აბ

საქართველო ევროპის რეგიონში ფრენების რაოდენობის აღდგენის დინამიკით მე-16 ადგილზეა

საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპულმა ორგანიზაციამ, EUROCONTROL-მა 2021 წელი შეაჯამა. ორგანიზაციის მონაცემებით, ევროპის 41 ქვეყანას შორის საავიაციო ბაზარზე ყველაზე დადებითი ტენდენცია ალბანეთში დაფიქსირდა. კერძოდ, 2019 წელთან შედარებით, ალბანეთში  შარშან ფრენების რაოდენობა მხოლოდ 8%-ით, დაახლოებით 2 ათასი ერთეულით შემცირდა. მეორე ადგილზე ბოსნია-ჰერცეგოვინაა (–20%), მესამეზე სომხეთი (–22%), მეოთხეზე უკრაინა (–26%), მეხუთეზე კი საბერძნეთი (–27%). EUROCONTROL-ის ცნობით, საქართველო მე-16 ადგილს იკავებს,  შარშან ფრენების რაოდენობა, პრეპანდემიურ პერიოდთან შედარებით, 39%-ით, დაახლოებით 18 ათასი ერთეულით შემცირდა. 2019 წელთან შედარებით ყველაზე მკვეთრი ვარდნა გაერთიანებულ სამეფოში, ირლანდიასა და ფინეთში დაფიქსირდა – სამივე ქვეყანაში ფრენების რაოდენობა 62%-ით შემცირდა.

მსგავსი და რელევანტური სტატიები

რჩევები
მგზავრობა მხოლოდ 25%-იანი დეპოზიტით FLY.ge-ზე!
Turkish Airlines-ის მინი ჯგუფების ექსკლუზიური შეთავაზება – დააფიქსირე ფასები წინასწარ, გადადი იაფად და იმოგზაურე 20+ მიმართულებით მეგობრებთან ერთად!
რჩევები
რჩევები
მოგზაურის ბლოგი: მაკუნა შულაიას პარიზი
მაკუნა შულაია, პარიზში შემოდგომის მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს და იმ აქტივობებსა და ადგილებზე გვიყვება, რომლებიც პარიზის გეოგრაფიულ თუ კულტურულ სახეს, ხელისგულზე გადაგიშლით.
რჩევები
ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია - ზაფხულის პორტო და ლისაბონი
ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია - ზაფხულის პორტო და ლისაბონი