პარიზში შემოდგომის მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს და იმ აქტივობებსა და ადგილებზე გვიყვება, რომლებიც პარიზის გეოგრაფიულ თუ კულტურულ სახეს, ხელისგულზე გადაგიშლით.
რჩევები

ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია - ზაფხულის პორტო და ლისაბონი