
“ცის სასტუმრო”, რომელიც 5000-მდე ადამიანს დაიტევს, ნამდვილი საჰაერო დასვენების ფუფუნებისთვის შეიქმნება
“Sky Cruise” კონცეფციით მეცნიერების მოყვარული ჰაშემ ალ-გაილი მოგზაურობის სრულიად ახალ გზას გვთავაზობს. თუმცა ზღვის ნაცვლად, მის კრუიზს ჰაერში შეხვდებით.
უზარმაზარ თვითმფრინავს, რომელიც შემოქმედებითი ხელმძღვანელის ტომი ჰოლმსტენის ნახატით არის შთაგონებული, 5000-მდე ადამიანს დაიტევს და ჰაერში ბირთვული შერწყმის წყალობით წლების განმავლობაში გაჩერდება.
“Sky Cruise”-ს გარშემო არსებული ხედების დასათვალიერებლად მრავალი გამჭვირვალე გემბანი ექნება, სადაც შესანიშნავი საკვებითა და ინტერიერითაც დატკბებით. ბორტზე უახლესი სამედიცინო დაწესებულებაც კი იქნება, რითაც მგზავრების საჭიროებების დაკმაყოფილებას მოახერხებენ.
„მჯერა, რომ ფრენის ამჟამინდელი გამოცდილება დამღლელი და მოძველებულია, ახლა ინოვაციების დროა, რაც ჩვენს გამოცდილებას უფრო კომფორტულსაც გახდის.
“Sky Cruise” (Skytanic ან Flytanic) ერთ დღეს ჩვენს ცაზე აფრინდება. მცირე ბირთვული რეაქტორები, რომლებსაც თვითმფრინავების დამუხტვა შეუძლიათ, სავარაუდოდ, 2030-იანი წლებისთვის მზად იქნება. დიზაინის, ბირთვული შერწყმისა და აეროდინამიკის დახვეწით კი Sky Cruise ღრუბლებს ზემოთ ათასობით მგზავრს გადაიყვანს.
ყველა გამოხმაურებისთვის მადლიერი ვარ, მაგრამ უნდა გავიმეორო, რომ ეს ჯერ უბრალოდ კონცეფციაა. მიხარია, რომ ამან დისკუსია წარმოშვა და იმ მომავალზე ოცნებისკენ გიბიძგათ, სადაც ასეთი რაღაცები შეიძლება არსებობდეს. ადამიანებმა ოცნება არასდროს უნდა შევწყვიტოთ“, — აცხადებს ალ-გაილი.
მსგავსი და რელევანტური სტატიები

რჩევები
მგზავრობა მხოლოდ 25%-იანი დეპოზიტით FLY.ge-ზე!
Turkish Airlines-ის მინი ჯგუფების ექსკლუზიური შეთავაზება – დააფიქსირე ფასები წინასწარ, გადადი იაფად და იმოგზაურე 20+ მიმართულებით მეგობრებთან ერთად!
რჩევები

რჩევები
მოგზაურის ბლოგი: მაკუნა შულაიას პარიზი
მაკუნა შულაია, პარიზში შემოდგომის მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს და იმ აქტივობებსა და ადგილებზე გვიყვება, რომლებიც პარიზის გეოგრაფიულ თუ კულტურულ სახეს, ხელისგულზე გადაგიშლით.
რჩევები

ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია - ზაფხულის პორტო და ლისაბონი
ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია - ზაფხულის პორტო და ლისაბონი