აბ

სწორი სამოქმედო გეგმის შედეგად, ტურისტული ვიზიტები 52%-ით აღდგა – მარიამ ქვრივიშვილი

"სწორი სამოქმედო გეგმის შედეგად, ტურისტული ვიზიტები 52%-ით აღდგა",– მარიამ ქვრივიშვილი 2022 წლის აპრილსა და პირველ 4 თვეში,  2019 წლის მონაცემთან შედარებით, საქართველოში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების საშუალოდ 52-პროცენტიანი აღდგენა დაფიქსირდა. რაც შეეხება ზრდას - 2021 წელთან მიმართებაში, აპრილში ამ მაჩვენებელმა 140,5%, ხოლო იანვარი-აპრილის პერიოდში 233,9% შეადგინა. „საერთაშორისო ტურისტული ნაკადების სწრაფი აღდგენა სწორი სამოქმედო გეგმისა და მიზნობრივ ბაზრებზე ჩატარებული და მიმდინარე ეფექტური მარკეტინგული კამპანიების შედეგია. ჩვენ ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან, ვახორციელებთ მათთან ერთობლივ პროექტებს, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს საქართველოში ტურისტული ნაკადების მოსალოდნელზე მეტ ზრდას, რაც ნიშნავს დამატებითი შემოსავლები ეკონომიკაში და მეტ დასაქმებულს სექტორში,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, 2022 წლის აპრილში ტურისტული სტატისტიკური მონაცემების შეფასებისას.   მინისტრის მოადგილის განცხადებით, ტურისტული ნაკადების ზრდაზე დადებითად აისახება წარმატებული მოლაპარაკებები საერთაშორისო ავიაკომპანიებთან, რომელთა მეშვეობითაც იზრდება  პირდაპირი ავიარეისები როგორც ევროპასთან, ასევე სხვა სტრატეგიულ სამიზნე ქვეყნებთან.

მსგავსი და რელევანტური სტატიები

რჩევები
მგზავრობა მხოლოდ 25%-იანი დეპოზიტით FLY.ge-ზე!
Turkish Airlines-ის მინი ჯგუფების ექსკლუზიური შეთავაზება – დააფიქსირე ფასები წინასწარ, გადადი იაფად და იმოგზაურე 20+ მიმართულებით მეგობრებთან ერთად!
რჩევები
რჩევები
მოგზაურის ბლოგი: მაკუნა შულაიას პარიზი
მაკუნა შულაია, პარიზში შემოდგომის მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს და იმ აქტივობებსა და ადგილებზე გვიყვება, რომლებიც პარიზის გეოგრაფიულ თუ კულტურულ სახეს, ხელისგულზე გადაგიშლით.
რჩევები
ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია - ზაფხულის პორტო და ლისაბონი
ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია - ზაფხულის პორტო და ლისაბონი