აბ

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება “საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის 2021”-ის შერჩეულ მონაწილედ დასახელდა

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ფინანსური გამჭვირვალობის  ყოველწლიურ კონკურსში (BARTA), ზედიზედ მეორე წელია, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG) შერჩეულ მონაწილეთა შორის (shortlisted participant) სახელდება. კომპანია „საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო-2021“-ის კონკურსში მონაწილეობას უკვე მეორედ იღებს. ყოველწლიური ღონისძიების ორგანიზატორია მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი და საქართველოს აუდიტისა და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდი. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ ორგანიზატორებს კომპანიის აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიება პირველად 2019 წელს ჩატარდა და კომპანიების  ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებას ისახავს მიზნად. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კომპანიები წლიური ანგარიშის ფარგლებში მმართველობითი, კორპორაციული მართვის და არასაფინანსო ანგარიშგებებს წარადგენენ.

მსგავსი და რელევანტური სტატიები

რჩევები
მგზავრობა მხოლოდ 25%-იანი დეპოზიტით FLY.ge-ზე!
Turkish Airlines-ის მინი ჯგუფების ექსკლუზიური შეთავაზება – დააფიქსირე ფასები წინასწარ, გადადი იაფად და იმოგზაურე 20+ მიმართულებით მეგობრებთან ერთად!
რჩევები
რჩევები
მოგზაურის ბლოგი: მაკუნა შულაიას პარიზი
მაკუნა შულაია, პარიზში შემოდგომის მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს და იმ აქტივობებსა და ადგილებზე გვიყვება, რომლებიც პარიზის გეოგრაფიულ თუ კულტურულ სახეს, ხელისგულზე გადაგიშლით.
რჩევები
ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია - ზაფხულის პორტო და ლისაბონი
ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია - ზაფხულის პორტო და ლისაბონი