აბ

სლოვაკეთში COVID-პანდემიის გამო დაწესებულ რეგულაციებში ცვლილებები შევიდა

სლოვაკეთში COVID-პანდემიის გამო დაწესებულ რეგულაციებში ცვლილებები შევიდა. სლოვაკეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 10 იანვრიდან მოქმედებს შემდეგი რეგულაციები: - 2022 წლის 23 თებერვლამდე მოქმედებს ეროვნული საგანგებო მდგომარეობა. - მოიხსნა კომენდანტის საათი; - რესტორნები და კაფე-ბარები ღიაა სრულად ვაქცინირებული და COVID-19-სგან არაუმეტეს 6 თვის გამოჯანმრთელებული პირებისთვის (OP რეჟიმით); - შორ მანძილზე ავტობუსებით, საქალაქთაშორისო და ექსპრესს მატარებლებით მგზავრობა დაშვებულია მხოლოდ ვაქცინირებული, ტესტირებული ან კოვიდ გადატანილი პირებისთვის (OTP რეჟიმი); - გაიხსნა საბავშვო ბაღები, დაწყებითი და საშუალო სკოლები. დაწესდა მკაცრი ანტი ეპიდემიური ზომები. სწავლის დაწყებამდე ტარდება PCR-ტესტები; - დაშვებულია მაქსიმუმ 6 ადამიანის ან ერთი ოჯახის წევრების შეკრება; - შორ მანძილზე ავტობუსებით, საქალაქთაშორისო და ექსპრესს მატარებლებით მგზავრობა დაშვებულია მხოლოდ ვაქცინირებული, ტესტირებული ან კოვიდ გადატანილი პირებისთვის (OTP რეჟიმი). 10 იანვრიდან დაშვებულია ყველასთვის (ვაქცინირებული, არა ვაქცინირებული): - აფთიაქი, სამედიცინო დაწესებულებები; - აუცილებელი მაღაზიები (სასურსათო, პირველადი საჭიროების ნივთები). 10 იანვრიდან მხოლოდ სრულად ვაქცინირებული და COVID-19-სგან არაუმეტეს 6 თვის წინ გამოჯანმრთელებული (OP რეჟიმი) პირებისთვის გახსნილია შემდეგი მომსახურებები: - ყველა სახის მაღაზია; - სილამაზის, კოსმეტიკური, მასაჟის სალონები და სოლარიუმი; - ბიბლიოთეკები, გალერეები და მუზეუმები; - თეატრი, კინო და სხვა კულტურული დაწესებულებები. ლიმიტი – მაქსიმუმ 50 კაცი. - სათხილამურო კურორტები, ღია და დახურული საბაგიროები (დახურულ საბაგიროებში ადამიანთა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ტევადობის 25%-ს, ვენტილაცია და დეზინფექცია უნდა იყოს უზრუნველყოფილი); - გამაჯანსაღებელი ფიტნეს ცენტრები (მაქს. 6 ადამიანი, ან ერთი ადამიანი 25 კვ. მეტრზე). - საეკლესიო მსახურება (მაქს. 30 ადამიანი, ან ერთი ადამიანი 25 კვ. მეტრზე); - სასტუმროები და სასტუმრო სახლები – განთავსება შესაძლებელია მხოლოდ სრულად ვაქცინირებული და COVID-19-სგან არაუმეტეს 6 თვის წინ გამოჯანმრთელებული (OP რეჟიმი) პირებისთვის დამატებით Covid PCR, ანტიგენის ან თვით-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის შემთხვევაში. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.korona.gov.sk

მსგავსი და რელევანტური სტატიები

რჩევები
მგზავრობა მხოლოდ 25%-იანი დეპოზიტით FLY.ge-ზე!
Turkish Airlines-ის მინი ჯგუფების ექსკლუზიური შეთავაზება – დააფიქსირე ფასები წინასწარ, გადადი იაფად და იმოგზაურე 20+ მიმართულებით მეგობრებთან ერთად!
რჩევები
რჩევები
მოგზაურის ბლოგი: მაკუნა შულაიას პარიზი
მაკუნა შულაია, პარიზში შემოდგომის მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს და იმ აქტივობებსა და ადგილებზე გვიყვება, რომლებიც პარიზის გეოგრაფიულ თუ კულტურულ სახეს, ხელისგულზე გადაგიშლით.
რჩევები
ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია - ზაფხულის პორტო და ლისაბონი
ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია - ზაფხულის პორტო და ლისაბონი