აბ

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება "PASSANGER TERMINAL EXPO 2022"-ში მონაწილეობს

15-17 ივნისს, საფრანგეთის დედაქალაქში მსოფლიოს აეროპორტების უმსხვილესი კონფერენცია და გამოფენა გაიმართება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსოფლიოს 1900 მეტი აეროპორტის ხელმძღვანელი, საავიაციო ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესის წარმომადგენლები პირისპირ იკრიბებიან. საქართველოს ღონისძიებაზე აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე წარმოადგენს, რომელიც კონფერენციის სპიკერია. ,,PASSANGER TERMINAL EXPO 2022”-ზე წარმოვადგენთ პრეზენტაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესახებ, როგორც მომხმარებლებზე ორიენტირებულ უნივერსალურ ბიზნეს-მოდელს. პრეზენტაცია იქნება ერთობლივი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN STUDIO-სთან ერთად, რომელსაც ქუთაისის აეროპორტის კონცეფტ-დიზაინი ეკუთვნის. გაფართოების შემდეგ,  ეს იქნება ჩვენი აეროპორტის  პირველი მასშტაბური წარდგენა საერთაშორისო ასპარეზზე. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი არქიტექტურული კუთხით ერთხელ უკვე მოხვდა მსოფლიოს ულამაზეს 14 აეროპორტს შორის. იმედი გვაქვს, რომ განახლებული  ტერმინალი კვლავ არაერთი ჯილდოს მფლობელი გახდება,-‘’აცხადებს თამარ არჩუაძე.  

მსგავსი და რელევანტური სტატიები

რჩევები
მგზავრობა მხოლოდ 25%-იანი დეპოზიტით FLY.ge-ზე!
Turkish Airlines-ის მინი ჯგუფების ექსკლუზიური შეთავაზება – დააფიქსირე ფასები წინასწარ, გადადი იაფად და იმოგზაურე 20+ მიმართულებით მეგობრებთან ერთად!
რჩევები
რჩევები
მოგზაურის ბლოგი: მაკუნა შულაიას პარიზი
მაკუნა შულაია, პარიზში შემოდგომის მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს და იმ აქტივობებსა და ადგილებზე გვიყვება, რომლებიც პარიზის გეოგრაფიულ თუ კულტურულ სახეს, ხელისგულზე გადაგიშლით.
რჩევები
ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია - ზაფხულის პორტო და ლისაბონი
ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია - ზაფხულის პორტო და ლისაბონი